x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცებში ხშირი მასტურბაცია დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე

image ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით თუ მამაკაცი ხშირად მასტურბირებს, ეს დადებითად აისახება მის ჯანმრთეელობაზე-მცირდება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გაჩენის საშიშროება.
საუბარია მამაკაცებზე, რომლებიც თვეში 21-ჯერ მაინც მასტურბირებენ.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი მკვლევარების დასკვნა გამოაქვეყნა ჟურნალმა "European Urology".
გამოკვლევაში მონაწილეობას იღებდა 30 ათასამდე ადამიანი. მოხალისეები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ გამოკვლევაში, მკვლევარებს დაწვრილებით უყვებოდნენ თუ რა სიხშირით მიმართავდნენ მასტურბაციას.
მეცნიერები 18 წლის მანძილზე ახდენდნენ დაკვირვებას და მის საფუძველზე კვლევას. ამ კვლევების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მამაკაცები, რომლებიც ხშირად მიმართავდნენ მასტურბაციას, პრაქტიკულად არ დაავადებულან წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნით. აღნიშნული სიმსივნე საკმაოდ ხშირია 20-45 წლის მამაკაცებს შორის.
მეცნიერების კვლევებით ასევე დადგინდა, რომ მასტურბაცია ხსნის სტრესს.
მეცნიერებს არ ჩაუტარებიათ კვლევები, თუ როგორი შედეგი ექნებოდა მამაკაცის და ქალის ხშირ სქესობრივ კავშირს.
მკვლევარები მამაკაცებს ურჩევენ ხშირ მასტურბაციასთან ერთად შეარჩიონ კვების სწორი რაციონი, მიიღონ ნაკლებას ცხიმიანი პროდუქტები, ასევე მიიღონ იზოფლავინითთა და ლიკოპინით მდიდარი საკვები პროდუქტები.
და ბოლოს-სავალდებულო არაა მაინცდამაინც დაკავდეთ მასტურბაციით, თუ გყავთ მეუღლე ან პარტნიორი ქალი, შეგიძლიათ მათთან დაკავდეთ ჯანსაღი სექსით, რაც შეიძლება ხშირად, ბუნებრივია ურთიერთშეთანხმებით.


0
305
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0