x
image
ანა ბეჟაშვილი
ღორის გრიპს უკვე ორი ადამიანი ემსხვერპლა !
image

H1N1 -ის ვირუსით უკვე მეორე ადამიანი, მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

შემთხვევა ქუთაისში მოხდა.

ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა მოახერხეს, დედის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.


ექიმების თქმით პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შევიდა. აღენიშნებოდა ხველა, ცხელება და სუნთქვის უკმარისობა.

სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.

ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მეორე შემთხევაა. ბოლო ორ დღეში ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი, 53 წლის ქალი გარდაიცვალა.

ექიმების რეკომენდაციაა რისკ-ჯგუფებმა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა, ბავშვებმა და ორსულებმა არ იარონ ხალხმრავალ ადგილას. გასვლის შემთხვევაში გაიკეთონ პირბადე. დაიბანონ ხელები ხშირად. ტემპერატურის მომატების შემთხვევაში მიმართონ ექიმს.



0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0