x
image
ზოგადი განათლება
ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატობაში სდებს ბრალს

ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატობაში სდებს ბრალს


image

ქართველმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ, დღეს, ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას ჯერ ირონიულად, შემდეგ კი ღიად დასდო ბრალი პლაგიატობაში.


მიზეზი ახლახანს დემნას მიერ შექმნილი ყვითელი კაბაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად მიშელ ობამას ეცვა.


ქვემოთ გამოსახული ყვითელი კაბა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის შექმნა დემნა გვასალიამ, მეორე წითელი კაბა, კი 2017 წელს ავთანდილ ცქვიტინიძემ, რომელთა შორის მართლაც დიდი მსგავსებაა ფერს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. სწორედ ამან გამოიწვია მსოფლიოში აღიარებული დიზაინერების განაწყენება.



image


თავისი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით ავთანდილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოხატა, სადაც ამბობს:


"ისადა, ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის [2017], შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეირბინოთ, ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ".


ცქვიტინიძის მიერ შექმნილი წითელი კაბის ფასი 270 ლარია.


image



ამას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საზოგადოების ნაწილმა ავთანდილს გამოუცხადა თანადგომა და გვასალიას ქილიკს მოჰყვა, ხოლო დანარჩენმა დემნას. იხილეთ რამდენიმე კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით:



imageimage



1
101
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
101
  
2018, 22 დეკემბერი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1