x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
საუკეთესო საჩუქრები "დისნეის" პატარა მოყვარულებისათვის
image


შვილებისათვის ყოველთვის საუკეთესოს ვეძებთ. როცა საქმე ბავშვს ეხება, ხარისხი ნომერ პირველი მოთხოვნა ხდება. წინასაახალწლო პერიოდში მშობლების მთავარი საზრუნავი სწორედ პატარების გახარებაა. ამიტომ, ყველა რაღაც გასაკუთრებულს, თვალისმომჭრელსა და საინტერესოს ეძებს. მშობლები არჩევანს, ხშირად, წიგნებზე აკეთებენ. მით უფრო, მას შემდეგ, რაც დახლებზე კომპანია "დისნეის" ილუსტრირებული, სათამაშოებით, სამკაულებითა თუ პაზლებით შემკული წიგნები ქართულ ენაზე გამოჩნდა. ეს გამოცემები საახალწლო საჩუქრად იდეალური ვარიანტია, რადგან წიგნისა და სათამაშოს როლს ერთნაირად ითავსებს.


image


კომპანია "უოლტ დისნეი" ყოველთვის უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება. ერთდაერთი გამომცემლობა, რომელიც დისნეის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი და


საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელია, "პალიტრა L" გახლავთ. პირველად 6 წლის წინ სწორედ "პალიტრა L"-მა გააცნო ქართველ მკითხველს "დისნეის" ზღაპრები მშობლიურ ენაზე.

"დისნეის" ქართულად თარგმნილი წიგნები უცხოური გამოცემების ზუსტი ასლია და "დისნეის" ლიცენზიით გამოიცემა. კომპანია "უოლტ დისნეი" ხარისხს მკაცრად აკონტროლებს და "პალიტრა L" მასთან თითოეულ ნიუანსს ათანხმებს.


image


საყვარელი მულტფილმების ტექსტური ვერსიები მშობლიურ ენაზე, თანაც უმაღლეს დონეზე ილუსტრირებული, გამოჩენისთანავე აიტაცა ქართველმა მკითხველმა. მაშინვე გაჩნდა მოთხოვნა, რომ კიდევ მეტი საყვარელი მულტფილმისა თუ პერსონაჟის ილუსტრირებული ისტორიები გამოსულიყო ქართულ ენაზე.

გამომცემლობამ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა შედეგად, დღეს გაქართულებული "დისნეის" წიგნების არჩევანი კიდევ უფრო დიდი და მრავალფეროვანია... კითხვის გაგრძელება > > >





2
9
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
9
  
2019, 4 თებერვალი, 17:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 22 დეკემბერი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2