x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
კომპანიები, რომლებმაც პრემია „იკას“ იდეის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
image


2018 წლის 18 ნოემბერს დაარსდა ახალი პრემია კულტურის დარგში –პრემია „იკა“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა კრეატიული არტისტებისთვის, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი შემოქმედებითი ხედვა და პრინციპები, მოტივაციის ამაღლებას, მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას და რაც მთავარია პრემიის 8 ნომინაციაში გამოვლენილი გამარჯვებულების შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი აქტივობების დაგეგმვას.


თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არა ის კომპანიები, რომლებმაც პრემია „იკას“ იდეის განხორცილებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, 2018 წლის მიწურულს პრემია „იკა“ ვერ შეძლებდა 8 შემოქმედისათვის მიემართა სიტყვებით: “შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია!


შემდგომ კი ეს სიტყვები რეალურ ქმედებებად ექცია. დღესდღეობით სპონსორებისა და პარტნიორების დახმარებით, პრემი „იკას“ შეუძლია ისეთი პრიზები გადასცეს გამარჯვებულებს, რაც მათ რეალიზებასა და ფართო მასებისთვის საკუთარი შემოქმედების გაცნობაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.



Ambebi .ge -ესაუბრა პრემია „იკას“ რამდენიმე პარტნიორ ორგანიზაციას:

ანანო თავხელიძე, პალიტრა მედიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:


როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა მსგავსი კულტუტული პროექტები ჩვენი ქვეყნისთვის და რა მნიშვნელობა აქვს მას საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისთვი?


პრემია იკას იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინოვაციური. ზოგადად კულტურული პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის, ახალი ადამიანების აღმოჩენისთვის. ვფიქრობ "იკას პრემია" ბევრ ახალგაზრდას მისცემს შანსს გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები და გახდეს წარმატებული თავის სფეროში.


თქვენი აზრით რა პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება პრემია იკა 2018?


ვფიქრობთ ჩვენი კომპანია პოზიტირი შედეგების მომტანი იქნება კონკრეტული მონაწილეებისთვის, რადგან გამარჯვებული დიზაინერი, ილუსტრატორი და ფოტოგრაფი ჩვენს კომპანიაში დასაქმდებიან. ვთლით რომ ეს დიდი შანსი და გამოცდილებაა იმ ახალბედებისთვის, რომლებიც ეხლა იწყებენ კარიერას.


ქეთი ებანოიძე Impact Hub Georgia-ს თანადამფუძნებელი :


რატომ გადაწყვიტეთ პრემია იკასთან“ თანამშრომლობა?

Impact Hub Tbilisi-სთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, კულტურა კი ის სფეროა, რომლის ძალიან აქტიური გულშემატკივრები ვართ. პრემია „იკა“ სწორედ ამ ორ მიმართულებას აერთიანებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ ამ ძალიან საჭირო და საინტერესო წამოწყებაში.


ტატა თავაძე - სარაჯიშვილის მარკეტინგის სამსახურის უფროსი.


ჩვენი კომპანია ყოველთვის მომხრეა და ცდილობს მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანიებს განვითარების საშუალებას და პლათფორმას აძლევენ. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები მიმართავენ ჩვენ საზოგადოებას სწორი განვითარების გზისკენ.

ასეთი ტიპის კულტურული პროექტები აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და მას უდიდესი როლი აკისრია საზოგადოების სწორი განვითარებისთვის. დარწმუნებულები ვართ და გვჯერა, რომ „პრემია იკა 2018“ აღმოაჩენს ბევრ ნიჭიერ ადამიანს, რომელსაც მომავალში ფართო საზოგადოებაც გაიცნობს და ერთად ვიამაყებთ ამ ადამიანებით. მთელ საორგანიზაციო ჯგუფს და იდეის ავტორებს პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ესეთი პროექტის შექმნისთვის და ვუსურვო დიდი წარმატება


გვანცა ჩლაიძე, ბორჯომის ბრენდ მენეჯერი:


რატომ გადაწყვიტეთ პრემია იკასთან თანამშრომლობა?


- ვფიქრობ, საინტერესო პროექტია, ბევრ ახალგაზრდა ხელოვანს და შემოქმედ ადამიანს წაახალისებს. ბორჯომი კი მუდმივად ცდილობს ახალგაზრდა თაობას მხარი დაუჭიროს და მცირეოდენი წვლილი მაინც შიეტანოს კულტურულ განვითარებაში.



როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა მსგავსი კულტუტული პროექტები ჩვენი ქვეყნისთვის და რა მნიშვნელობა აქვს მას საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისთვი?


- კულტურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის საზოგადოების და მისი ცნობიერების ამაღლებისთვის. ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები და ბევრი გამოწვევა გვჭირდება, რომ თვითრეალიზაცია მოხდეს როგორც ქვეყნის ფარგლებში ასევე მის საზღვრებს გარეთ . ვისურვბდი რომ მსგავსი და ბევრი კულტურული აქტივობა იყრიდეს თავს ჩვენს ქვეყანაში და მუდმივად ვისწრაფოდეთ განვითარებისთვის. ადამიანები თუ ვითარდებიან, ქვეყანაც აუცილებლად მიჰყვება მათ.


მოზაიკა–ანა ჭოდრიშვილი:


იკას პრემიის დამაარსებლებთან მოზაიკას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. გარდა ამისა, ამ პრემიის ბევრი ნომინაცია იდეურად ჩვენს საქმიანობასთან (სარეკლამო სფეროსთან) ახლოსაა, შესაბამისად, სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას ამ დარგში მოღვაწე ახალგაზრდების წახალისებაში.
ვფიქრობ, მსგავსი პრემიის არსებობა ხელს უწყობს ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანების აღმოჩენას, მათთვის სტიმულის მიცემასა და შემდგომ განვითარებას.
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ პრემია იკას საორგანიზაციო ჯგუფი არაჩვეულებრივი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. ამ პრემიის სახით, ისინი ინოვატორები არიან. რასაკვირველია, მათ წინსვლას და განვითარებას ვუსურვებ.
მონაწილეებს ვუსურვებ წარმატებას და ოპტიმისტურ განწყობას. გამარჯვებულებს კი მწვერვალების დაპყრობას საყვარელ საქმიანობაში.





0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0