x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა ევოლუციის თეორია უარყვეს

image


XIX ს. შუა წლებში, ჩ. დარვინი და ალ. რ. უოლესი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყოველი ახალი სახეობა, მანამდე არსებული სახეობიდან წარმოიქმნებოდა და ამ აღმოჩენის საფუძველზე, ევოლუციის თეორია შექმნეს, რომელიც საზოგადოებამ 1859 წ. გაიცნო, დარვინის წიგნის – «სახეობათა წარმოშობის შესახებ», გამოსვლის შემდეგ.

აღნიშნული თეორიის მიხედვით, ახალი სახეობების წარმოქმნის მიზეზი გარემო პირობების შეცვლა იყო. მაგ., კლიმატის ცვლილება მცენარეული საფარის შეცვლას იწვევდა, რაც უარყოფითად აისახებოდა იმ ცხოველებზე, რომლებიც უკვე გამქრალ საკვებზე იყვნენ მიჩვეულები. ახალი მცენარეების ასათვისებლად, მათ არც კბილები ჰქონდათ შესაფერისი და არც საჭმლის მომნელებელი სისტემა – მხოლოდ ის სახეობები აგრძელებდნენ სიცოცხლეს და გამრავლებას, რომლებიც უფრო სწრაფად ეგუებოდნენ ახალ პირობებს.
გამოდის, რომ არახელსაყრელი პირობები, რომელსაც იძულებულები იყვნენ ცოცხალი ორგანიზმები შეჰგუებოდნენ – ევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. დარვინმა ამ პროცესს «ბუნებრივი შერჩევა» უწოდა. გაგრძელება >>>

დარვინი, ევოლუციის თეორიის შექმნისას, სახეობათა ვიზუალური კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა. მისგან განსხვავებით, თანამედროვე მეცნიერებს ცოცხალი ორგანიზმების, უფრო დეტალურად – მათი გენომის დონეზე შესწავლის შესაძლებლობა აქვთ და სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები, რომლებიც კვლევას ერთი პროექტის ფარგლებში ატარებდნენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ წარსულში, სახეობათა «ბუნებრივ შერჩევას» ადგილი არა ჰქონია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, როკფელერის უნივერსიტეტის (Rockefeller University, ნიუ-იორკი) და ბაზელის უნივერსიტეტის (Universität Basel, შვეიცარია) მეცნიერებმა 5 მილიონამდე ნიმუში შეისწავლეს, მათ შორის, ნიმუშები GenBank და BOLD მონაცემთა ბაზებიდან და დნმ-შტრიხ-კოდებს თანამიმდევრობის ანალიზის შედეგად აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა სახეობის COI (ციტოქრომ c ოქსიდაზა) გენის მონაცემებს შორის განსხვავება მხოლოდ 0, 1-0, 5 %-ია. «ასეთი შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ამჟამად დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის საბოლოო ფორმირება სახეობის სახით, დაახლოებით, ერთდროულად მოხდა» – წერია კვლევის ანგარიშის დასკვნით ნაწილში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (პირველი დედამიწელები)

* 25 წარმოუდგენელი და ძნელად დასაჯერებელი ფაქტი

* სამყაროს და დედამიწის განვითარების ისტორია. სიცოცხლე დედამიწაზე


0
317
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0