x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუმინელი მომღერალი ანკა პოპი ავტომობილით დუნაიში გადავარდა და დაიხრჩო
image34 წლის რუმინელი მომღერალი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, გიტარისტი, მსახიობი და პროდიუსერი ანკა პოპი(Anca Pop)ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირა, იუწყება Associated Press-ი.




მისი ავტომობილი დუნაში გადავარდა, სავარაუდოდ პოპ-მომღერალმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ინციდენტი 17 დეკემბერს მოხდა, თუმცა გვამის აღმოჩენა მოგვიანებით მოხდა, როდესაც მომღერლის დამ განცხადება შეიტანა პოლიციაში ნათესავის დაკარგვის შესახებ.ანკა პოპის გვამი დაივერებმა იპოვეს.


მისტიური ის ფაქტი, რომ მომღერლის უკანასკნელი ფოტო მდინარე დუნაის ფონზეა გადაღებული, ისიც აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში კინაღამ დაიხრჩო ამავე მდინარეში.

image


ანკა პოპი 1987 წელს ოჯახთან ერთად კანადაში გადასახლდა, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა.თანამშრომლობდა გორან ბრეგოვიჩთან, დაწერა ორი სიმღერა მისი ალბომისთვის "Champagne for Gypsies", 2017 წელს იაპონიაში ჩაწერა სადებიუტო ალბომი "Anca Pop" სადაც მისი ყველაზე ცნობილი სინგლები იყო შესული, მათ შორის «Free Love », «Super Cool», «Ring Around » და სხვები.


1
1928
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1928
  
2018, 25 დეკემბერი, 21:50
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1