x
ტრამპის "საჩუქარი" საუდის არაბეთს? - რა სავარაუდო გარიგება შედგა ტრამპსა და ერდოღანს შორის?

image

ვის ხელში დარჩება სირია? ვინ შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ამერიკული სამხედროების გამოსვლის შემდეგ რეგიონში გაჩნდება? არის აზრი, რომ სამხედროების გამოსვლა ნაკლებ მნიშვნელოვანია და ბაშარ ასადის მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლის შედეგად მაინც შესაძლებელია მისი ხელისუფლების შეცვლა და ამით დასავლეთის ქვეყნების მიერ დასახული მიზნის მიღწევა, მაგრამ აქაც ჩნდება დამატებითი კითხვა - წლების განმავლობაში ამერიკა აფინანსებდა სირიის ოპოზიციას როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო მიმართულებით, ამას თან ერთოდა საერთაშორისო ზეწოლა ასადსა და მის მხარდამჭერ რუსეთზე, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ დადგა, მაშინ ამერიკელი სამხედროების გამოსვლის შემდეგ რატომ გახდება შესაძლებელი მხოლოდ დიპლომატიური გზით ასადის შეცვლა?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ ამერიკისთვის 2018 წელი როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში ქაოსით სრულდება - ამ ყველაფერს ამერიკის მთავრობის მიერ მუშაობის ნაწილობრივ შეჩერებაც ემატება (The Government Shutdown), ეს პრობლემები კი 2019 წელსაც გაგრძელდება. ქაოსის შექმნაში კი თავისი წვლილი შეაქვს "ტვიტერის პოლიტიკას", რომელშიც დონალდ ტრამპს ბადალი არ ჰყავს. მისმა ბოლო "ტვიტმა" კი კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა სირიასთან და ზოგადად, ტრამპის საგარეო პოლიტიკურ ხედვასთან დაკავშირებით.
ტრამპის მოულოდნელი "საჩუქარი" საუდის არაბეთს

"საუდის არაბეთი თანახმაა შეერთებული შტატების ნაცვლად დახარჯოს აუცილებელი თანხა სირიის აღორძინებისთვის. ხედავთ? არ არის კარგი, როცა უზარმაზარი სიმდიდრის მქონე ქვეყნები ეხმარებიან მეზობლებს აღორძინებაში დიდებული ქვეყნის, შეერთებული შტატების ნაცვლად, რომელიც 5000 მილის მანძილზე მდებარეობს. მადლობა საუდის არაბეთს?" - ასეთი განცხადება გააკეთა ტრამპმა "ტვიტერზე".

საინტერესო ის არის, რომ ამ ხმამაღალი განცხადების შემდეგ ოფიციალურ ერ-რიადს (საუდის არაბეთის დედაქალაქი) კომენტარი არ გაუკეთებია (ალბათ ფიქრობენ, როგორ შეძლონ, რომ არც მწვადი დაწვან, არც შამფური - არც ტრამპი აწყენინონ და ამ უცნაური ვალდებულებისგან თავი დაიძვრინონ). ისიც საინტერესოა, რომ შეერთებულ შტატებში ამ განცხადებაზე კომენტარი არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია. ისიც საინტერესოა, რომ კომენტარი მაშინ გაკეთდა, როცა ტრამპს საუდელ კოლეგებთან საერთოდ არ ჰქონია სატელეფონო საუბარი. წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო
1
255
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
255
  
2018, 25 დეკემბერი, 21:47
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1