x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როდის გრძნობს ადამიანი თავს მარტოსულად?
image
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სან-დიეგოდან დაასკვნეს, რომ უკანასკნელ 50 წელიწადში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვ
, ვისაც მარტოობა სურს.



მთლიანად დასახელდა სამი პერიოდი ადამიანის ცხოვრებიდან, როდესაც ყველაზე მწვავედ განიცდიან მარტოობას. ამისთვის მკვლევარებმა შეისწავლეს 340 მონაწილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელთა ასაკი 27 წლიდან 101 წლამდე იყო.


კითხვარი მეცნიერებს დაეხმარა შეეფასებინათ, გრძნობს თუ არა პიროვნება თავს მიტოვებულად, ამასთანავე, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ასეთი შეგრძნება(მარტოობა) შესაძლოა სულაც არ იყოს დაკავშირებული რეალურ საურთიერთობო წრესთან.


როგორც გაირკვა, მარტოობის შეგრძნება გამძაფრებულია 27-დან 30 წლამდე, 55-იდან 60 წლამდე და 80 წლის შემდეგ.



მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ როდესაც ადამიანი 50-წელს გადაცდება, ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც მატულობს ფიქრები სიკვდილზე; შვილები ქმნიან ოჯახებს; შესაძლოა გაყრაც; იწყება ე.წ. "საშუალო ასაკის კრიზისი".


ხოლო უფრო ხანდაზმულ ასაკში (80 წელს ზემოთ) სულიერ მდგომარეობას აძლიერებს ახლობელი ადამიანების სიკვდილი(ოჯახის წევრები, მეგობრები ნათესავები) და საკუთარი ფიზიკური უძლურება.


რაც შეეხება უფრო ახალგაზრდებს(27 -30წელი), ამ ასაკის ადამიანები ხშირად საახლობლო წრეს შორდებიან, გარიყულად გრძნობენ თავს და საკუთარ თავში იკეტებიან, რადგან მიაჩნიათ, მათ ცხოვრების არასწორი გზა აირჩიეს(პირადი ცხოვრება და პროფესია).

0
105
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0