x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ
image

სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლური სასმელების მიღებას გვერდს ვერ აუვლით. სწრაფად დათრობა და რთული ნაბახუსევის სინდრომი შეიძლება არა მხოლოდ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობამ განსაზღვროს, არამედ პროდუქტებმა, რომელსაც მასთან ერთად ვღებულობთ.

დღეს გიამბობთ, თუ რომელ პროდუქტებთან ერთად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, ასევე გთავაზობთ რჩევას, თუ როგორ აღნიშნოთ სადღესასწაულო მოვლენა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.


1.ცხიმიანი შემწვარი ან შებოლილი ხორცი


ალკოჰოლის მიღების დროს უმჯობესია ცხიმიან შემწვარ და შებოლილ ხორცზე უარი თქვათ. წვეულების დროს ღვიძლს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა უწევს, რადგან ტოქსინების განეიტრალება ახდენს, რომელიც არცთუ ისე ჯანსაღი საკვებიდან, ასევე ალკოჰოლიდან ორგანიზმში ხვდება. ყველა ცხიმიანი და შემწვარი საკვები ალკოჰოლის მოქმედებას აძლიერებს და არა მხოლოდ ღვიძლისთვის, არამედ კუჭისა და ნაღვლის ბუშტისთვის დამატებით ზეწოლას წარმოადგენს.


2.დამარინადებული პროდუქტები

დამარინადებული და მარილიანი ბოსტნეული - არაყთან ტრადიციული მისაყოლებელია. თუ მარილიანი ბოსტნეული ორგანიზმში წყალი-მარილის ბალანსს უზრუნველყოფს, დამარინადებული პროდუქტი ღვიძლსა და თირკმლებზე დამატებით ზეწოლას ახდენს. დამარინადებულ პროდუქტებში ძმრის მჟავა გამოიყენება. ხოლო ძმარი და ცხარე სანელებელი ორგანიზმისთვის მძიმე ნარევს ქმნის. უმჯობესია, თუ ალკოჰოლს მარილიან კიტრს ან ბოსტნეულს მიაყოლებთ.


3.ყურძენი, ნესვი, საზამთრო

ხილი ალკოჰოლის მოქმედებას აძლიერებს, ასე ორგანიზმში უფრო მეტი შაქარი ხვდება. განსაკუთრებით ნესვის და ალკოჰოლის შეთავსება არის სახიფათო. ნესვს ძლიერი მოსადუნებელი ეფექტი აქვს. ამ კატეგორიაში მანგო და გრეიფრუტი შედის. გრეიფრუტი ბლოკავს ღვიძლის ფერმენტებს, რომლებიც ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნაზე არის პასუხისმგებელი. გრეიფრუტი რადგან ამ პროცესს ხელს უშლის, ალკოჰოლი ორგანიზმში დიდხანს რჩება და შეიძლება ალკოჰოლით მოწამვლა გამოიწვიოს.


4.ახალი პომიდორი

პომიდორში შემავალი ორგანული მჟავები ალკოჰოლთან ერთად (განსაკუთრებით არაყთან ერთად) მეტეორიზმსა და საკვების მონელებასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს იწვევს. თუმცა გადამუშავებული პომიდორი (პომიდვრის პასტა, კეტჩუპი, სოუსი) ასეთ რეაქციას არ იძლევა, ამიტომ მისი მიღება შეიძლება.


5.ტკბილეული

ალკოჰოლი და შაქარი თითქმის ერთნაირი პრინციპით მუშავდება, მაგრამ ორგანიზმი პირველ რიგში შაქრის გადამუშავებას იწყებს, რადგან ის ენერგეტიკულად უფრო ღირებულია, ამ დროს კი ალკოჰოლი უფრო ნელა გამოვა ორგანიზმიდან. შედეგად სისხლში ინსულინის დონე იმატებს, სწრაფი დათრობა და ცუდი ნაბახუსევი დგება, რადგან ორგანიზმმა ალკოჰოლიდან ტოქსიკური ნივთიერებების სწრაფად გადამუშავება ვერ მოასწრო.


6.გაზიანი და ენერგეტიკული სასმელები

ალკოჰოლზე წვნიანის, შაქრის შემცველი გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების მიყოლება არ შეიძლება. გაზიან სასმელებში ნახშირორჟანგის გაზის მაღალი შემცველობის გამო კუჭის ლორწოვანი ღიზიანდება და ალკოჰოლის შთანთქმას ზრდის. შედეგი - სწრაფი დათრობა და მძიმე ნაბახუსევი. ენერგეტიკულ სასმელებში მაღალი რაოდენობით კოფეინი და შაქარი შედის. ალკოჰოლის და კოფეინის კომბინაცია არტერიული წნევას, ასევე ინფარქტის და ინსულტის რისკს ზრდის.


7.ყავა

ალკოჰოლი და ცხელი სასმელები ერთმანეთს ცუდად ეთავსება. ხოლო კონიაკში ყავის დამატება ჰიპერტენზიულ კრიზისსა და თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს იწყებს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ამ ნაწილში დარღვევები აქვს.


რა შეიძლება მივაყოლოთ ალკოჰოლს?

პირველ რიგში ბოსტნეულის, კომბოსტოს მწნილი. ამ პროდუქტებში დიდი რაოდენობით C ვიტამინია, რომელიც ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნაში დაგეხმარებათ. სალათები და კერძები მოხარშულ კარტოფილთან ერთად. კარტოფილი საუკეთესო ვარიანტია. უცხიმო გამომცხვარი ან მოხარშული ხორცი და გამომცხვარი ბოსტნეული.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. “მთვრალი ცომის“ საიდუმლო - როგორ მოვამზადოთ ცომი არყით?

2. ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი

3. მოამზადეთ სასარგებლო მაიონეზი სახლის პირობებში

4. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე!

5. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

6. როგორ სუფრას შლიდნენ საბჭოთა კავშირის დროს: საახალწლო კერძების რეცეპტები

7. სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!

8. 5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე

9. დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი

10. როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
1085
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1085
  
2020, 23 მარტი, 14:00
ცხიმიან და შემწვარ საჭმელს უნდა მიაყოლოთ წითელი ღვინო, შებოლილს ლუდი, პომიდორს და დამარინადებულს თეთრი ღვინო, საზამთროს ნესვს არაყი და ტკბილეულს კონიაკი
0 1 1