x
image
ირაკლი შავიძე
ლალიბელას კლდის ტაძრები
image
ეთიოპიის ჩრდილოეთში, 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ქალაქი ლალიბელა. ეს, ერთ დროს პატარა სოფელი, XII საუკუნეში იქცა ზაგვეს დინასტიის იმპერიის დედაქალაქად, სახელი ლალიბელა კი იმპერატორის პატივსაცემად დაარქვეს.image

ზაგვეს დინასტიის ტრადიციის თანახმად, იმპერატორმა ლალიბელამ რამდენიმე წელი ისრაელის მიწაზე გაატარა, ხოლო როცა 1187 წელს იერუსალიმი მუსულმანებმა დაიპყრეს, ეთიოპიელმა იმპერატორმა გადაწყვიტა თავის სამშობლოში ახალი იერუსალიმი აეშენებინა.

სწორედ ამიტომ, მრავალი ობიექტი ამ ქალაქში ბიბლიურ სახელწოდებებს ატარებს: სინაი, გოლგოთა, ზეთისხილის მთა, მდინარეს კი იორდანე ჰქვია. ადგილობრივებს სწამთ, რომ სადღაც აქაა დამალული აღთქმის კიდობანიც.

ვულკანური ტუფის კლდეებში 20 წლის მანძილზე გამოკვეთეს 11 ეკლესია, რომლებიც ერთმანეთთან გვირაბებითაა დაკავშირებული.image
ადგილობრივი მითების თანახმად, დღისით ამ ყველაფერს ადამიანები აშენებდნენ, ღამით კი ანგელოზები. შეუძლებელია არ აღფრთოვანდე უძველეს ოსტატთა შემოქმედებით, თანამედროვე სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ მსგავსი ნაგებობების შექმნა უახლესი ტექნოლოგიების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.გაოცებას იწვევს არა მხოლოდ ნაგებობების სიდიადე, არამედ არხების სისტემაც მათ გარშემო, რომლებიც იცავენ შენობებს მთიდან დაშვებული წყლის ნაკადებისაგან წვიმების სეზონის დროს.


მესიას ტაძარი ანუ ბეტ მედხანე ალეპი მსოფლიოში ყველაზე დიდ მონოლითურ ეკლესიად ითვლება. image
აქვეა წმინდა მარიამის, გოლგოთას, სიონის მთის ულამაზესი ეკლესიები, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი წმინდა გიორგის (ბეტ გიორგის) ტაძარია. image
ის გამოკვეთილია ღრმულში, 12 მეტრის სიღრმეზე და წარმოადგენს ჯვარს, ზომით 12 X 12 მეტრი. ქვემოთ ჩასვლა მხოლოდ სპეციალური გვირაბის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი. ის იმდენად ვიწროა, რომ ორი ადამიანი გვერდს გაჭირვებით აუქცევს ერთმანეთს. image
ამ ტაძრის შექმნის ტექნოლოგია უბრალოდ გასაოცარია: XII საუკუნის მშენებლებმა კლდეში გამოკვეთეს და დაამუშავეს უზარმაზარი მონოლითი, ისეთი ოსტატობით, რომ ასწლეულების შემდეგაც კი გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს მნახველებში.

მთელი ეს კომპლექსი თითქმის შეუმჩნეველია, თუ ძალიან ახლოს არ მიხვედი, ამიტომაც საუკუნეთა მანძილზე ის ძალიან არ დაზიანებულა.image

1
185
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
185
  
2018, 25 დეკემბერი, 4:53
ფეისბუქზე გააზიარე ხოლმე შენ თვითონვე როცა დაწერ და მოგემატება ნახვები ბევრად. ჯგუფებში გააზიარე ხოლმე :)
0 1 1