x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქათამი თუ კვერცხი? – პასუხი, რომელიც დამატებით განხილვას აღარ საჭიროებს

image


ეს კითხვა რთულ სამეცნიერო დილემად ჩვევის გამო იქცა. სინამდვილეში, ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ არის შესწავლილი და გადაწყვეტილი. და პასუხიც ერთმნიშვნელოვანია:

პირველი იყო კვერცხი და აი რატომ...

imageყველა კვერცხი მეტ-ნაკლებად ერთნაირია. ამასთან, გარეგნული მსგავსება აუცილებელი არ არის. მაგ., შეიძლება ადამიანს ქათმის კვერცხი ნიანგის კვერცხში აერიოს, მაგრამ თევზის ან ბაყაყის ქვირითი, ქათმის კვერცხში არავის აერევა. თუმცა, არსით, ერთი და იგივე — მასში განაყოფიერებული კვერცხუჯრედია.

კვერცხუჯრედი, აგებულების პრინციპის მიხედვით, ჩვეულებრივი უჯრედისგან არ განსხვავდება. მასაც აქვს ბირთვი, ციტოპლაზმა და გარე მემბრანა, რომლის ზემოთ, თითქმის ყოველთვის, ცილოვანი გარსია. მაგრამ, ქათმის კვერცხი ჩვეულებრივ კვერცხუჯრედზე ბევრად დიდია და უფრო რთულად არის მოწყობილი. ჩვეულებრივი უჯრედის დიამეტრი — მილიმეტრის ორმოცდამეათედის ტოლია. კვერცხუჯრედის ზომა კი, ყველა ცოცხალ ორგანისმს განსხვავებული აქვს. მაგ., ადამიანის კვერცხუჯრედის დიამეტრი — დაახლოებით, დიამეტრის მეოცედია. ბაყაყის ქვირითი, — გარსის გარეშე, 1 მმ-ია. ქათმის კვერცხუჯრედი — კვერცხის გულია (ყვითრი), რომელშიც ბირთვი, იმის გამო, რომ პატარა და გამჭვირვალეა, შეუმჩნეველია. ხოლო, ცილა და ნაჭუჭი, — ბირთვის რთულად მოწყობილი გარსია (იხ. ნახატი), რომლითაც მომავალი ნაყოფი დაცულია გარე ფაქტორებისგან (გამოშრობა, ბაქტერიები...).


image

ქათმის კვერცხის გული — გიგანტური კვერცხუჯრედია. ჩანასახის დისკი — ადრეული ემბრიონი;


imageროგორც ნებისმიერი უჯრედის ბირთვში, კვერცხუჯრედის ბირთვიც მემკვიდრეობით ინფორმაციას შეიცავს. ის ჩაწერილია დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულებზე და სწორედ ეს ინფორმაცია განსაზღვრავს, თუ რა გამოვა კვერცხუჯრედიდან ქათამი, თუ ადამიანი.

ეს ინფორმაცია ერთ სიგრძეზეა ჩაწერილი და სპეციალური სიმბოლოებით არის კოდირებული. მაგ., ქათმის დნმ ინფორმაცია, დაახლოებით, 2, 5 მლრდ. სიმბოლოს შეიცავს. ყველა ორგანიზმი დნმ ინფორმაცია (მნიშვნელობა არა აქვს, ორგანიზმი მარტივი, თუ რთული), მხოლოდ ოთხი სიმბოლოთი იწერება. ამ სიმბოლოებიდან დგება 3 სიმბოლიანი სიტყვები, რომლებიც, თავის მხრივ, ფრაზებს ანუ გენებს ქმნიან. თითოეულ გენში შეიძლება 100 ან 1000 სიტყვა იყოს. სწორედ ეს გენები განსაზღვრავენ ჩვენი თვალის და თმის ფერს, ცხვირის ფორმას, ხასიათის თვისებებს, ინტელექტს... და საერთოდ, ყველა მახასიათებელს, მათ შორის, სახეობათა სხვაობასაც – მაგ., ქათამსა და ნიანგს შორის.

გენები, თავის მხრივ, ქრომოსომებში ერთიანდებიან და სწორედ მათი გაყოფის შედეგად იქმნება ახალი უჯრედი და ორგანიზმი.

ქათმის, თუ ადამიანს ორგანიზმი ასობით მილიარდი უჯრედისგან შედგება და ყველა მათგანი ერთი კვერცხუჯრედიდან წარმოიქმნება. შეიძლება, იფიქროთ, რომ 100 მლრდ. ძალიან ბევრია. მაგრამ, კვერცხუჯრედი და მისი შთამომავლები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან. მაგ., თუ დავუშვებთ, რომ ეს საათში ერთხელ ხდება — 10 სთ-ს შემდეგ, 1 კვერცხუჯრედიდან უკვე 1024 (2×2×2×2×2×2×2×2×2×2 = 1024) უჯრედი მიიღება. 20 საათის შემდეგ — მილიონი. 30 სთ-ს შემდეგ — მილიარდი და ა. შ. ბუნებრივი პირობებში კი, კვერცხიდან წიწილა 21 დღეში მიიღება.

კვერცხუჯრედი, პრაქტიკულად, ყველა ცხოველს და მცენარეს გააჩნია, მათ შორის, ერთუჯრედიანებსაც. ინფორმაციის ჩაწერის და გაყოფის წესი, მაგ., ამებას თითქმის ისეთივე აქვს, როგორც ქათამს, ან თუნდაც, ადამიანს. ინფორმაცია უჯრედის აგებულების შესახებ ჩაწერილია მის ერთადერთ ბირთში, რომელიც გამრავლების დროს იყოფა, ხოლო მისი გაყოფის შემდეგ, იყოფა უჯრედიც. ასე მიიღება 1 ამებიდან 2 ამება (კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ამებას არ გააჩნია).

ამებისგან განსხვავებით, ბევრ ერთუჯრედიან ორგანიზმს კვერცხუჯრედი აქვს, რომელიც გარეგნობით ქათმის კვერცხუჯრედს არა ჰგავს და ქცევითაც განსხვავდება. ის სპერმატოზოიდთან შერწყმის შემდეგ იყოფა. ხოლო შემდეგ, ახალად შექმნილი უჯრედები სწრაფად გარბიან «საკუთარ საქმეებზე». ასე იქცევა, მაგ., ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარე – ქლამიდომონადი.

imageქლამიდომონადი (Chlamydómonas) კვერცხიდან (8) რამდენიმე შოლტიანი უჯრედი გამოდის


imageოდესღაც დედამიწაზე სწორედ ერთუჯრედიანი ორგანიზმები ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ ისე მოხდა, რომ ორი უჯრედი ერთმანეთს შოლტებით გადაება და გაჩნდა პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, რომელის გენებმა, ასობით მილიონი წლის მანძილზე, მილიონობით ცვლილება განიცადა... და გაჩნდნენ თევზები.

დაახლოებით, 400 მლნ. წლის წინ, თევზების ერთმა ნაწილმა ჰაერით სუნთქვა დაიწყო და მოგვიანებით, წყლიდანა ამოვიდნენ. თანდათანობით ამფიბიებად გარდაიქმნე და ხმელეთზე ცხოვრების მიუხედავად, წყალთან კავშირს არ წყვეტდნენ. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ქვირითის დასადებად, ისევ წყალს უბრუნდებოდნენ. ბოლოს, გაჩნდნენ ქვეწარმავლები, რომლებმაც კვერცხის «ჩაცმა» ისწავლეს და მისი დადება ხმელეთზე დაიწყეს.

თავდაპირველად ქვეწარმავლებს შორ მანძილზე სიარული და სირბილი არ შეეძლოთ, რაც პრობლემებს უქმნიდათ საკვების მოპოვებისას. ამიტომ, ზოგიერთმა მათგანმა, უკანა კიდურებზე დგომა და სირბილი «ისწავლა» — ასე გაჩდნენ დინოზავრები. აქედან კი, ფრინველების გაჩენამდე, არც ისე დიდი დრო იყო დარჩენილი.

ყველა დინოზავრი კვერცხის მდებელი იყო. ზოგიერთი მათგანი კი, კვერცხებზე იჯდა კიდეც. ხოლო, როდესაც «წიწილები» იჩეკებოდნენ, მათზე ზრუნავდა. ისინი ისეთივე ჭკვიანები იყვნენ, როგორც ქათმები არიან (ქათმები, მათი დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობის შესახებ, ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, — სინამდვილეში, ძალიან ჭკვიანები და მოხერხებულები არიან).

და ბოლოს, ზოგიერთ დინოზავრს, გენების მუტაციის შედეგად, ქერცლი ბუმბულით შეეცვალა და გაჩნდნენ ფრინველები.

image

ამრიგად, პირველი ნამდვილი კვერცხი, სავარაუდოდ, 530 მლნ. წლის წინ გაჩნდა, ადრე პალეოზოურში, ან შეიძლება, უფრო ადრეც. ხოლო, პირველი დინოზავრის კვერცხი, რომელიც ძალიან ჰგავდა ქათმის კვერცხს, დაახლოებით, 225 მლნ. წლის წინ.

რაც შეეხება, პირველ ქათამს, რომელიც თანამედროვე ქათმების წინაპრად მოიაზრება — მხოლოდ 90 მლნ. წლის წინ გაჩნდა. ე. ი «პროტო-ქათმის» კვერცხი, ქათმამდე, მილიონობით წლით ადრე არსებობდა. ხოლო ის, რომ პირველი კვერცხი ქათმის არ იყო, ამაზე, დასმულ კითხვაში (კვერცხი, თუ ქათამი?) არაფერია ნათქვამი...

imageimageimageimageimageimageimage







0
1063
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1063
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0