x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მღვდელმა მრევლს თხოვნით მიმართა უყიდონ მანქანა,მაცივარი და ნოუთბუქი
image

ახლადგამომცხვარმა მღვდელმა ქალაქ ბოლოტნოედან ნოვოსიბირსკის ოლქი თხოვნით მიმართა საკუთარ მრევლს ეყიდათ მისთვის ავტომობილი, მაცივარი და ნოუთბუქი.


მღვდელი ანდრეი კრაშენინიკოვი, 2018 წლის მარტის თვიდან გახდა ქალაქ ბოლოტნოეს ეკლესიის წინამძღოლი და მაშინვე მრევლს დაჟინებით მოთხოვა მატერიალური დახმარება, მამაოს განცხადებით, იგი ამ მომენტში მძიმე ფინანსურ გაჭირვებაში იმყოფებოდა, მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ფული იმისთვის, რომ გადმოეყვანა საკუთარი ოჯახი ბოლოტნოეში.

image


შემდგომ "მადა ჭამაში მოდისო"მღვდელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასწრაფოდ სჭირდება ბავშვის საწოლი, საბავშვო ეტლი, მაცივარი, ნოუთბუქი, ველოსიპედი, ავტომობილი.


თან ტრაბახობდა iPhone XR-ით, რომელიც მას აჩუქეს.ამასთანავე მღვდელს თავის გასამართლებლად მოჰყავდა ციტატები ბიბლიიდან-""ითხოვეთ და მოგეცემათ"(მათეს სახარება თავი7/7).



მრევლისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, როდესაც მღვდელმა ითხოვა დაეფინანსებინათ მისთვის ავტოსკოლა მართვის მოწმობის ასაღებად.მას შესთავაზეს ემუშავა მეორე სამსახურში, ან აეღო კრედიტი, თუმცა მღვდელმა ისევ ბიბლიით უპასუხა:"ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ"(ლუკა. 6/ 37), ამასთანავე როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაომ უცენზურო სიტყვებიც არ დაიშურა.

image


მომხდარი ამბით დაინტერესდა ისკიტიმსკის ეპარქიალური სამმართველო, რომელსაც ეკუთვნის ის ტერიტორია, სადაც მღვდელი ატარებს მსახურებას, როგორც ისკიტიმსკის და ჩერეპანოვსკის ეპისკოპოსმა ლუკამ განაცხადა, დაწყებული დისციპლინებური შემოწმება, "კრაშენინიკოვის საქციელი არის მიუღებელი და არღვევს სამწყსო ეთიკას"-ციტირებს გამოცემა news.ru ეპისკოპოსის განაცხადს.


ასევე დაგაინტერესებთ



აღმოსავლეთ ევროპაში რელიგიური უმცირესობების დამოკიდებულება უკავშირდება ეროვნულ იდენტობას სხვადასხვა კონცეფციებთან. როდესაც ისინი საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში იყვნენ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად არ დაუშვა საზოგადოებაში რელიგიური მანიფესტი(ანუ კონკრეტული კონფესიების ოფიციალურ რელი...


კალიფორნიაში ორმა მონაზონმა მიითვისა ნახევარი მილიონი დოლარი, რომ ლას-ვეგასის კაზიონებში ეთამაშათ და საზღვარგარეთ ემოგზაურათ. როგორც ირკვევა, ორი მონაზონი წლების განმავლობაში ძარცვავდა ტორანსეს წმ.იაკობის სახელობის კათოლიკურ სკოლას, თანხები სკოლაში ძირითადად შემოწირულობის სახით შედიოდა, რომელიც ბავშვები...


ვატიკანის ახალმა დოკუმენტმა, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, დაბნეულობა და შოკი გამოიწვია მრევლის იმ ნაწილში, რომლებიც ქალწულობას ინახავენ. დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელი არაა, გოგონამ ქალწულობა შეინახოს, გამოდის, ზოგიერთმა ქალმა ცხოვრება ისე არ განვლო, როგორც სწამდა და ...


ზიმბაბვეში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა პასტორი მეუღლესთან ერთად, რომლებიც "სამოთხის ბილეთებს" ყიდდნენ. პასტორმა ტიტ ვატსმა მრევლს განუცხადა, რომ გამოეცხადა იესო ქრისტე და განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანებისთვის "სუფთა ოქროსგან დამზადებული სამოთხის ბილეთები გადასცა. მღვდელმა დაკავების

0
350
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0