x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
თამბაქოს უარყოფითი მოქმედება ტყუპების მაგალითზე - ეს უნდა ნახოთ!
ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ როგორი მავნეა თამბაქო და ზოგადად ნიკოტინის გავლენა თქვენს ორგანიზმზე. თუმცა, მიუხედავად ამისა და ყველა არგუმენტისა - "გული დაგიავადდება", "კანი დროზე ადრე დაიწყებს დაბერებას", "ფილტვის კიბოს დაიმართებ", მაინც სულერთია თქვენთვის, უბრალოდ შეპყრობილი ყავხართ ამ მავნე ჩვევას. ალბათ ბევრი თქვენგანი ცდილობს თავი დააღწიოს მის მარწუხებს, მაგრამ არც თუ ისე ადვილია ამ პრობლემასთან გამკლავება. ან იქნებ "მტკიცე გადაწყვეტილება" გაკლიათ?!


image


დღევანდელ სტატიაში მინდა ნათლად დაგანახოთ ნიკოტინის მავნე გავლენა ჯანმრთელობაზე და ამას ტყუპი და-ძმის მაგალითზე ნახავთ.




1. ტყუპი დების მაგალითი, რომელთაგან მარცხენა, მუქი თმის ფერის მქონე არ ეწევა, ხოლო მარჯვენა ე.წ. ქერა- მწეველია, რაც თქვენთვისაც ადვილი შესამჩნევია. მწეველ დას ნიკოტინის აქტიურმა მოხმარებამ საგრძნობლად დაუწვრილა ეპიდერმისის კაპილარები, რის გამოც ვეღარ ხდება ჟანგბადის და ნუტრიენტების მიწოდება კანისთვის.



image






2. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ნიკოტინი კოლაგენის ზიანს იწვევს, რაც ასევე კანს ელასტიკურობას უკარგავს, ნაოჭების სწრაფი გაჩენა ხდება და კანიც ჩამოეკიდება. ისევ ტყუპი დები ამის მაგალითად. ფოტოზე წარმოდგენილი ტყუპებიდან მარცხენა 17 წლით მეტხანს ეწევა საკუთარ დაზე და შედეგსაც შეამჩნევდით ალბათ.

image





3. თამბაქოს მოწევა ასევე იწვევს სიელმესა და ე.წ. ფერიჭამელების გაჩენას. მამაკაცებში კი პირის გარშემო ნაოჭების მკაფიო რაოდენობა ვლინდება. ტყუპი ძმის მაგალითი. ფოტოდან მარჯვენა ტყუპისცალი 14 წლით მეტხანს ეწევა თავის ძმაზე.

image





4. მოწევა ასევე იწვევს C ვიტამინის ნაკლებობას, კანის გამოფიტვას და სიმშრალეს, რის გამოც იგი კარგავს ფერს და მუქდება. ფოტოზე წარმოდგენილი ტყუპი დების მაგალითი, რომელთაგან მარჯვენაზე წარმოდგენილი ტყუპისცალი 29 წელია ეწევა თამბაქოს, ხოლო მარცხენა ფოტოზე წარმოდგენილი და, არამწეველია.


image





P.S. გისურვებთ, რომ მალე მიგეღოთ "მტკიცე გადაწყვეტილება".



1
371
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
371
  
2018, 25 დეკემბერი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1