x
image
natia.a
დააკვირდით ფოტოებს - "სენი", რომელმაც მსოფლიო დააავადა
image

თანამედროვე საზოგადოებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კანონები დღეს უკვე საკუთარ წესებს გვთავაზობს და ხშირ შემთხვევაში გვკარნახობს ამა თუ იმ საქციელს. სოციალური ქსელების მნიშვნელობა დაუჯერებელი სისწრაფით იზრდება და ახლა ადამიანზე მეტად, სოციალურ ქსელში მისი ანგარიში ფასობს. სწორედ ამიტომ, მომხმარებლები ყველაფერზე მიდიან იმისათვის, რომ თავიანთ პროფილზე ხელმომწერთა რიცხვი გაზარდონ. ბევრი მათგანი არაფერზე იხევს უკან და მზადაა კამერის წინ გაშიშვლდეს კიდეც, ოღონდ კი ფოტოს "ლაიქები" მოემატოს...

სწორედ თანამედროვე საზოგადოების ამ სენს ეძღვნება იტალიელი მხატვრის, მარკო ონოფრის ფოტოების სერია, სახელწოდებით "ხელმომწერები". 14 ფოტოსგან შექმნილ ფოტოპროექტში ავტორი გვიყვება, როგორ გამოიყურება სინამდვილეში თანამედროვე მოდელების ამგვარი ეგზიბიციონიზმი და ხაზს უსვამს დღევანდელი სამყაროს ამგვარ მანკიერებას.

image


ერთი შეხედვით, ფოტოები არცთუ ისე ადვილი გასაშიფრია: მათში წარმოდგენილი სცენები ერთდროულად არეული და დამაინტრიგებელია და, ავტორის აზრით, ასახავს სცენარებს, რომლებიც ყოველდღიურად ვითარდება სოციალურ ქსელებში. "ხელმომწერები" ერთგვარი კომენტარია იმაზე, თუ როგორ აზიარებენ მომხმარებლები თავიანთ ინტიმურ ფოტოებსა და მომენტებს და ნაკლებად თუ წარმოუდგენიათ (ან იქნებ წარმოუდგენიათ კიდეც!), თუ ვინ შეიძლება ეს ყველაფერი ნახოს.
imageimageimage

თითოეული ფოტოს ცენტრშია შიშველი მოდელი, რომელზეც მიშტერებულია სრულიად სხვადასხვა ასაკობრივი და სქესობრივი ადამიანების ჯგუფი.


პროექტზე მუშაობა ერთი წელი მიმდინარეობდა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ჩეზენაში. თითოეული ფოტოსათვის სესია გრძელდებოდა 2 საათი. მასში წარმოდგენილი ადამიანები შერჩეული იქნენ ინტერნეტის საშუალებით. მათ სთხოვეს, რომ ფოტოსესიაზე მოსულიყვნენ სწორედ იმ ტანსაცმლით, რომელიც ეცვათ მაშინ, როცა ფეისბუქზე გაგზავნილ პროექტში მონაწილეობის თხოვნას უპასუხეს. ხოლო მოდელებს, რომლებიც ასევე სხვადასხვანი არიან ფოტოებზე, სესიაზე სთხოვეს, იგივე პოზა დაეჭირათ, რაც თავიანთ ფეისბუქის გვერდზე ბოლოს განთავსებულ სურათზე ჰქონდათ.

მოდით, უბრალოდ დავათვალიეროთ ფოტოები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას გვეუბნება ავტორი...

(ცხადია, ორიგინალში პატარა გულების სახით ჩადგმულ ცენზურას ადგილი არა აქვს).


imageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


ასევე დაგაინტერესებთ:


1. "შიშველი" კაბები - 10 ყველაზე "ღია" სამოსი კინოს ისტორიაშიimage


2. ცნობილი ფილმები, რომლებშიც "საწოლის" სცენები ბუნებრივია - როგორ იღებდნენ მათimage


3. ყოველთვის გვეგონა, რომ ეს ფოტოები მონროსი იყო, მაგრამ ვცდებოდით! - დაუჯერებელი სიმართლეimage

4. როგორ იღებენ სასიყვარულო სცენებს ფილმებში - რა იმალება კადრს მიღმაimage


5. როგორ გავარჩიოთ იაპონელი, კორეელი და ჩინელი - ტესტიimage


6. სატირული პოლიტიკური პლაკატები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკაimage


7. პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკაimage







1
6936
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6936
  
2018, 25 დეკემბერი, 1:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1