x
image
Yoona
ცნობილი თურქული ნიღაბი: აი, რას იყენებდნენ სულთნის ცოლები სილამაზისთვის

image

თურქი ქალების სილამაზის საიდუმლოს შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს. თუმცა ერთი რამ ცხადია, აღმოსავლელი ქალები თანამედროვე კოსმეტიკას კი არა, არამედ ნატურალურ საშუალებებს იყენებენ, რომელთაც ჯერ კიდევ მათი ბებიები ამზადებდნენ.

გთავაზობთ აღმოსავლური სილამაზის საიდუმლო რეცეპტს სახის კანის მოსავლელად. რეცეპტი ნატურალურ ინგრედიენტებს და ზეთებს შეიცავს. ამბობენ, რომ მათ ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიაში ჰარამხანაში იყენებდნენ. სწორედ იქ შეიქმნა სტანდარტები და პროცედურები, რომლებიც დღემდე აქტუალურია.

არსებობს 4 ძირითადი პროდუქტი, რომლებიც თურქ ლამაზმანებს ყოველთვის ხელთ აქვთ: ვარდის წყალი, სახლში მომზადებული ხაჭო, არგანის ზეთი, იოგურტი. ვარდის წყალი ნებისმიერი ტიპის კანს იდეალურად უხდება. ის დაბერებას ებრძვის და კანს ატენიანებს.

image

არგანის ზეთი მასაჟისთვის გამოიყენება. სწორედ მისი დახმარებით ფორები იწმინდება და უჯრედების განახლება ხდება. მასაჟი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. 1 ჩ/კ ზეთი საკმარისი იქნება. მასაჟის შემდეგ უბრალოდ ზეთის ნარჩენები თბილი, სველი პირსახოცით მოიშორეთ.

image

ხაჭოს და იოგურტის ნარევით სახის მათეთრებელს გააკეთებთ. ასევე შეგიძლიათ რძე დაუმატოთ და მისი დახმარებით კანი კვირაში ორჯერ გაიწმინდოთ, რომ სახის ფერი გაათანაბროთ და უჯრედების გამოკვებას ხელი შეუწყოთ.

image

თურქების კვების რაციონში იოგურტი ყოველთვის არის. კანის მდგომარეობა კვების სისტემაზე არის დამოკიდებული. იოგურტი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, რისი წყალობითაც კანი უფრო ჯანსაღი ხდება.

ცოტა დარიჩინი და თაფლი

image

ეს ორი ინგრედიენტი სასწაულს ახდენს, როგორც კი მათ თმაზე წაისვამთ. ხოლო სახის კანზე კიდევ უფრო სწრაფ შედეგს იძლევა. თავად სცადეთ:

ინგრედიენტები:

3 ს/კ საკვები სოდა

1 ჩ/კ თაფლი

1 ჩ/კ თხევადი E ვიტამინი

1 მწიკვი დაფქული დარიჩინი

4 ჩ/კ ნაღები ან რძე

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს აურიეთ, სქელი მასა უნდა მიიღოთ. სქელ ფენად სუფთა სახის კანსა და კისერზე გადაინაწილეთ. დაელოდეთ, სანამ შეშრება და ჩამოიბანეთ. თვალის და ტუჩის ირგვლივ კანზე არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ.

image

სახის ფერი უფრო ნათელი გახდება. ფორები შევიწროვდება, ხოლო სახის კონტური უფრო გამოკვეთილი გახდება.

ნიღაბი აღმოჩენა - აი, ასე უწოდებენ მას ქალები, რომლებმაც ნიღაბი უკვე გამოცადეს. სცადეთ და დარწმუნდით, თუ რამდენად ეფექტურია თურქული მეთოდი.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. ალბათ, ეს მცენარე სახლში ყველას აქვს: მისი სწორად გამოყენება ისწავლეთ!

2. თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში.

3. ეს პროდუქტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენია, მისი მიღება შეწყვიტეთ!

4. ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ

5. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი

6. 9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება

7. 11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით

8. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

9. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს

10. რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
2364
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
2364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0