x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე სერიოზული სარკინიგზო ავარიები, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ
მატარებელი, როგორც ერთ-ერთი ფორმა ტრანსპორტირებისა, გამოიგონეს ბრიტანეშთი მე-19 საუკუნის დასაწყისში, რამაც ძალიან მალე ფართო მოხმარება ჰპოვა მრავალ ქვეყანაში და გახდა სხვა ტრანსპორტების დიდი კონკურენტი. უსაფრთხოების თვალსაზრისით, მატარებელი უკეთესი გამოსავალია ავტომობილთან და თვითმფრინავთან შედარებით, ეს ხომ ის ტრანსპორტია, რომელიც განკუთვნილ, საკუთარ რელსებზე მოძრაობს და არანაირი დაბრკოლება არ ეღობება წინ, თუმცა ამაოდ ვფიქრობთ ამგვარად, ვინაიდან მატარებლების კატასტროფებიც მრავლად ხდება და დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ უსაშინლესი შემთხვევების შესახებ მინდა გესაუბროთ, რომლებიც ისტორიაშიც შევიდა.



image





1. Elia Ayat, ეგვიპტე.


image



მატარებლის რესტორნის ვაგონში, რომელიც 2002 წელს კაეროდან ლუქსორამდე მიემგზავრებოდა, გაზის ცილინდრი აფეთქდა. აფეთქებით გამოწვეული ძლიერი ხანძარი შვიდ "ვაგონზე" გავრცელდა, მატარებელი ხალხით იყო გადაჭედილი, შედეგად მგზავრების ნაწილი დაიწვა, ნაწილი კი კვამლისგან გაიგუდა. სამწუხაროდ მგზავრთა სია არ იყო მოცემული, ამიტომ მსხვერპლის მხოლოდ 383 რაოდენობაა ცნობილი, თუმცა ის სამჯერ მეტი იყო.






2. Awash, ეთიოპია.


image

ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია 1985 წელს ეგვიპტეში დაფიქსირდა. მატარებელი 1000 მგზავრით მოძრაობდა ეთიოპიაში. აღებული სწრაფი კურსით გზად მას უნდა გადაეკვეთა მდინარის ხეობა ხიდზე, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობამ მოსახვევში გამოიწვია ბოლო 4-5 ვაგონის მოწყვეტა, რის გამოც 400 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 500-მდე კი სერიოზულად დაშავდა.







3. Torre del Bierzo, ესპანეთი.


image


1944 წლის იანვარში, ესპანეთის ისტორიაშიც შევიდა სარკინიგზო ავარია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე საშინელი. 12 "ვაგონიანი" სატვირთო მატარებელი, რომელსაც მუხრუჭმა უმტყუნა, შეეჯახა სამგზავრო მატარებელს გვირაბში, რამაც ძალიან დიდი აფეთქება გამოიწვია და შემთხვევის ადგილზე 500 ადამიანი დაიღუპა. სამწუხაროდ რელსების დამთხვევის შესახებ მემანქანეებს დროულად ვერ აცნობეს, სწორედ ეს გახდა კატასტროფის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.






4. Balvano, იტალია.


image


1944 წელს იტალიაშიც მოხდა უსაშინლესი ავარია. კატასტროფის მიზეზი დაბალხარისხიანი ქვანახშირი გახდა. მგზავრებით დატვირთულ მატარებელს დაბალხარისხიანმა ქვანახშირმა გადასაადგილებლად ვერ მიაწოდა საჭირო ენერგია, რამაც გამოიწვია მისი გაჩერება პირდაპირ გვირაბში და მგზავრების უდიდესი ნაწილი ( 520 კაცი ) მოწამვლით გარდაიცვალა. გადარჩა მხოლოდ ის ნაწილი მგზავრებისა, რომელთა "ვაგონი" გვირაბში არ იმყოფებოდა.






5. Ufa.


image


1989 წლის 4 ივნისს მომხდარი კატასტროფა, როგორც რუსეთის, ასევე მთელი საბჭოთა კავშირის ისტორიაში შევიდა. შემთხვევა მოხდა ქალაქ Asha-ში, Ufa-სთან 50 კილომეტრში. ორმა, საპირისპიროდ მიმავალმა მატარებელმა ელვის სისწრაფით ჩაუქროლა ერთმანეთს, რელსებზე ხახუნმა კი გამოიწვია ცეცხლის ნაპერწკალი, რომელიც მოხვდა მატარებლის გაზიან "ტურბინას" და გამოიწვია მისი აფეთქება. 37 ვაგონი სრულიად განადგურდა, 7 – დანახშირებამდე ადგილზე დაიწვა, დაშავდა 1000 ადამიანი, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობა კი მერყეობდა 575-625 - მდე.





6. Guadalajara, მექსიკა.


image


მექსიკის ისტორიაშიც შევიდა 1915 წლის იანვარში მომხდარი კატასტროფა, როდესაც მაქსიმალურად დატვირთული მატარებელი ცივ ზამთარში მიემგზავრებოდა გვადალაჯარიდან კოლიმამდე. "ბორტზე" ასევე იმყოფებოდნენ მექსიკის ერთ–ერთი რევოლუციონერი და ვენესუელის პრეზიდენტი Carranza. მგზავრთა რაოდენობა იყო იმდენად დიდი, რომ მატარებლის სახურავითაც მგზავრობდა ბევრი. ციცაბო დაღმართზე მატარებელს დიდი დატვირთვის გამო მუხრუჭებმა უმტყუნა, რამაც გამოიწვია მისი ხევში გადაჩეხვა. 900 მგზავრიდან 600 დაიღუპა.






7. Bihar, ინდოეთი.


image



საშინელი კატასტროფა დაფიქსირდა ასევე ინდოეთის ისტორიაში. მატარებელი ქარიშხლიან ამინდში მიემგზავრებოდა მანსიდან სახარში. გზად დამტყდარმა ქარიშხლიანმა ციკლონმა და ასევე ციცაბო დაღმართზე არგამართლებულმა მუხრუჭებმა გამოიწვია მისი რელსებიდან გადასვლა და ხიდიდან მდინარეში გადავარდნა. მსხვერპლის რაოდენობა 800-მდე დაფიქსირდა, თუმცა სინამდვილეში რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, გვამების უმეტესი ნაწილი მდინარის ტორენტებმა გარეცხა და ვერ ამოიცნეს.








8. მატარებელი Peral-ი.


image


ეს არის ყველაზე სიკვდილიანი სარკინიგზო ავარია მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც მოხდა არასწორ ადგილას, არასწორ დროს. 2004 წლის 26 დეკემბერს თავს დამტყდარმა ცუნამმა გაანადგურა ინდონეზია, შრი-ლანკა, ინდოეთი და ინდოეთის ოკეანის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნები, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 300, 000 კაცი იყო. სწორედ ამ დროს მოხდა კატასტროფა მატარებლისა, სახელწოდებით "ზღვის დედოფალი", სადაც 1700 კაცი დაიღუპა და ეს ითვლება ყველაზე ტრაგიკულ, ბუნებრივ კატასტროფად კაცობრიობის ისტორიაში.



0
133
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0