x
image
პროფესორი
ცნობილი ადმიანების გამონათქვამები და შეფასებები სტალინის პიროვნების მიმართ

image


გთავაზობთ ცნობილი ადმიანების გამონათქვამებს და შეფასებას სტალინის პიროვნების მიმართ.

უინსტონ ჩერჩილი:
„მე ჩავედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდ რევოლუციონერსა და ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარს… მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც, არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მსოფლიოს გადაუარა“.

„...ბატონებო! თუ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით გამოჩენილ პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. ის იყო ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, რომელსაც მეც კი, აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას“.

"სტალინი იყო
არაბუნებრივი ენერგიისა და უდრეკი ნებისყოფის ადამიანი, მკვეთრი, მტკიცე,
დიალოგში დაუნდობელი, რომელსაც თვით მე, ბრიტანეთის პარლამენტში
გამოზრდილი პიროვნებაც კი ვერაფერს ვუპირისპირებდი."

„...ის იყო ყველაზე რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს, იგი უჩვეულო და რთული პიოროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, და გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად გვიწოდებდა იმპერიალისტებს, გვებრძოლა იმპერიალისტების წინააღმდეგ. სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია. რაც არ უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს!"

ფრანკლინ დელანო რუზველტი:
„...მასთან მუშობა დიდი სიამოვნებაა. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს და ამ საკითხიდან არც აქეთ და არც იქით არ იხრება... მომავლისა და აწმყოს საკითხების განსახილველად, სურვილი მაქვს, შევხვდე თანამედროვეობის დიდ ადამიანს — სტალინს, რაც აქამდე ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ მაინც შევხვდებით ერთმანეთს“.

შარლ დე გოლი:
„...სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა, და არა მხოლოდ რუსეთში. შეეძლო მტრების „მოთვინიერება“, მისთვის უცხო იყო პანიკა — დამარცხებისას, და ნეტარება — გამარჯვებისას. გამარჯვებები კი მას დამარცხებებზე გაცილებით მეტი ჰქონდა. სტალინური რუსეთი მონარქიასთან ერთად დაღუპული წინანდელი რუსეთი არ არის, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეულ მემკვიდრეთა გარეშე განწირულია“.

ავერელ ჰარიმანი:
„ისინი, ვინც სტალინს პირადად არ იცნობდნენ, მასში მხოლოდ ტირანს ხედავენ. მე კი მეორე მხარეც მინახავს — მისი გონება, დეტალების ფანტასტიკური აღქმის ნიჭი, მისი გამჭრიახობა და განსაცვიფრებელი ადამიანური ყურადღება, რისი გამოჩენის უნარიც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ომის წლებში, ჩემი აზრით, ის უფრო უკეთ იყო ინფორმირებული, ვიდრე რუზველტი და საქმის ვითარებას უფრო რეალისტურად უყურებდა, ვიდრე ჩერჩილი. გარკვეული თვალსაზრისით ომის ლიდერებს შორის ის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის სტალინი ყველაზე უფრო შეუცნობელი და წინააღმდეგობრივი ხასიათის პიროვნებად რჩება მათ შორის, ვინც კი ოდესმე მცნობია და მასზე საბოლოო სიტყვა ისტორიის სამსჯავროს უნდა დავუტოვოთ“.

კორდელ ჰალი (ინგლ. Cordell Hull) — ამერიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1933–1944 წლებში. ნობელის პრემიის 1945 წლის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში:
„სტალინი გასაოცარი პიროვნებაა, იგი დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ნიჭითა და გონებით, აგრეთვე, პრაქტიკული საკითხების არსთა წვდომის იშვიათი უნარით. რუზველტსა და ჩერჩილთან ერთად იგი იმ ლიდერთაგანია, რომელთაც მხრებზე აწევთ იმგვარი პასუხისმგებლობა, რომლის მსგავსიც, სავარაუდოდ, არცერთ ადამიანს არ დაეკისრება მომდევნო ხუთი საუკუნის განმავლობაში“.

ჰენრი კისინჯერი — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973–1977 წლებში. ნობელის პრემიის 1973 წლის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში:
„სტალინი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სხვა ლიდერი, მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას და სწორედ იმ ურყევი რწმენით, რომ იგი იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ეროვნულ ინტერესებს. ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადი ინტერესების ტვირთით.

ჯორჯ ბერნარდ შოუ
1931 წელს, საბჭოთა კავშირის მონახულებისა და სტალინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა: „მე ვტოვებ იმედის სახელმწიფოს და ვბრუნდები ჩვენს დასავლეთის ქვეყნებში — ქვეყნებში უიმედობისა და სასოწარკვეთის“; „ჩემთვის, მოხუცებული ადამიანისთვის, დიდი ნუგეშია იმის ცოდნა, რომ მსოფლიო ცივილიზაციას დაღუპვა აღარ ემუქრება... აქ, რუსეთში ყოფნისას, დავრწმუნდი, რომ ახალ კომუნისტურ სისტემას ძალა შესწევს კაცობრიობა გამოიყვანოს თანამედროვე კრიზისიდან და იხსნას იგი სრული ანარქიისა და განადგურებისგან“ — ასე ემშვიდობებოდა გამოჩენილი დრამატურგი საბჭოთა ქვეყანას. მომდევნო დღეს, ბერლინში ჩასვლისთანავე, ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან თქვა: „სტალინი — მეტად სასიამოვნო ადამიანი და მუშათა კლასის ნამდვილი წინამძღოლია“, „სტალინი — გიგანტია, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოების სხვა ლიდერები მასთან შედარებით პიგმეები არიან“. 1941 წლის ივნისში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან (1939 წლის სექტემბერი) თითქმის ორ წელიწადში ფაშისტური გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ იგი იტყვის: „...ახლა, როცა სტალინი ჩვენს მხარესაა, ჩვენ ომს აუცილებლად მოვიგებთ“.

ლევ ტროცკი — XX საუკუნის რევოლუციური მოღვაწე, მარქსიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობის ტროცკიზმის იდეოლოგი, კომინტერნის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეოლოგი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი, საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–26):
„სტალინი ჩემთვის ყოველთვის უსიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იგი გამოირჩეოდა ვიწრო ინტერესებით, ემპირიზმით, ფსიქოლოგიური სისასტიკითა და განსაკუთრებული პროვინციული ცინიზმით, და კიდევ იყო კომპლექსიანი, უკულტურო, უხეში და ბოღმა“.

„მუსოლინიმ და ჰიტლერმა თავიანთი ბრძოლა დემოკრატიის პირობებში დაიწყეს. ისინი უშუალოდ უპირისპირდებოდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს. მათი ურთიერთშორის დაპირისპირება და კამათი თანაბარუფლებიანობის პირობებში მიმდინარეობდა. მსგავსი არაფერი ყოფილა სტალინის ხელისუფლებისკენ აღმასვლის ისტორიაში. მუსოლინი — ღია სარბიელზე, გახსნილ არენაზე მიმდინარე უწყვეტი იმპროვიზაციაა. მუსოლინი და მისი თანამოაზრეები ბოლშევიკებს ბაძავდნენ, თუმცა პირდაპირ საწინააღმდეგო მიმართულებით. ჰიტლერი ყოველთვის საკუთარ გენიალობაზე ლაპარაკობს. სტალინი კი სხვებს აიძულებს მის გენიალობაზე ილაპარაკონ. სტალინი, როგორც ჰიტლერი და როგორც მუსოლინი თავიანთი ზნეობრივი ბუნებით ცინიკოსები არიან. ისინი ადამიანებში მხოლოდ უარყოფითს ხედავენ. ამაშია მათი რეალიზმი“.

„იმისთვის რომ აღორძინების ეპოქის ზეადამიანს ჩამოჰგავდეს, სტალინს არ ყოფნის არც ფერები, არც პიროვნულობა, არც გაქანება, არც საზრიანობა, არც ახირებული დიდსულოვნება. ადრეულ ახალგაზრდობაში, მას შემდეგ, რაც ცუდი სწავლისა და არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების გამო იძულებული აღმოჩნდა მიეტოვებინა სემინარია, ერთხანს ტფილისის ობსერვატორიაში ბუღალტრად მსახურობდა. უცნობი დარჩა თუ რამდენად კარგად უძღვებოდა იგი ობსერვატორიის ბუღალტერიას, თუმცა ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშიანობა მან ადამიანებთან ურთიერთობასა და პოლიტიკაში შემოიღო. მისი პატივმოყვარეობა, ისევე, როგორც მისი სიძულვილი მკაცრ გათვლას ემორჩილება. აღორძინების ეპოქის ადამიანები გამბედავები, თამამები და მოურიდებლებიც კი იყვნენ, სტალინი — ფრთხილია. ის ხანგრძლივად, მანამდე ინახავს თავის სიძულვილს, ვიდრე ლექად არ გადაიქცევა. მის შურისძიებას ასეთი უზარმაზარი გაქანება იმიტომ აქვს, რომ იგი არა მიწაზე, არამედ მმართველობით აპარატებს შორის ყველაზე უფრო გრანდიოზული აპარატის სათავეში დგას. აპარატს კი იგი იმიტომ დაეუფლა, რომ უცვლელად მისი ერთგული იყო. იგი ღალატობდა პარტიასაც, სახელმწიფოსაც, პროგრამასაც, მაგრამ არა ბიუროკრატიას“.

ნიკოლაი ბუხარინი (რუს. Никола́й Ива́нович Буха́рин) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა პოლიტიკური, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1924–29):
„სტალინი – ესაა ჩინგისხანი და უპრინციპო ინტრიგანი, რომელიც ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას უქვემდებარებს. სტალინმა მხოლოდ ერთი საშუალება იცის – შურისძიება და ამავე დროს ზურგში დანის ჩაცემა. დამიჯერეთ, მალე სტალინი ჩვენს ჩეხვას შეუდგება და ერთიანად დაგვანაწევრებს. რაც შეეხება სტალინის პოლიტიკურ ხაზს, იგი დამღუპველია რევოლუციისთვის და სამოქალაქო ომისკენ მივყავართ. მასთან ერთად ჩვენ შეიძლება დავიღუპოთ“.

მიხეილ გორბაჩოვი:
„სტალინი — ეს ადამიანი მთლიანად სისხლშია. მე ვნახე მისი რეზოლუციები, რომლებსაც ის დასტა-დასტა აწერდა ხელს მოლოტოვთან, ვოროშილოვთან, კაგანოვიჩთან და ჟდანოვთან ერთად. ეს ხუთეული იყო ყველაზე ინიციატივიანი“.

ქართველი პოლიტიკოსები სტალინის შესახებ
გიორგი მარგველაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტი:
„მე ვერ გეტყვით, რომ სტალინის პიროვნება რამენაირად გადავაფასე, მაგრამ შემიძლია, დროის გასვლის პარალელურად გითხრათ, რომ ერთ საუკუნეში, დავუშვათ, როდესაც ის ოჯახები, რომლებსაც რეჟიმმა მიაყენა ტკივილი, დაივიწყებენ ამ ტკივილს, არ იქნება ცოცხალი, არ ეყოლებათ ბაბუები, ბებიები, რომლებმაც იტვირთეს ამ რეჟიმის ტვირთი, სტალინი იქნება აღქმული, როგორც ერთ–ერთი ძალიან დიდი მხედართმთავარი და ეს იქნება ის, რასაც დაწერენ სტალინზე, იმიტომ, რომ ის რეალურად იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის ხელმძღვანელი და აგრეთვე მხედართმთავარი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ეს ორი მსოფლიო ომი კი იყო ევროპის უდიდესი ტკივილი და უდიდესი კატასტროფა, რომლის შედეგადაც, კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნებამდე, როგორ უნდა იცხოვროს ერთობლივად ევროპამ. სტალინს ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს, შესაბამისად, სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და ძალიან დიდ მხედარმთავარს“.


ზვიად გამსახურდია:
„პრაქტიკულად, მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი და ვიბრძვი სტალინიზმის წინააღმდეგ... სტალინის გაიდეალების ხანა წარსულს ჩაბარდა. შესაძლოა, ორი-სამი წლის წინ მსგავსი დამოკიდებულების გამოვლინებას ჯერ კიდევ ჰქონდა ადგილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ ძალიან დიდი სამუშაოები გავწიეთ ამ მიმართულებით და ფაქტობრივად გავაუქმეთ საზოგადოება „სტალინი“, ფაქტობრივად მე გავაუქმე წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მივაღწიე იმას, რომ საერთოდ ავკრძალეთ ეს საზოგადოება, ავუკრძალეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, რადგან მათ არჩევნებში მონაწილეობა სურდათ. ამის შემდეგ ამ საშიშროებამ უკვე ჩაიარა“.

კანდიდ ჩარკვიანი — ქართველი პოლიტიკოსი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938–1952 წლებში:
„სტალინი იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომელიც დაჯილდოვებული იყო დიდი ბუნებრივი ნიჭით. ამავე დროს, კითხვის წარმოუდგენელი უნარით, რასაც, თვით მისი მტრებიც ადასტურებდნენ, ვინც მასთან ერთად ციხეში იჯდა. მე წავიკითხე რამდენიმე ესერის მოგონება სტალინის შესახებ — ისინი აღიარებენ ამ ფაქტს. განათლების მაღალ საფეხურს სტალინმა სწორედ კითხვის საშუალებით მიაღწია. ყველაზე კარგად და ყველაზე უფრო დაუფლებული იყო სტალინი ისტორიას, ისტორია ძალიან უყვარდა და ისტორია იცოდა ზედმიწევნით. შემდეგაც, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში იყო სტალინი, მაშინაც, ამ თავის მისწრაფებას და მიდრეკილებას არ ღალატობდა და ისტორიას ძალიან თვალყურს ადევნებდა. ვისაც სტალინის ჩანაწერები წაკითხული აქვს, ის მიხვდება, რომ ეს არის განათლებული და კულტურული ადამიანის ნაწერი. მას თავისი სტილი ჰქონდა — მოკლე, ნათელი — ისეთი, რომელიც სწორედ რევოლუციონერებს ესაჭიროებოდათ, რომ ხალხამდე მიეტანათ მარქსიზმის იდეები. როცა მისივე თხოვნით, სოჭში ჯანაშია და ბერძენიშვილი ჩავიყვანე — არ დარჩენილა მსოფლიო ისტორიის საკითხები, რომლებიც მათ არ განეხილათ. ჩვენი ისტორიკოსები განცვიფრებულები იყვნენ ისტორიული ფაქტების ცოდნის იმ სიღრმით, რომელიც სტალინმა საუბარში გამოამჟღავნა. ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, რომ სტალინს აკლდა განათლება — სისულელეა“.


image



5
327
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
327
  
1 იანვარი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 24 დეკემბერი, 1:28
ასევე ის კლავდა მასზე ძლიერებს,ესეც სწორ ჩემ სუბიექტურ აზრად მიმაჩნია
2018, 23 დეკემბერი, 12:30
ჩემი აზრით ის ფლობდა იმას რასაც არავინ ფლობდა,ის ფლობდა საიდუმლოს.
2018, 22 დეკემბერი, 22:52
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 22 დეკემბერი, 22:31
ნებისმიერი ტირანი თავისებურად გენიოსი იყო, ეს განსაკუთრებით ბოროტი გენიოსი იყო, ქართველთმოძულე ტირანი.
0 1 5