x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ხელსაწყო ცოცხალი იადონით, რომლითაც მაღაროელები ჰაერში მხუთავი აირის არსებობას იგებდნენ

image


ფრინველი გალიაში ყველას უნახავს და აქ გასაკვირი არაფერია. მაგრამ, ასეთი გალია თუ გინახავთ?!

ეს ერთგვაროვანი მოწყობილობაა, რომელიც ამჟამად ლონდონის სამეცნიერო მუზეუმის ექსპონატია. ის ერთი შეხედვით, გაზის კამერას მოგაგონებთ, რომელიც შესაძლოა პატარა ზომის ცხოველებზე და ფრინველებზე ექსპერიმენტების ჩატარებისას გამოიყენებოდეს. მაგრამ, ეს ასე არ არის – უჩვეულო ლითონის გალია, რომელზეც ცილიადრია დამაგრებული, «იადონების რეანიმატორია», უფრო სწორედ, იყო.

დიდი ბრიტანეთში მაღაროელები, სულ რაღაც 30 წლის წინ, სწორედ ასეთი მინის გალიებით და მასში მოთავსებული იადონით ჩადიოდნენ მაღაროებში. მიწისქვეშა მაღაროში შესაძლებელია მომაკვდინებელი აირები იყოს, რომელსაც ადამიანის მოწამვლა, ხანძრის ან აფეთქების გამოწვევა შეუძლია და იადონი მაღაროში ჰაერის ხარისხის ექსპერტის ფუნქციას ასრულებდა.
მაღაროში ჩასვლის შემდეგ, გალიის კარს აღებენ. მაგრამ, იმის გამო, რომ მას მინის კარის გარდა, გისოსებიანი კარებიც ჰქონდა, ფრინველი იქიდან ვერ გამოდიოდა. მაღაროში მხუთავი აირის (მაგ., ნახშირჟანგი – უსუნო და უფერო აირი, ძლიერი საწამლავი) არსებობის შემთხვევაში, იადონი რხევას იწყებდა და შემდეგ ეცემოდა. ასეთ დროს, ფრინველის მეთვალყურე მინის კარებს კეტავდა და ჟანგბადის ბალონის ონკანს ხსნიდა, რომ იადონი გრძნობაზე მოსულიყო. ხოლო, მაღაროელები სიცოცხლისთვის სახიფათო ზონას ტოვებდნენ.imageimage

imageიადონების მაღაროში გამოყენების იდეა ფიზიოლოგ ჯონ სკოტ ჰოლდეინს (1860 – 1936 წწ.) გაუჩნდა. მეცნიერი ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა – ის ჰერმეტულ კამერაში შედიოდა, სუნდქავდა პოტენციურად სახიფათო აირებით, ხოლო შემდეგ ამ აირების ორგანიზმზე გავლენაზე და შედეგებზე წერდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ფრონტზე გაემგზავრა, რომ გერმანელების მიერ გამოყენებული მომწამლავი აირების იდენტიფიცირება მოეხდინა, რასაც მოგვიანებით, აირწინაღის გამოგონება მოჰყვა.

ჰოლდეინი ასევე სწავლობდა მაღაროებში მომხდარი კატასტროფების და სიკვდილიანობის მიზეზებს და აღმოაჩინა, რომ ჰაერის შემცველობაში სასიკვდიო კომპონენტი, მხუთავი აირები იყო. სწორედ მაშინ გაუჩნდა მას მაღაროში ფრინველის ჩაყვანის იდეა. მისი მტკიცებით, იადონები აირებისადმი ზემგრძნობიარენი იყვნენ, გარდა ამისა, პატარა მასის გამო, მათზე მხუთავი აირების ზეგავლენა უფრო სწრაფად იქნებოდა შესამჩნევი.

ბრიტანეთში იადონიანი გალის გამოყენება 1986 წელს აიკრძალა, – ის ელექტრომოწყობილობით ჩაანაცვლეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, მაღაროებში, 200-ზე მეტი ფრინველი იყო «დასაქმებული».

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageკატები ომში. პატარა დიდი გმირები
მუზეუმის ოთხფეხა მცველები

ტექნოლოგიური ცვლილებები და ადამიანის ჩვევები ილუსტრაციებში


1
282
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
282
  
2019, 15 იანვარი, 2:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1