x
image
alex999
Mediator image
"მეფე" ლომის რეალური ისტორია, რომელიც საბჭოთა ეპოქას კიდევ დიდხანს ემახსოვრება!

რათქმაუნდა კარგია, როდესაც რომელიმე ცხოველს მოიშინაურებთ, თუმცა სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად უნდა დაფიქრდეთ ყველაფერზე. უნდა გაითვალისწინოთ ძალიან ბევრი ფაქტორი, რათა თქვენს მიერ მოშინაურებული ცხოველი უსაფრთხოდ იყოს.


image







ლევი და ნინა ბერბეროვის წყვილი, საბჭოთა პერიოდში ბაქოში ცხოვრობდნენ.

image


წყვილს ორი შვილი ჰყავდა - ვაჟიშვილი რომა და ქალიშვილი ჰავა. ოჯახს ძალიან უყვარდა ცხოველები, მათ თუთიყუშიდან, ძაღლამდე რამოდენიმე ცხოველი ჰყავდათ მოშინაურებული. ერთ დღესაც მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს. ზოოპარკიდან დედისგან გარიყული, ლომის ბელი მოიშინაურეს, რომელიც ავად იყო.




"მეფე" ლომი შეარქვეს!


image


ოჯახი ძალიან პატარა სახლში ცხოვრობდა. "მეფესთან" ერთად ცხოვრების რიტმს მიყვებოდნენ, მათ მოახერხეს სიკვდილის პირას მყოფ ბელის გამოჯანმრთელება. თათებზე ყოველდღიურად მასაჟს უკეთებდნენ, საკვებს თვითონ იკლებდნენ, მაგრამ "მეფეს" არაფერს მოაკლებდნენ... მოკლედ რომ ვთქვათ უვლიდნენ, როგორც პატარა ბავშვს. როდესაც "მეფე" გაიზარდა, ის უკვე ნინას გვერდით იწვა და ლევზეც ეჭვიანობდა, მას ლოგინიდან აგდებდა. "მგონი ჩემს ქმარზე ეჭვიანობს" - ნინა ბერბეროვი




მალე "მეფე" საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული ლომი გახდა!

image


დაიწერა უამრავი სტატია... მიწვეულ იქნა ტელევიზიაში და ა.შ... "მეფის" პოპულარულობა დღითი-დღე იზრდებოდა. ერთ დღესაც ის ფილმში მონაწილეობისთვის მიიწვიეს. “Lion Left House”, “A Boy, A Girl, and A Lion” და ”The Unbelievable Adventures of Italians in Russia” -სახელწოდების ფილმებში მიიღო მონაწილეობა მეფემ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა უკანასკნელ როლში არასასიამოვნო მოვლენა განხორციელდა...




"მეფეს" ამ ფილმში თათებით ერთ-ერთი მსახიობის ძირს დაგდება ჰქონდა შესწავლილი...

image


გადაღების დაწყებმადე, უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული, მონაწილეების გარდა არავის ჰქონდა გადაღების სცენასთან მიახლოვების უფლება. თუმცა ვალენტინ მარკოვმა ჩუმად მოახერხა ლომთან მისვლა და მის წინ დაიწყო ხტუნვა, რათა ლომის ყურადღება მიეპყრო. "მეფემ" მარკოვი მალევე შენიშნა და თავის ოთახიდან გამოვარდა, ეცა მარკოვს და ის ძირს დაანარცხა... ამ ფაქტის მომსწრენს პანიკა დაეუფლათ, დახმარება ითხოვეს, რასაც ერთ-ერთი პოლიციელის რეაგირება მოჰყვა, მან ცეცხლსასროლი იარაღი ლომზე დაცალა. ჩვენი გმირი, "მეფე" ლომი ადგილზე დაიღუპა. რაც შეეხება ვალენტინ მარკოვს, მას მხოლოდ უმნიშვნელო ნაკაწრი ჰქონდა მკლავზე, რადგან "მეფეს" მასთან მხოლოდ თამაში სურდა!





ამ მოვლენამ ბერბეროვების ოჯახზე ძლიერად იმოქმედა...

image


ფილმებიდან ოჯახმა "მეფის" საშუალებით სოლიდური შემოსავალი მიიღო. მის არ ყოფნაში ოჯახი დეპრესიამ მოიცვა. მათი ლეკვი, ჩაპი "მეფეს" დღეების განმავლობაში ეძებდა, თუმცა როდესაც მის არყოფნაში დარწმუნდა, გულის შეტებით დაიღუპა - რაც ვეტერინარმა დაადასურა. გარდა ამისა, ბავშვებიც ყოველ ღამით ტიროდნენ - "დაგვიბრუნდი მეფევ, სად ხარ"... ოჯახი დეპრესიამ მოიცვა...





ლევ ბერბეროვმა გადაწყვიტა ახალი ლომის შეძენა

image


მისი მეუღლე ნინა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, რადგან ის თვლიდა, რომ "მეფის" მსგავსი ლომი მეორედ ვეღარ იარსებებდა დედამიწაზე, თუმცა მას არავინ დაუჯერა.





ახალ ლომსაც "მეფე" შეარქვეს!

image


"მეფე 2" ოჯახს მალევე შეეწყო. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად იყო, ნინა ხვდებოდა, რომ ის ახალი ლომის შესახებ ცდებოდა, თუმცა რეალურად ის ნამდვილ "მეფისგან" განსხვავდებოდა. 1978 წელს ლევ ბერბეროვი გარდაიცვალა. ეს ოჯახისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა, "მეფე 2" ყველგან ლევს ეძებდა, ცოტა აგრესიაც შეემატა, რაც მისი წინამორბედისგან შედარებით ისედაც არ აკლდა. ოჯახმა გადაწყვიტა "მეფე 2 " - ის ზოოპარკში ჩაბარება, თუმცა ვერ მოახერხეს, 1980 წლის ნოემბრამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა...





ერთ დღეს, როდესაც ნინა სახლში დაბრუნდა, მან შენიშნა უცნაური სუნი.

image

აივანზე ასვლისას მან ნახა, თუ როგორ ჰყავდათ ალკოჰოლიკ მეზობლებს "მეფე 2" გალიაში გამომწყვდეული და გარშემო ცეცხლი ჰქონდათ ანთებული. ნინამ მეფე უმალვე დაიხსნა, შეიყვანა სახლში და მეზობლებიც გაყარა. დაიწყო ლომისთვის საკვების მომზადება, ამ დროს სახლში დაბრუნდა მისი ვაჟი რომა, რომელიც უკვე 14 წლის იყო. უეცრად, "მეფე" ნინას მივარდა, რომამ სცადა მათი გაშველება, თუმცა ლომის თათი ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი წარმოიდგენდნენ... ამ ტრაგიკული დღის ბოლოს რომა გარდაიცვალა. ნინა გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო "მეფე 2" პოლიციამ მოკლა. ლამაზად დაწყებული "მეფე" ლომის ისტორია, ტრაგიკულად დასრულდა. ნინა დიდხანს გონს ვერ მოვიდა, საბოლოოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.





ეს უბრალოდ ყველა ადამიანისთვის გაკვეთილი აღმოჩნდა!

image

რით განსხვავდებოდნენ "მეფე" და "მეფე 2"?


"პირველ მეფემ იცოდა ყველაფერი ჩვენს შესახებ... მან იცოდა თუ როგორ ვუკეთებდით მასაჟს ყოველდღე თათებზე, არ ავიწყდებოდა, თუ როგორ ვკვებავდით მას... ის მადლიერი იყო ჩვენი, რათა ჩვენ ვაჩუქეთ სიცოცხლე მას!"


"მეორე მეფე ჩვენს მიერ არ იყო გადარჩენილი, ის ისედაც კარგად იყო, მას არ დასჭირვებია თათებზე მასაჟი და პატრონობა, რადგან მას დედა ისედაც პატრონობდა. ამიტომ ის უფრო მეტს თხოულობდა, ვიდრე ნამდვილი "მეფე"!


ამიტომ მეგობრებო! სანამ მოიშინაურებთ ცხოველს, მანამდე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მნიშვნელოვან დეტალებს, შეისწავლეთ ცხოველის ცხოვრება და მცირე ისტორია!


image















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


დედა თუ შვილი - ყველაზე რთული არჩევანი, რომლის გაკეთება ამ მამაკაცს მოუწია!

უკანასკნელი ფოტოები, რომლებიც გვიმტკიცებენ რომ სიცოცხლეს გარანტია არ აქვს!

საქართველოს მთავრობავ, შეუწყვიტეთ ჩვენი ფულით დაფინანსება ამ ლიბერასტ ალქაჯს! - გიორგი გიგაური

როგორ ვუმკურნალოთ ყელის ტკივილის სახლის პირობებში?

პანიკაში არიან “შტაბკვარწირაში” და იმ “სკაიპასაც” ატყუებენ…” - გიორგი ყუფარაძე


1
489
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
489
  
2018, 28 დეკემბერი, 22:57
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1