x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზაფხულში მესმის და არ მიკვირს გოგომ ტრუსითაც რომ იაროს საკურორტო ზონაში, მაგრამ შუა ქალაქში მთელი "სამყაროს გამომზეურება" რა უბედურებაა

image ზაფხულში ზღვისპირა დასახლებებში, ქალაქშიც არავის უკვირს ლამის ტიტველი გოგონების და ქალბატონების ნახვა და ვფიქრობ ეს ასეც უნდა იყოს.
არაა ლამაზი სანახავი, როცა ზღვაში ახალგაზრდა გოგონა შორტებით ან საცურაო კოსტიუმზე შემოხვეული ქსოვილით რომ შედის ზღვაში. მართალია ნათქვამია "გემოვნებაზე არ დაობენო", მაგრამ კომპლექსი რატომ უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა გოგოს არ მესმის, დიდი ამბავი ლამაზი სახეული თუ გამოაჩინა საჯაროდ ან ტრუსით თუ გაიარა.
შესავალი შეგნებულად გავაკეთე ასეთი და ვფიქრობ მკითხველის გარკვეული ნაწილი უკვე მიხვდებოდა, საითკენ მიმყავს სტატიის შინაარსი.
ინტერნეტში საიტების დათვალიერებისას წავაწყდი გოგოების სურათებს, სადაც საცვლები უჩანთ სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფებს და ეგრევე გონებაში "ამოტივტივდა" ერთი მოგონება.
მაშინ სულ სხვა სტრუქტურაში ვმუშაობდი ქალაქის განაპირას და ხშირად მეუღლე დილით სამსახურში მე მიმყავდა. ერთ დღესაც მივიყვანე სამსახურში და სამსახურისაკენ გავემართე, ბულვარის ბოლოს ბულვარის მხარეს ჩამწკრივებულ ტაქსის მძღოლებს მივესალმე, უმეტესობას ვიცნობდი, მათაც ხელი ამიწიეს. თუმცა შევატყვე, უმეტესობა ბულვარისაკენ იყურებოდა, მეც შევანელე სვლა და გავიხედე ბულვარის მიმართულებით.
ბულვარში გრძელ საზურგიან სკამზე ასე 18-20 წლის გოგო იჯდა, თან ფეხები ისე გაეშალა, მთელი წელს ქვევითა "სამყარო გამოემზეურებინა" და თითქოს არაფერიო, ტელეფონზე საუბრობდა.
ასაკოვანი ტაქსის მძღოლები არა (ცოდვას ვერ დავიდებ) და საშუალო და ახალგაზრდა ასაკის მძღოლები თვალს არ აშორებდნენ.
გულმა არ მომითმინა, მანქანა გადავაყენე და გოგონასთან მივედი, ჩემი საქმე არაა, მაგრამ ან ფეხები მიატყუპეთ ან ფეხი ფეხზე გადაიდეთ, ყველაფერი გიჩანთ და მამის ტოლი კაცები გიყურებენ-მეთქი!
თქვენც არ მომიკვდეთ, არანაირი რეაქცია, ვიფიქრე, ყრუა უეჭველი-მეთქი, მაგრამ ეს აზრი უმალვე უკუვაგდე, აბა ყრუს როგორ უნდა ესაუბრა ორმხრივად ტელეფონზე.
მეორედ რომ გავუმეორე, მომიტრიალდა და ურცხვად მომახალა, ვინა ხარ ან რა გინდა, ჩემი ძმა ხარ თუ მამა, შენ ვინ გეკითხება, ტრუსს და უკანალს გამოვაჩენ თუ სულ გავიხდი საცვალს და ისე დავჯდებიო!
რა უნდა მეთქვა, ერთი რამ დავუბარე, ღმერთმა დამიფაროს შენნაირი და მყავდეს და ორჯერ დამიფაროს ჩემი გოგონა შენნაირი გაიზარდოს-მეთქი.
ამის პასუხად უფრო გაშალა ფეხები და ტელეფონზე საუბარი გააბა.
სხვის შვილზე არ ვიტყვი იქნებ მსუბუქი ყოფაქცევის იყო მეთქი, იქნებ თავისებური ხასიათის გოგო იყო და ჩემმა რჩევამ გააბრაზა.
არ ვიცი, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ ანალოგიურ მდგომარეობაში მჯდომი, წამოწოლილი თუ გადაწოლილი გოგოების სურათები, რომლებსაც წელქვემოთა "სამყარო გამოუმზეურებიათ".
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

+16

















3
545
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
545
  
2018, 22 დეკემბერი, 19:28
სუსტი გული მაქვს და თვალდახუჭული დავალაიქე:)
0 1 3