x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
«მალე კბილის მკურნალობა და პროთეზირება საჭირო აღარ იქნება» – აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები

ის რომ ალიგატორის კბეილების რეგენერაცია ხდება, მეცნიერებისთვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. მაგრამ, დღემდე ითვლებოდა, რომ ეს პროცესი «დაპროგრამირებული» იყო და ის პერიოდულად ხორციელდება ისე, როგორც გველებისთვის კანის ცვლა, ან ფრინველების და ცხოველები განგური. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგენერაციის პროგრამის ამოქმედება პერიოდულად კი არა, საჭიროების შემთხვევაში ხდება და ახალი კბილი, მხოლოდ კბილის დაკარგვის შემთხვევაში ამოდის.


image


ალიგატორის კბილის ცვლის მექანიზმში გასარკვევად, მეცნიერებმა სხვადასხვა ტექნოლოგია გამოიყენეს (რენდგენის სხივები, ქსოვილების ანალიზი და ა. შ.), შეისწავლეს კბილის ემბრიონის სტადია, ახალგაზრდა და მომწიფებული კბილები და გაარკვიეს, რომ ქვეწარმავლის კბილი 3 ნაწილისგან შედგება. ესენია: მომწიფებული კბილი, განუვითარებელი ჩასანაცვლებელი და ღეროვანი უჯრედების შემცველი ქსოვილი. კბილის დაკარგვის შემდეგ, ჩასანაცვლებელი კბილი ზრდას, ხოლო ღეროვანი უჯრედების შემცველი ქსოვილი შესივება იწყებს. გარკვეული დროის შემდეგ, ჩასანაცვლებელი კბილი მწიფდება, ხოლო ქსოვილის გაბერვის ადგილზე, ახალი ჩასანაცვლებელი კბილი ჩნდება. ეს მექანიზმი, ალიგატორი სიცოცხლის მანძილზე, შეუფერხებლად ფუნქციონირებს და ის 80 კბილიდან, თითოეულს, საშუალოდ, 50-ჯერ მაინც იცვლის!

ადამიანის კბილები, შემადგენლობის მიხედვით, ძალიან ჰგავს ალიგატორის კბილებს. ადამიანსაც გააჩნია ღეროვანი უჯრედების შემცველი ქსოვილი. სწორედ მისი წყალობით ხდება სარძევე კბილების მუდმივი კბილებით ჩანაცვლება. ხან კი, რომელიმე კბილის ადგილზე კიდევ ერთი, მე-3 – ე. წ. «ნიანგის კბილიც» ამოდის.


image


ალიგატორი კბილი, რეგენერაციის თვალსაზრისით, უნიკალური არ არის. არსებობენ ამ თვისების მქონე, ფაუნის სხვა წარმომადგენლებიც. მაგ., ზვიგენს, სიცოცხლის მანძილზე, საშუალოდ, 30 000 კბილი ამოსდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მტაცებელი, 1 კბილს, მინიმუმ, 100-ჯერ იცვლის.

იმისთვის რომ გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა, ადამიანისთვის, დაკარგული კბილის ადგილზე, ახალი კბილის ამოყვანა, შეფფილდის უნივერსიტეტის (University of Sheffield, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერთა ჯგუფმა, გარეტ ფრეიზერის (Gareth Fraser) ხელმძღვანელობით, ზვიგენის კბილების რეგენერაციის პროცესი შეისწავლა და აღმოაჩინა გენების ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ პროცესზეა პასუხისმგებელი. როგორც გარიკვა, 400-მდეა ასეთი გენი არსებობს და კბილის დაკარგვის შემთხვევაში, სწორედ მათი ექსპრესირება ხდება ეპითელურ უჯრედებში, რაც ახალი კბილის ჩამოყალიბების საფუძველს იძლევა. ასეთი უჯრედები ჩვენც გაგვაჩნია. რაც შეეხება გენებს, – ადამიანის შემთხვევაში, სარძევე კბილების მოცვლის შემდეგ, მათი ატროფირება ხდება. ხოლო, ზვიგენისთვის პროცესი მუდმივად გრძელდება.

ამჟამად, მეცნიერები რეგენერაციის გენების მოქმედებას, ზვიგენის ემბრიოგენეზისის სტადიაში სწავლობენ და იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში, კბილის ამოყვანის პროცესის მართვას და დაკარგული კბილის ადგილზე, ახალი კბილის ამოყვანას თრაპიული გზით შეძლებენ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image2 ინგრედიენტი, რომელიც კბილის ტკივილს მომენტალურად აყუჩებს

რევოლუცია სტომატოლოგიაში: დღეს უკვე შესაძლებელია კბილის ნებისმიერ ასაკში ამოყვანა

ნატურალური კბილის პასტის რეცეპტი – რეკომენდებულია ექიმების მიერ (+ვიდეო)


1
860
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
860
  
2019, 8 თებერვალი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1