x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვენი წარსულის ყველაზე საშინელი ისტორიული ფაქტები

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ძველ მსოფლიოში ცხოვრება ადვილი არ იყო, განსაკუთრებით, სხვადასხვა სახის ტრადიციების და წეს-ჩვეულების გათვალისწინებით. ინფორმაცია შოკისმომგვრელი ფაქტების შესახებ, რომლმაც ჩვენამდე მოაღწია, კიდევ ერთხელ მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად სასტიკები იყვნენ ჩვენი წინაპრები. მუდმივი ომები, მსხვერპლშეწირვა, ამორალური ქმედებები... ყოველივე ამის შესახებ არაფერია მოთხრობილი ისტორიის სახელმძღვანელოებში:


1. ერთ-ერთი პირველები, ვინც ბიოლოგიური იარაღი გამოიყენეს, ხეთები იყვნენ. ისინი ტულარემიით (მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანს დასნეულებული ცხოველისგან გადაეცემა) დაავადებულ ცხვრებს და სახედრებს იყენებდნენ, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკში ეპიდემია გაევრცელებინათ.


image




2. ტენოჩტიტლანში ტაძრის მშენებლობის დროს აცტეკებმა, მხოლოდ 4 დღეში, ღმერთებს 84000 ადამიანი შესწირეს მსხვერპლად. აცტეკებისთვის ღმერთებისთვის ადამიანების მსხვერპშეწირვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი ომის დროს, მოწინააღმდეგეს არ კლავდნენ, – ტყვედ იყვანდნენ, რომ შემდეგ ღმერთებისთვის შეეწირათ.


image




3. დედამიწაზე, ცივილიზაციის არსებობის უკანასკნელი 3500 წლის მანძილზე, მხოლოდ 230 წელი იყო მშვიდობა.


image




4. შუა საუკუნეების ევროპაში ცხოველებს ისევე ასამართლებდნენ, როგორც ადამიანებს. ყველაზე ადრეული ინფორმაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, – ღორის სასამართლო არის, რომელიც საფრანგეთში, ო-დე-სენას დეპარტამენტში, 1266 წ. ჩატარდა.


image




5. XVIII ს. თურქეთში ქალს, რომელიც მრუშობაში იყო შემჩნეული, სიკვდილს უსჯიდნენ. აღსრულება კი მეტად უჩვეულო სახით ხდებოდა: მას ტომარაში კატასთან ერთად სვამდნენ, თავს უკრავდნენ და ზღვაში აგდებდნენ.


image


6. ძველ რომში ახალშობილი ადამიანად არ ითვლებოდა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების არ არსებობის პირობებში, მშობლებს ბავშვის თავიდან მოცილება დაბადების შემდეგ შეეძლოთ.


image


7. XVIII საუკუნეში ევროპაში მოდაში იყო ყველაფერი, რაც ეგვიპტეს უკავშირდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთები მუმიის ნაწილებს ფქვავდნენ და წამლის სახით იღებდნენ, იმ რწმენით, რომ ყველა სახის დაავადებისგან განიკურნებოდნენ.

image




8. ძველ ეგვიპტეში უკიდურესად იშვიათად იყენებდნენ ადამის მსხვერპლშეწირვის პრაქტიკას, მაგრამ მზის ღმერთის უპატივცემულობის შემთხვევაში, დამნაშავეს კოცონზე ცოცხლად წვავდნენ.

image




9. ძველი რომაელები კელტებს და ვიკინგებს ბარბაროსებს ეძახდნენ, თუმცა მათთან შედარებით, თავად ბევრად უფრო სასტიკები იყვნენ. ამის მტკიცებლებად, მხოლოდ გლადიატორების ბრძოლების გახსენებაც კი საკმარისი იქნება.

image




10. თემურლენგმა (1336-1405 წწ.) თავისი 45 წლიანი დაპყრობითი ომების წარმოების შედეგად, პლანეტის მოსახლეობის 3, 5% ამოხოცა, რაც ყველაზე მოკრძალებული გამოთვლით, დაახლოებით 15 მლნ. კაცია. (შედარებისთვის, II მსოფლიო ომის დროს 60-80 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც იმ პერიოდის მსოფლიოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 3% შეადგენდა).


image


11. ჰოლმგანგი – შერკინება იყო ვიკინგებს შორის, საკამათო საკითხების გადასაწყვეტად. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულ დროს, დავაში მონაწილე რომელიმე მხარე არ გამოცხადდებოდა, ის დამნაშავედ ითვლებოდა და მისი მოკვლა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, მათ შორის, – მონასაც.

image


12. სამეფო დაჰომეაში, რომელიც 280 წლის მანძილზე (1695 - 1975 წწ.) ბენინის და ტოგოს ტერიტორიაზე იყო, ქალთა სამეფო გვარდია არსებობდა. სამხედრო ფორმირება 1645-1683 წლებში, ჰოუეგბაჯას მეფობის პერიოდში შეიქმნა. იმ დროს, «მინოს» რაზმში 4000-დან – 6000-მდე ქალი მსახურობდა, რაც ქვეყნის არმიის მესამედს შეადგენდა.

ბევრი ფრანგი ჯარისკაცი უარს ამბობდა ქალების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე და ამის გამო, ფრაბგული არმია დიდ დანაკარგსაც განიცდიდა.


უკანასკნელი გვარდიელი ქალი 1979 წელს გარდაიცვალა.


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageროგორ გადაეჩვივნენ ინდოელები სატის – ქვრივის ცოცხლად დაწვის რიტუალს
სისხლიანი ჭადრაკი
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩინგიზ-ყაენის შესახებ


2
3271
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3271
  
2019, 11 იანვარი, 20:13
მადლობა
2019, 11 იანვარი, 19:44
ძალიან საინტერესოა !
0 1 2