x
უგულო ქალი

image
ალო გისმენ, რომელი ხარ? - საბა ვარ, ნინო. -ისევ შენ? გაიკვირვა ქალმა. -ხო ნინო, ისევ მე ვარ. -მეგონა უკვე აღარ გახსოვდი. -სიყვარულს ივიწყებენ ნინო? -გააჩნია, როგორ უყვართ. -აი, ისეთ სიყვარულს, ცხოვრებაშო რომ არასდროს გიგემია; ისეთ სიყვარულს, მოულოდნელად რომ ავადმყოფობასავით შეგყრია და ვერ განკურნებულხარ; ისეთ სიყვარულს, აწი რაღა დროს სიყავრულიაო, გიფიქრია და მაშინ გწვევია. ქალი ხმას არ იღებს. -მე ბედნიერი ვარ ნინო. -მართლა? რა კარგია, მიხარია. -არ მინდოდა ისე წასვლა ამ ქვეყნიდან, რომ არ ამომეხსნა, რა არის სიყვარული. კიდევაც ამოვხსენი და მეტიც, - შევიგრძენი ეს დიდი განცდა. უფალს მადლობა ამ მადლისთვის. იცი რა კარგი ყოფლია? ვიღაც რომ ყოველ წამს გეფიქრება, მისი კარგად ყოფნით შენც რომ კარგად ხდები, იცი რომ უერთგულებ, სულ მისით სუნთქავ, გწამს და გრძნობ ამ ყველაფერს. მე მაბედნიერებს შენი არსებობა. -კაცს, რომელსაც უამრავი ქალი გყავდა, ნუთუ ახლა მიხვდი, რა არის სიყვარული? ნუთუ ის ქალები არ გყვარებია? -ჰო, მყავდა და ვაღიარებ, მე არ მეამაყება ქალების სიმრავლე, მაგრამ ასე იყო და ამას ვერ უარვყოფ. -მერე სად გაქრა იმათი სიყვარული? -არსად. -როგორ თუ არსად? გამოდის, რომ ისევ გიყვარს ხომ? -არა ცდები, მე მაშინ მეგონა რომ ისინი მიყვარდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არც ერთი არ მყვარებია, მე ბევრი ქალის ცოდვა მაწევს გულზე. ვერც ერთი ვერ შევიყვარე ისე, როგორც მათ უნდოდათ, ვერც ერთს ვერ მივეცი ის, რაც სურდათ, ამიტომ ყველას მე ვტოვებდი, ალბათ სწორედ ამის სასჯელს ვიხდი ახლა, მიყვარს და ვერ ვეხები, მიყვარს და არ არის ჩემი, მხოლოდ ოცნებებში და ჩემს სულში დასახლდა სამუდამოდ, ახლოს არის და თან ძალიან შორს. -მე ვერაფერი გავიგე შენი, რას მიედ მოედები!!! -ვერც გაიგებ, იმიტომ რომ შენ არ გრძნობ იმას, რასაც მე. -არც ერთი ქალის მიტოვებაზე არ მტკენია ისე, როგორც ახლა მტკივა უშენობა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ხარ, არსებობ, ოღონდ შენ გხედავდე ღიმილიანს და მე ამითაც ვბედნიერობ. მხოლოდ ერთს გთხოვ და დამპირდი, რომ ამისრულებ. -გააჩნია რას მთხოვ, იქნებ და ვერ შევასრულო? -მხოლოდ ერთი პირობა მომეცი და სხვა არაფერი მიდა შენი. -კარგი თქვი, რას უნდა დაგპირდე? -არასოდეს დამივიწყო, თავს გაუფრთხილდი და იყავი ბედნიერი. ქალი ხმას არ იღებს. -მპირდები? -კარგი, გპირდები, რომ არასოდეს დამავიწყდები. მამაკაცმა ღრმად ამიოსუნთქა, თითქოს ლოდი ედო გულზე და მოხსნეს. -ნინო? -გისმენ საბა? -ამდენი ხნის შემდეგ, ამ საღამოს პირველად დამეძინება მშვიდად, შენი ხმა რომ გავიგონე. მშვიდობით ჩემო პირველო და უკანასკნელო სიყვარულო. ტელეფონი გათიშა საბამ ისე, რომ არც დალოდებია ნინოს პასუხს. ნინოს ჯერ კიდევ ხელში ეჭირა ტელეფონი ერთხანს, შემდეგ გონს მოეგო, ყურმილი დადო და თავისთვის ჩაილაპარაკა, მე გული არ მაქვს, მან წაიღო, ჩემს ყველა გრძნობებთან ერთად და ასე უგულოდ დავეხეტები მას შემდეგ. ვერ ვუპასუხებ სიყვარილს სიყვარულით. ბოლოს მაინც ქალური სიამაყით სარკეში ჩახედა მის თავს და ოდნავ გაუღიმა. ვიღაც ხომ მაინც არსებობს ამქვეყნად, რომ ძლიერ უყვარხარ, გაიღიმე უგულო ქალბატონო. მეორე დღეს მეზობლებმა შეამტვრიეს საბას სახლის კარი, რადგან დაკაკუნებაზე არ უპასუხა საბამ, მეზობლებმა ის საწოლში, ტელეფონით ხელში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სასთუმალთან ქალის ფოტო ედო, მეზობლებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს; - ნუთუ შეიძლება საბას ვინმე ჰყვარებოდა, რამდენი ქალი ეტრფოდა და ყველას უარყოფდა, დაუჯერებელია. მას ხომ უგულო ქალი შეუყვარდა პირველად და უკანასკნელად.

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0