x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დიდი ქურდული შეკრება სომხეთში
image
ამ დღეებში სომხეთში დიდი რაოდენობით იმყოფებოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა უმეტესობა რუსეთიდან არის. - წერს გაზეთი "Грапарак"-ი.

ისინი ჩავიდნენ ერევანში, რათა მონაწილეობა მიიღონ არმენ კანევსკის{ იგივე არმენ არუთინიანი) გარდაცვალებიდან ერთი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში- წერს გაზეთი.

გაზეთი შეგვაახსენებს, რომ შარშანა ამ დროსაც სომხეთში რამდენიმე ათეული კრიმინალური ავტორიტეტი ჩავიდა.

"რევოლუციის შემდეგაც კი არ დაირღვა ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელიწადი შეიძლება გამონაკლისი ყოფილიყო ან საქმე გართულებულიყო, არმენ კანევსკის ძმა არტემი 17 ოქტომბერს გირაოს 20 მილიონი დრამის (42, 000 დოლარი) სანაცვლოდ რომ არ გაეთავისუფლებინათ. - წერს გაზეთი.


არტემს ბრალი წაყენებული ქონდა ყალბი პასპორტის გამო.

ორი დღის განმავლობაში, ელიტარული გასართობი ცენტრების და ქალაქის ძვირადღირებულ სასტუმროებში მოძრაობდნენ მანქანები, რომლებიც ემსახურებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს. - წერს გაზეთი.

კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა მოინახულეს არმენ კანევსკის საფლავი და შემდგომ დაესწრნენ ვახშამს რესტორან "სან-ლაზაროში, " როგორც გასულ წელს.

გაზეთის ცნობით, შეხვედრას დაახლოებით 900 ადამიანი დაესწრო, მათ შორის 10 კანონიერი ქურდი. ისინი დარჩნენ ქალაქის ძვირადღირებულ სასტუმროებში - "იმპერიალში" და "მარიოტში".

სომხეთის პოლიციამ კომენტარი გააკეთა "კანონიერი ქურდების" შესახებ

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს არმენ კანევსკი გაასამართლეს ყუბანელი ბიზნესმენ სურენ ეგიაზაროვის და მისი ორი ნაცნობის მკვლელობის გამო, რომელიც მოხდა 2007 წელს .

2006 წლის შემოდგომაზე კანონიერმა ქურდმა შესთავაზა ეგიაზაროვს, კონიაკის ქარხნის პატრონაჟი თვეში 30 ათას დოლარად. პირველი გადადის შემდეგ ბიზნესმენმა უარი უთხრა ავტორიტეტს, რის გამოც მოკლეს. კხანონიერი ქურდი" 2010 წლის დეკემბერში გარდაიცვალა ასტრახანის რაიონის საავადმყოფოში დიაბეტის გამო.



0
1330
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0