x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მსოფლიოს უძველესი კალენდარი შოტლანდიურია

მსოფლიოს უძველესი კალენდარი შოტლანდიურია (დღემდე აღმოჩენილთა შორის)


არქეოლოგებმა შოტლანდიაში 2013 წელს, აბერდინის ოლქში უძველესი მთვარის კალენდარი აღმოაჩინეს. კალენდარი განეკუთვნება მეზოლითის ხანას და რამდენიმე ათასი წლით უფრო ძველია, ვიდრე მესოპოტამიური დროის საზომი, რომელიც აქამდე უძველესად მიიჩნეოდა.


არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია 12 ორმო, რომელიც მთვარის ფაზებსა და მის მდებარეობას თვეების მიხედვით იმეორებს. ორმოთა მწკრივი ასევე ემთხვევა ზამთრის შუა პერიოდის მზის ამოსვლას, რაც ბირმინჰემის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, მონადირე-შემგროვებელ საზოგადოებას, სეზონთა ცვლის დადგენის საშუალებას აძლევდა. სპეციალისტთა აზრით, უძველესი მონუმენტი დაახლოებით 10 ათასი წლის წინ შეიქმნა ანუ დაახლოებით ძვ.წ. მე-80 საუკუნეში. კვლევის შედეგები პირველად ჟურნალ "Internet Archeology"-ში გამოქვეყნდა.


უჩვეულო ორმოებს ვარენის მდელოზე პირველად 2004 წელს ძეგლებისა და შოტლანდიის ისტორიის სამეფო კომისიის მიერ წარმართული აეროფოტოგადაღებისას მიაგნეს. სწორედ ამ გადაღებებისას აღინუსხა უჩვეულო, მიწის ზედაპირზე ყოფნისას შეუმჩნეველი ჩაღრმავებები მოედანზე, რომელიც უძველესი კალენდრის ნაშთები აღმოჩნდა. (იხ. "წყარო")




ასევე დაგაინტერესებთ:

1) უძველესი პროტოცივილიზაციები

2) არიელების წარმოშობა და გავრცელება



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე

წყარო II - ჟურნალი "ისტორიანი"


1
178
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
178
  
2018, 25 დეკემბერი, 21:49
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1