x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლატვიამ სუკის(კგბ) არქივი გამოაქვეყნა - დასტურდება ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ეკლესიის მეთაურის კგბ-სთან კავშირი
image

როგორც გაირკვა, ვალერი ბელკონი - ლატვიელი ბანკირი და ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბ "ბლექპულის" თანამფლობელი საბჭოთა კგბ-ს ინფორმატორი იყო. იქვეა - ლატვიის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივარ გოდმანისი და უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ივარს ბიკოვიჩსი.


20 დეკემბერს ლატვიამ გახსნა კგბ-ს საარქივო დოკუმენტაცია - რეზიდენტების და აგენტების კართოტეკა. სიაში 10 ათასზე მეტი სახელია. ამ ადამიანების უმრავლესობა კგბ-მ 80-იანი წლებში გადაიბირა, ამ დროისთვის ზოგიერთი დღესაც აქტიურ პოლიტიკაშია, ბიზნესს და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. სიები ბარათებით, ხელმისაწვდომია სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე.

image


მაგალითისთვის ავიღოთ ვალერი ბელკონის ბარათი:მითითებულია გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ხოლო მეორე გრაფაში წერია მეტსახელი "მიაჩიკოვი", კატეგორია - აგენტი და როდის გადაიბირეს:1987 წლის 6 ოქტომბერი.

image

ვალერი ბელკონი იმ პერიოდში გაზეთ "Советская молодежь"-ის კორესპონდენტი იყო, ამჟამად ბელკონი მსხვილი ბიზნესმენია. არის "Baltic International Bank"-ის და ინგლისური საფეხბურთო კლუბ "ბლექპულის" მფლობელი.

image

აღსანიშნავია, რომ ლატვიამ სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეძლო განადგურებისაგან გადაერჩინა საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი.


ლატვიის ეროვნული არქივი ციფრული დოკუმენტების მორიგი სიის გამოქვეყნებას იანვარში გეგმავს.

1
349
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
349
  
2018, 23 დეკემბერი, 22:58
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1