x
image
პროფესორი
რომაელებსაც უყვარდათ კედლებზე „მზე“-ს და „აქ ვიყავით მე და გურამაი“-ს სტილის წარწერების გაკეთება

image

პომპეის კედლებზე დიდი რაოდენობით წარწერები შემორჩა. ადამიანები არ იცვლებიან, შესაბამისად რომაელებსაც უყვარდათ კედლებზე „მზე“-ს და „აქ ვიყავით მე და გურამაი“-ს სტილის წარწერების გაკეთება. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ბორდელის კედელზე: იტირეთ გოგოებო! ჩემმა ასომ თქვენზე უარი თქვა. მშვიდობით მშვენიერო ქალურობავ!

ტავერნის კედელზე: რესტიტუტოს გაიხადე ტუნიკა და გვანახე შენი ბანჯგვლიანი „საოხრე“!

კითარისტის სახლის კედელზე: ამპლიკატოს, ვიცი რომ იკაროსი გხმარობს! სალვიუსმა დავწერე.

კუსპიუს პანსას სახლის კედელზე: ნერონის ფინანსური მოხელე ამბობს: ამ სახლში საკვები ნამდვილი საწამლავია.

მენანდროსის სახლის ვესტიბიულში: ნუცერიაში ყოფნის დროს ნოველიუს პრიმიგენიუსი მოძებნე, რომაულ კარიბჭესთან, მეძავების კვარტალში.

გლადიატორების საცხოვრებელზე: ანტიოქოსი და მისი ძუკნა, ციტერა აქ ერთობოდნენ.

მორალისტის სახლის კედელზე: დაე შენს თვალებში მოკრძალება ჩანდეს. ნუ შეხედავ გარყვნილი მზერით სხვის ცოლს.
იქვე: გადადე შურისძიება, ან წადი და თან წაიღე.

ქუჩის კედელზე: თეოფილე, შეეში ქალაქის გალავანთან გოგონების ლოკვას.

ცესილიუს იუკუნდას სახლის კედელზე: ვისაც უყვარს - აყვავილდეს. ვისაც არ უყვარს - დაიღუპოს. დაე დაიღუპოს ორჯერ, ვინც სიყვარულს კრძალავს.

ვეზუვის კარიბჭესთან: მარკუსს უყვარს სპენდუსა.

მერკურის ქუჩაზე: პუბლიუს რესტიტუსი აქ იდგა თავის ძმასთან ერთად.


image


+14

0
58
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0