x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ახალი დეტალები - რატომ მოკლეს ბიძაშვილები წავკისში, რა მოხდა რეალურად?
image


წავკისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით მორიგი ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ გარდაცვლილ ლექსო ფეიქრიშვილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თბილისში მიჰყავდა, რა დროსაც მას ავარია მოუვიდა ტაბახმელაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან.


ავარიის დროს მანქანას სარკე მოტყდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს ავარია გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი. მოკლული ბიძაშვილები ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, თუმცა ტაბახმელაში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს და მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდნენ.


შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რა დროსაც ბიძაშვილები დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ.



იგივე ინფორმაციაზე საუბრობს დაჭრილის მამა თემურ დორეულიც. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მანქანის სარკის დაზიანების გამო დაიწყო. თუმცა, აღნიშნული ინციდენტი წუხელ არ მომხდარა, დორეულის განცხადებით, დაჭრას წინ რამდენიმე დღით უსწრებდა.


„სარკე მოტყდა მანქანას და ამაზე იყო საუბარი. ჭორის დონეზე ვიცი მეც. რამდენიმე დღით ადრე იყო ეს“, - აღნიშნა დორეულმა.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხ­ლის მე­-2 ნა­წი­ლის ე ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

1
381
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
381
  
2018, 27 დეკემბერი, 2:04
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1