x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რას უნდა ველოდოთ იანვარში?-ტაროს კარტების პროგნოზი
ახალი წლის პირველი თვე ერთგვარად პირველი საფეხურია ოცნებებისა და მიზნების რეალიზაციისკენ. ასტროლოგი და ტაროლოგი 20 წლიანი სტაჟით, ანჟელა პერლი, გვიმხელს როგორი იქნება 2019 წლის პირველი თვე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.image

1. ვერძი

შეხვედრები ახლობლებთან, უამრავი ინფორმაცია და სხვადასხვა კონტაქტები. იქნება მგზავრობები, რომლებიც პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ. ის, ვინც სამსახურს ეძებს, იპოვის. ფინანსურად იანვარი არც ისე კარგი თვე იქნება, თუმცა არც გექნებათ მაინცდამაინც ფულის საჭიროება.

უამრავი ახალი შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ მათ გამოსაყენებლად საჭიროა, მომხდარს სხვა კუთხიდან შეხედოთ. ტაროს კარტები ვერძებს ურჩევენ, არ ჩაიციკლონ წარსულზე და თამამად იარონ წინ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იქნება.



2.კურო

სამყარო კუროებს სასიამოვნო ემოციებს ჰპირდება. მათ შანსი ეძლევათ, იქ გაემგზავრონ, სადაც წასვლას დიდი ხანია, ოცნებობენ. შეგრძნებები და ფინანსები ამ თვეში ნამდვილად გაგახარებთ.

კუროები იანვარში ერთმნიშვნელოვნად იგრძნობენ, რომ ცუდი პერიოდი დამთავრდა და შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ. შესაძლებელია დადებითი ძვრები იმ საქმეებში, რომლებიც დიდი ხანია გაჩერებულია.


3.ტყუპები

იდეალური თვეა პირადი ურთიერთობებისთვის. ბევრი სასიამოვნო განცდა და სიხარული გელით . ამასთან, ყველაფერი სწრაფად და ინტენსიურად განვითარდება.

იანვარი ახალი პერიოდის დასაწყისია, შესაძლოა, ცხოვრების სტილიც კი შეიცვალოთ. ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება. შესაძლოა სხვაგან გადახვიდეთ ან ახალი სამსახური იშოვოთ, უფრო პერსპექტიული. იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, მისდიეთ სპორტს და მოაწესრიგეთ კვება.



4.კიბო

2019 წლის იანვარში კიბოებს კარიერული წარმატებები ნამდვილად არ ელით, ჩვეულ ყოფა-ცხოვრებაშიც დაბრკოლებები და წინააღმდეგობებია მოსალოდნელი . უმჯობესი იქნება, თუ ამ თვეს დაისვენებთ, არ წამოიწყებთ სერიოზულ საქმეებს და თქვენი ვალდებულებების ნაწილს მაინც გადაუნაწილებთ მათ, ვინც ყოველთვის მხარში გიდგათ და ვისაც ენდობით.

მოვლენების უჩვეულოდ შემობრუნებაცაა მოსალოდნელი, არ შეგეშინდეთ, მიენდეთ სამყაროს და ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც თქვენ გსურთ.


5.ლომი

იანვარი ლომებისთვის გაფურჩქვნის ხანაა. გელით კარიერული დაწინაურება და შემოსავლის ზრდა. კარგი იქნება, თუ მსხვილ შენაძენს გააკეთებთ ან ოჯახთან ერთად სადმე გაემგზავრებით.

ნუ გადაამეტებთ ჭამა-სმის საკითხში! ამ თვეში ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ -უფრო გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები. ჯანმრთელობა ნამდვილად არ გიმტყუნებთ.


6.ქალწული

ქალწულები, როგორც იქნა, დროს გამონახავენ საყვარელი ადამიანებისთვის. შეძლებენ განმარტოებას, სიჩუმეში მედიტირებას და საჭირო კითხვაზე პასუხს მიიღებენ. კარგია აბაზანების მიღება ან სპა-სალონებში სტუმრობა. შესაძლოა ცვლილებები საცხოვრებელთან და შემოსავლებთან დაკავშირებით -უკეთესობისკენ.

არაა გამორიცხული სამსახურში ახალი პოექტის დაწყება, რომელიც თქვენგან ისეთ გულმოდგინებას და მიდგომას მოითხოვს, როგორიც აქამდე არ გამოგიჩენიათ. სამაგიეროდ, თქვენი გულმოდგინება უკვალოდ არ ჩაივლის და წინ კარიერული ზრდაც გელით.


7.სასწორი

ის ყველაფერი, რასაც 2018-ში სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ, იანვარში იძულებულს გაგხდიან, სასწრაფო ზომები მიიღოთ მათთან დაკავშირებით. თუ არ იზარმაცებთ, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტთ ზოგიერთ პრობლემას.

კარგი პერიოდია რაღაც ახლის სასწავლად. ისწავლეთ ახალი ენა, გაიარეთ კულინარიის კურსი - სულ ერთია, რაც გინდათ. წარმატება გექნებათ, დადებითი ემოციებით აივსებით. ხანმოკლე მგზავრობები გელით.


8.მორიელი

მთელი იანვარი აქტიური იქნება, წინ წაიწევთ სწრაფი ტემპით. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ ნებისმიერ სფეროში. გარდა ამისა, მოსალოდნელია უამრავი სურვილის ასრულება - ზოგიერთ მათგანს თავად მორიელები განახორციელებენ დიდი თანხის მეშვეობით, ზოგიერთი კი გავლენიანი ადამიანის წყალობით განხორციელდება.


9.მშვილდოსანი

ზამთრის პირველი თვე უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ და მწვანე შუქს გინთებთ ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში. გირჩევთ, არ იზარმაცოთ და სურვილების რუკა გააკეთოთ. გარწმუნებთ, მათი უმეტესობა 2019-ში განხორციელდება, იანვარი კი სტარტია ამ ყველაფერში.

გადახედეთ ფინანსებს და განსაზღვრეთ, რამდენად კმაყოფილი ხართ. ფულის გამომუშავებასთან დაკავშირებული იდეები დადებით შედეგებს მოიტანს.


10.თხის რქა

იანვარში თხის რქებს აქტიური პერიოდი ელით. მოსალოდნელია მივლინებები, გამგზავრება სხვა ქვეყნებში. იანვარი განსაკუთრებით კარგი იქნება იმ თხის რქებისთვის, რომლებიც სადაზღვევო, სარეკლამო, სამეცნიერო კვლევით სფეროებში მოღვაწეობენ ან ასწავლიან.

თვის ბოლოს მოსალოდნელია ემოციონალური პრობლემები და თხის რქებს პატარა შტორმიც ელით. გახსოვდეთ, წინ წარმატებების წელი გელით. ყველაფერი კარგად იქნება.


11.მერწყული

თუ დიდი ხანია გინდოდათ სამსახურის შეცვლა, იანვარი ამისთის მეტნაკლებად შესაფერისი თვეა. თუმცა, დღესასწაულების შემდეგ მაშინვე ნუ “მიახარებთ" უფროსობას, რომ სხვაგან გადადიხართ. არავითარი სკანდალები და ხმაური! წარმატებას სიმშვიდე და რწმენა მოგიტანთ.

რაიმე ახლის დასაწყებად საკმარისი ენერგია გექნებათ. კარგია თვეა, რომ საკუთარ თავში გაერკვეთ. მოუსმინეთ, რას გკარნახობთ თქვენი ინტუიცია.


12.თევზები

თვის პირველ ნახევარში ბევრი თევზი შენიშნავს, რომ საახალწლო ნადიმს უკვალოდ არ ჩაუვლია. ნუ ინერვიულებთ, მალე დაიკლებთ და უფრო მოხდენილი იქნებით, ვიდრე უწინ. მთავარია, რეგულარულად დაკავდეთ სპორტით.

კარგი დროა მეორე ნახევრის მოსაძებნად. ნუ შეუშინდებით ოცნებებს, 2019 წელს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

0
546
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0