x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კადაფის ვაჟის პუტინის მისამართით გაგზავნილ თხოვნაზე მოსკოვმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა
image
მოსკოვმა უპასუხა პუტინის მისამართით გამოგზავნილ კადაფის ვაჟის თხოვნას.

მოსკოვი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე არავინ არ უნდა ეთქვას უარი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის შვილის პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ.

მანამდე გავრცელდა, რომ ყოფილი ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის შვილმა, საიფ ალ-ისლამმა ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა რუსეთის ხელმძღვანელობას.

Bloomberg-ის განცხადებით, დეკემბრის დასაწყისში კადაფის ვაჟის წარმომადგენელი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილეს, მიხეილ ბოგდანოვს და მას წერილი გადასცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის გადასაცემად. ამ წერილში, ლიბიის ყოფილი ლიდერის ვაჟმა ითავის ხედვას გააცნო ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოითხოვა პოლიტიკური მხარდაჭერა.


ზოგიერთი წყაროების თანახმად, საიფ ალ-ისლამი კადაფი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს ეროვნულ არჩევნებში. გაერო გეგმავს, რომ ქვეყანაში ჩაატაროს 2019 წელს.

საიფ ალ-ისლამ კადაფი, 46 წლისაა, დაამთავრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლა. მამამისის სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო ომში აჯანყებულებმა დაიჭირეს და სასამართლოს გადასცეს, რაზეც 2011 წელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, 2017 წელს, საიფ ალ-ისლამი გაათავისუფლეს ლიბიაში მიღებული ამნისტიის შემდეგ.

ამავდროულად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო კვლავ ეძებს საიფ ალ-ისლამ ალ-კადაფის ხხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.


1
293
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
293
  
2018, 25 დეკემბერი, 21:48
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1