x
image
სფინქსი
გოგონა "ყვავილების სამყაროდან ” ქართველი დიზაინერი მწვერვალების დაპყრობას აგრძელებს
image
ცისა დაუშვილი ქართველი დიზაინერი რომლის სავიზიტო ბარათიც ყვავილებია. ბრენდმა მცირე დროის განმავლობაში 14 ქვეყანა მოიარეა დიზაინერის თქმით ყველაზე დიდი აქტივობა შეკვეთებისა ამერიკიდან მოდის. სოციალურ ქსელებში ხშირი განხილვის საგანია დიზაინერის შემოქმედება მისი ბრენდი მოიცავს ჩანთებს ფეხსაცმელებს ქურთუკებს თმის აქსესუარებს რომელსაც დიზაინერი ნატურალური ტყავისგან დამზადებული ფერადი ყვავილებით აფორმებს . ჩემივე თხოვნით ცისის სახელოსნოში ვეწვიე რათა უფრო ახლოდან გამეცნო მისი შემოქმედება


image
ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ბრენდი ცისა უკვე სამი წელია არსებობს ამ სამი წლის განმავლობაში ალბათ როგორც ხდება ხშირ შემთხვევაში ბრენდთან ერთად განიცადე დაღმასვლისა და აღმავლობის პერიოდი რა არის შენი წარმატების ფორმულა?
და რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ბრენდის წარმატებაში?


ცისას არსებობის პირველი დღიდან მივეჩვიე წარმატებას დაღმსვლა არ მახსოვს ფაქტიურად არ მქონია წარმატების მთავარი საწინდარი ალბათ ის არის რომ სტილი მოსწონთ მრავალფეროვანია თვალში საცემია პრაქტიკულია არ არის მძიმე როგორც თავად აღნიშნავენ . თან იმის გათვალისწინებით რომ ყვავილები აქტუალურია მეტად მიმზიდველ ხდის. ხალხს მოსწონს ტყავის აქსესუარები რადგან საკმაოდ მდიდრული შეხედულება აქვს, ასევე ჩემი ნამუშევრები გამოირჩევა სტილით. ჩემი გემოვნებით ვამუშავებ ყვავილებს ეს არ არის იდეალურად დამუშავებული ყვავილები რაც შეიძლება მინინალურად ვამუშავებ, მაქსიმალურად გავს ხელნაკეთს ეს არ გავს ქარხნულს ძირითადი მასალა ტყავია და შემდეგ ვურევ ბისერს და სხვა ნატურალურ ქვებს.


image



თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა საოცარი ფერების ბალანსი თბილი და ცივი ფერები გამორჩეული კომპოზიციები, წინასწარი ქმნი ესკიზებს თუ მუშაობის პროცესში ცვლი დეტალებს?

ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ხატვაზე ჯერ კიდე სკოლის ასაკიდან მეუბნებოდნენ რომ ფერების კარგი აღქმა მქონდა .დიდი როლი ითამაშა ასევე სამხატვრო აკადემიამ სადაც შემდგომ განვარგძე სწავლა. მუშაობისას აუცილებელი ფაქტორია ცივი და თბილი ფერების კონტრასტი ესკიზებს ძირითად არ ვქმნი მაგრამ ნამუშევრებში არცერთი ფერი არ არის შემთხვევით გამოყენებული .


რამდენად დიდ დროს ატარებ სახელოსნოში? მეტად ქმნი იმას რაც დამკვეთს სურს თუ შენს გემოვნებას ენდობიან ძირითადად?

საკმაოდ დიდ დრის ვატარებ სახელოსნოში, თითქმის ყოველდღე მიწევს სახელოსნოში მუშაობა ვმუშაობ როგორც შეკვეთებზე ასევე პარარელურად ვამზადებ საგამოფენო ნამუშევრებს რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მომხმარებლებში თამად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მიმართლებს რადგან აფსოლიტურად ჩე გემოვნებას ენდობიან თითქმის არ მახსოვს დამკვეთს რომელსაც კონრეტულად თავისი გემოვნებით შექმნილი აქსესუარი უნდოდა პირიით მასიმალურ თავისუფლეას მაძლევენ . მეც ვცდილობ მაქსიმალურად ვასიამოვნო გავახარო და საბოლოო ჯამში ყველანი კმაყოფილები რჩებიან


image

რა რეაქცია გაქვს როცა ქუჩაში ხედავ გამვლელებს რომელთაც შენი ხელით დამზადებული აქსესუარი ამშვენებს?


ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ხოლმე საოცარი და განსაკუთრებული შეგრძნება მეუფლება ჩემი ხელით შექმნილ აქსესუარს ჩემთვის უცნობი ადამინები ატარებენ


ბრენდში ამ ეტაპზე მარტო მუშაობ რამდენად გრჩება დრო საკუთარი თავისთვის?


დიახ ამ ეტაპზე მარტო ვმუშაობ საკუთარი თავისთვის დრო ფატიურად არ მრჩება იმდენი წვრილმანია გასათვალისწინებელი რაც დროს მოითხოვს, ამიტომაც მთელ ჩემ ენერგიას და სიყვარულს ვდებ ამ საქმიანობაში და საკუთარი თავი გადადებული მაქვს სიმართლე გთხრათ არც ვნანობ რადგან ვიცი ეს შრომა შედეგს გამოიტანს მითუმეტეს როცა შეყვარებული ხარ საქმეზე

image

დროის არ ქონის გამო თუ გითქვამს შეკვეთებზე უარი?


ცისას არსებობიდან დღემდე ძალინ ბევრი მომხმარებელი მყავს არის ხოლმე პერიოდი დროის გათვალისწინებით უარს ვამბობ შეკვეთებზე თუმცა ეს ჩემიდან გამომდინარე არ ხდება, უკმაყოფილოები კი რჩებიან მაგრამ უმეტესობა მელოდება ზოგჯერ თვეობითაც. დღესაც მელოდებიან და მახსენებენ რომ მათი შეკვეთა დასამზადებელი მაქ (იცინის) მ აქსიმალურად ვცდილობ არავინ დავტოვო ნაწყენი და ყველას დავუმზადო.


გოგონა “ყვავილების სამყაროდან” როგორია ყვავილების სამყაროში ცხოვრება? და საიდან იღებს სათავეს ეს ზედმეტსახელი?

ვფიქრობ რომ საინტერესო ცხოვრება მაქვს ყვავილები კი ჩემს ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის, ძალიან კარგია როცა სავარელ საქმეს აკეთებ შემოსავალიც ამ საქმიდან გაქვს ვფიქრობ რომ ამ კუთხით ძალინ გამიმართლა. სახელოსნოში უამრავი ყვავილი მაქვს ჩემი მეგობარი როცა პირველად მესტურმა სახელოსნოში ამდენი ყვავილი ერთად თვალით არ ჰქონდა ნანახი და ცისი კი არა გოგონა ხარ ყვავილების სამყარიდანო ამის მერე შემრჩა ეს ზედმეტ სახელი (იცინის)


image
2019 წლიდან ბრენდის გაფართოვებას თუ გეგმავ და როგორია ცისას გეგმები 2019 წლისთვის?


ყოველ მიზეზ გარეშე ვფიქრობ ეს უფრო ადრეც უნდა გამეკეთებინა იანვრიდან დანადგარების დამატებას ვაპირებ რაც შედარებით გამიმარტივებს საქმეს ჩემი ნამუშევრებიც მეტად მრავალფეროვანი იქნება დიდი სურვილი მაქვს ჩემ ბრენდში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზეც გაზაფხულზე ვგეგმავ თბილისში პერსონალურ გამოფენას შემდგომ ამერიკაში გადავინაცვლებთ, შარშან საფრანგეთში მქონდა გამოფენა საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა 2019 წელს ბევრი სიახლე იგეგმება ბრენდში იმედი მაქვს ყველაფერს შევძლებ


image

კერძოდ რომელ ქალაქში გეგმავ გამოფენის მოწყობას?

ნიუ იუორკში, ბავშვობიდან ვოცნებობდი მანდ მოხვედრაზე ძირითადად სწორედაც რომ შეკვეთები ამერიკიდან მაქვს. სექტემბერში ჩატარდა ეთნო ფესტი 2018 თბილისში სადაც ცისა 150 მონაწილიდან მოხვდა 15 რჩეულში ამერიკის ბაზარზე ექსპორტისთვის, მოწვეული იყო ამერიკელი ექსპერტი კარენ გიფსი რამდენიმე ჩემი ნამუშევარი შეიძინა კიდეც ამ ფაქტმა მეტად ამიმაღლა სიყვარული საკუთარი საქმის მიმართ და მეტი თავდაჯერებულობა შემმატა


შესაძლებელია საქართველო დატოვო და უცხოეთში განაგრძო საქმიანობა?

რაღაც დროის მანძილზე ვაპირებ დავტოვო საქართველო ესეც მხოლოდ იმიტომ რომ ბრენდის განვითარებისთვის ასეა საჭირომ. დიდი სურვილი მაქვს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავასაქმო ცისაში ცხოვევრება საქართველოში მინდა 6 წელი გარკვეული მიზეზების გამო თურქეთში მომიწია ცხოვრება რაც საკმაოდ დიდი დროა ჯერაც აქ არ გატარებულ დროს ვინაზღაურებ

image
საქართველოში არის ეს საქმიანობა დაფასებული იმდენად რამდენადაც უნდა იყოს? და თუ არა ვის მიუძღვის ამაში ბრალი?


სიმართლე გითხრა ვერ ვიტყვი რომ არ არის დაფასებული, 2011 წელს წავედი სტამბულში მაშინ ამ სფეროსთან შეხება არ მქონდა მაგრამ ვფიქრობ მის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ხელ ნაკეთი ნივთები მეტად აქტუალური გახდა ხალხიც აფასებს და ცდილობენ ქართული პროდუქტი შეიძინონ. მართალია მეტწილად ემიგრანტები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას და ჩემი დამკვეთების უმეტესობა მიგრაციაში მყოფი ქართველები არიან . ძალზედ ნიჭიერი შემოქმედები გვყავს სამწუხაროდ ბევრი იჩაგრება ვფიქრობ სახელმწიფომ მეტად უნდა წაახალისოს ხელოვანები და არა მარტო ხელოვანები ყველა ის ადამიანი ვისაც სურვილი აქვს თავი დაიმკვიდროს და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს.


image რას ურჩევდი ახალგაზრდებს რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ კარიერულ სარბიელზე ამ საქმიანობაში?

ვურჩევ რომ არ დაიშურონ ძალისხმევა არ დანებდნენ და არ დაყარონ ფარ ხმალი პირველივე წარუმატებლობაზე იპოვონ საკუთარი თავი ამ საქმეში და სტილი რომელსაც მოირგებენ არ მიბაძონ სხვას და ყველაფერი გამოუვათ. მთელი გულით ყველას წარმატებას ვუსურვებ ვამაყობ ამდენი ნიჭიერი ქართველი რომ გვყავს საქართველოში.


0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:სფინქსი
სფინქსი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0