x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
2019 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობები
სადაცაა 2019 წელი დადგება. უკვე დროა დავინტერესდეთ, თუ როგორი ვარცხნილობები იქნება აქტუალური ამ წელს. თუ თავს მოდის მიმდევრად თვლით, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

image

1. უჩვეულო კონა

თავისუფლად შეკრული და ცოტა აჩეჩილი თმის მოდა ერთად შეკრულ კონასაც შეეხო, რომელიც ადრე იდეალურად დალაგებული და დავარცხნილი უნდა ყოფილიყო. 2019-ში, სასურველია, ამ ვარცხნილობიდან თმები იყოს ჩამოშლილი და უფრო დაუდევრად გამოიყურებოდეს.


imageimage2.აქსესუარები

2019 წელს მოდური იქნება თმის მორთვა აქსესუარებით, რომლებშიც ორიგინალური ნივთები მოიაზრება:ყვავილები, ქვები და ყველაფერი, რაც მოცულობითია დიდი და ლამაზიც. რათქმაუნდა, მთელი თავის მორთვა არ ღირს, მაგრამ აქცენტი კი თავისუფლად შეგიძლიათ ასეთი აქსესუარით გააკეთოთ.

image


3. 60-იანების ვარცხნილობები

60-იან წლებში ქალები ძალიან დახვეწილად გამოიყურებოდნენ. რეტრო კვლავ მოდაშია. გაიხსენეთ, როგორ გამოიყურებოდა ჟაკლინ კენედი და სცადეთ რაღაც მისი ვარცხნილობის მსგავსი გაიკეთოთ.image


4.მიკრონაწნავები

ეს ვარცხნილობა ახალგაზრდა გოგონებს მოუხდებათ.შეგიძლიათ ძირითადი ვარცხნილობის ქვეს გაიკეთოთ, რომ თმა უფრო მოცულობითი გამოჩნდეს, ან თმის ზემოდან გაიკეთოთ, როგორც აქცენტი. თუ აფროამერიკულ ნაწნავებს გაიკეთებთ, არც ესაა ურიგო.

image


5.ორიგინალური ნაწნავები

მხოლოდ მიკრონაწნავებით 2019-ში იოლად ვერ გახვალთ. მათ, ვინც თინეიჯერობის ასაკში აღარაა, შეუძლიათ ორიგინალური ნაწნავებით მოიწონონ თავი.

image


6. თავისუფალი ვარცხნილობა

დაუდევარი, ურჩი, მსუბუქი, თავისუფლად გაშლილი... თუ ურჩი თმა გაქვთ და მის დახვევას თუ ვარცხნილობის გაკეთებას დიდ დროს ანდომებთ, შეგიძლიათ გაიხაროთ-ატარეთ გაშლილი და ისეთი, როგორიც ბუნებრივადაა.2019 წელს ეს მოდური ტრენდია.

image


7.გოფრე

ადრე ითვლებოდა, რომ გოფრე თმას აფუჭებს. მაგრამ დღევანდელი საშუალებები, რომლითაც გოფრეს გაკეთება შეგიძლიათ-უსაფრთხოა. არაა აუცილებელი მთელ თმაზე გაიკეთოთ გოფრე, შეგიძლიათ მხოლოდ რამდენიმე აქცენტი დასვათ.

image

1
566
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
566
  
2018, 27 დეკემბერი, 2:01
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1