x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავიგოთ, რომ D ვიტამინი გვაკლია და რითაა ეს საშიში?
D ვიტამინის ნაკლებობა განსაკუთრებით საშიშია ჩვილ ბავშვებში, ამიტომ ზამთარში პედიატრები დამატებით უნიშნავენ მათ ამ ვიტამინს. თუმცა, იცით თუ არა, რომ ზრდასრულ ადამიანებსაც აწუხებთ ამ ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დისკომფორტი და რითაა საშიში D ვიტამინის დეფიციტი?

D ვიტამინის ნაკლებობის ნიშნები

imageრითაა ეს ვიტამინი ასე მნიშვნელოვანი? - ის ორგანიზმში უამრავ პროცესს არეგულირებს. მისი დეფიციტის დროს თითქოს მნიშვნელოვანი ჭანჭიკი გამოდის მწყობრიდან და სისტემა ცუდად მუშაობას იწყებს. D ვიტამინი პასუხს აგებს ძვლების ნორმალურად განვითარებაზე, ეხმარება ორგანიზმს ვიტამინებისა და მიკროელემენტების ათვისებაში, ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას, უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად მუშაობას და სისხლის კარგ მიმოქცევას, სისხლში შაქრის შემცველობას აკონტროლებს, ხელს უშლის ანთებით პროცესებს და აძლიერებს იმუნიტეტს.


ორგანიზმი D ვიტამინის ნაკლებობაზე გვაფრთხილებს, როცა:


1. მომატებული ოფლიანობა გაწუხებთ, განსაკუთრებით შუბლისა და თავის არეში.

2. გამუდმებით დაღლილობას გრძნობთ.

3. სახსრები გტკივათ.

4. ხშირია კუნთების კრუნჩხვები.

5. დაგეწყოთ ნაწლავების პრობლემები.

6. ძნელად ხორცდება უმნიშვნელო ჭრილობები.

7. ხშირად ავადმყოფობთ მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებით.

8. თავს იჩენს მომეტებული გაღიზიანება.


რატომ ხდება ასე?

imageD ვიტამინის ნაკლებობა ძირითადად მზის სხივების ნაკლებობითაა განპირობებული წლის ცივ ამინდში. თუმცა, არსებობს სხვა ფაქტორები, რის გამოც D ვიტამინის ათვისება არ ხდება. ესენია:

1.ვიტამინებით ღარიბი პროდუქტების მოხმარება.

2.ზედმეტი წონა, სიმსუქნე ( ვიტამინ D-ს სისხლიდან ცხიმის უჯრედები “იტაცებენ", ამიტომ, რაც უფრო მეტია ზედმეტი კილოგრამები, მით უფრო ნაკლებია D ვიტამინი ორგანიზმში)

3.ნაწლავებთან ან თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემები.


არსებობს განსაკუთრებული რისკის ჯგუფებიც:ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც იშვიათად გადიან გარეთ; ოფისის თანამშრომლები, რომლებიც მთელ დღეს დახურულ შენობაში ატარებენ; ადამიანები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ და დღისით სძინავთ.

საინტერესოა, რომ რაც უფრო შავგვრემანია ადამიანი, მით უფრო მეტი D ვიტამინი სჭირდება ორგანიზმს.



რითაა საშიში D ვიტამინის დეფიციტი?

D ვიტამინის დეფიციტი შემდეგ უსიამოვნებებს იწვევს:

1.იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამ დაავადებებისადმი, მათ შორის ინფარქტის და ინსულტის ჩათვლით.

2.ორგანიზმი ვეღარ ითვისებს კალციუმს და იზრდება ძვლების ტრავმის რისკი.

3.თავს იჩენს მხედველობის პრობლემები.

4.იზრდება აუტოიმუნური დაავადებების რისკი, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები.

5. იმატებს ონკოდაავადებების რისკი.


D ვიტამინის შემცველობა სისხლში შეგიძლიათ სპეციალური ანალიზის ჩატარებით: ნორმა-30-დან 74-მდე ნანოგრამი მილილიტრზე. ოპტიმალური შემცველობა-50 ნგ/მლ.


20ნგ/მლ შემცველობა და უფრო ქვემოთ - სერიოზულ დეფიციტად ითვლება და პროცესის მიშვება არ შეიძლება.


როგორ შევავსოთ დეფიციტი აბების გარეშე?

სპეციალური პრეპარატების მიღება მაშინ შეგიძლიათ, როცა დეფიციტს სისხლის ანალიზი გამოავლენს. გახსოვდეთ, რომ ჰიპერვიტამინოზიც საშიშია. თუ ეს ვიტამინი დიდი რაოდენობითაა ორგანიზმში, შესაძლოა განვითარდეს კუნთების ტკივილი, უძილობა, თავის ტკივილი, გაუწყლოება, არითმია.


1.მიიღეთ მზის აბაზანები

ზამთარში ეს რთულია, თუმცა ნებისმიერ მზიან დღეს დაყავით გარეთ არანაკლებ 20 წუთისა. მნიშვნელოვანია, რომ სახე და ხელის მტევნები ამ დროს დაფარული არ გქონდეთ.


2.მრავალფეროვანი რაციონი

D ვიტამინს შეიცავს ცხიმიანი თევზი, კვერცხის გული( დღიური ნორმა 3-4 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი), ყველი, ღვიძლი, რძის პროდუქტები, ნატურალური და არა კულტივირებული სოკო, ოხრახუში...


3.აკონტროლეთ ძილის დრო

ადამიანებს, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ დღე-ღამეში, D ვიტამინის სერიოზული დეფიციტი ემუქრებათ.


4.არ მიიღოთ მედიკამენტები დანიშნულების გარეშე

ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია ეს ვიტამინი შეამციროს. ასეთია კორტიზონი და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები.


5. აკონტროლეთ წონა

რაც უფრო მეტია წონა, მით უფრო ცუდად ხდება D ვიტამინის შეთვისება.




0
16116
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
16116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0