x
image
Yoona
ტესტი: თქვენი პირველი მოქმედება განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანი ხართ
image

ბევრი რამ არსებობს, რაც ჩვენს პიროვნების დახასიათებას ახდენს - ყოველდღიური ჩვევებიდან დაწყებული, სხეულის ენით დამთავრებული. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ ორიდან არჩევანის გაკეთება გვიწევს - სწორი და არასწორი. თუმცა ამ ტესტში „არასწორ“ პასუხს ვერ აირჩევთ, რადგან ყველა სწორი პასუხია.

მოცემულ სიტუაციაში ამ ოთხი მოქმედებიდან ერთ-ერთი აირჩიეთ და გაიგეთ საკუთარი თავის შესახებ.

რას გააკეთებთ პირველ რიგში?


1.ადუღებული ჩაიდნის გამორთვა

image

თუ ჩაიდანი აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან ფეთქებადი ხასიათი გაქვთ. თქვენ სწრაფად და ორჭოფობის გარეშე ღებულობთ გადაწყვეტილებას და მიზნისკენ მისასვლელ გზაზე თქვენი გაჩერება შეუძლებელია.

მონოტონური საქმე მალე გბეზრდებათ. ასევე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავთ და სიურპრიზები არ გიყვართ. თქვენ გირჩევთ, ზუსტ გეგმას მისდიოთ, რომელიც მოულოდნელობას არ მოიცავს.

2.ტელეფონზე პასუხის გაცემა

image

ამ ვარიანტის არჩევა იმას გულისხმობს, რომ თქვენ კონცენტრირებული და დიპლომატიური ადამიანი ხართ. სხვა ადამიანების შეცდომების მიღება გიჭირთ. შეიძლება დაგახასიათონ როგორც საქმიანი ადამიანი, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება შეუძლია.

ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ახერხებთ. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ თქვენ სასარგებლო ნაცნობობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონთ.

3.მტირალი ბავშვის დამშვიდება

image

თუ პირველ რიგში ბავშვის დამშვიდებას ეცდებით, თქვენ გაწონასწორებული და გაბედული პიროვნება ხართ. თქვენ ახლობლების დახმარება მოგწონთ და მზად ხართ, სხვების გამო საკუთარი თავი მსხვერპლად შესწიროთ. თქვენ მეოჯახე ხართ და ადამიანებს შორის ურთიერთქმედებას აფასებთ.

მარტოობა გაშინებთ. გჭირდებათ, რომ გვერდით ვინმე იყოს. გირჩევნიათ სახლში ოჯახის წევრებს შორის დარჩეთ, ვიდრე ხმაურიან წვეულებაზე ბარში წახვიდეთ.

4.ძაღლს დივნის გაფუჭება აუკრძალოთ

image

თუ თავიდან ძაღლის დატუქსვას გადაწყვეტთ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ უწესრიგობას ვერ იტანთ: როგორც სახლში, ასევე ცხოვრებაში. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გააკონტროლოთ.

არ დამშვიდდებით, სანამ ყველაფერი თავის ადგილზე არ დალაგდება. მატერიალურ ღირებულებას და სოციალურ სტატუსს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. როგორც წესი, ყველა კითხვაზე პასუხი გაგაჩნიათ და ნებისმიერ სიტუაციაში არ დაიკარგებით.

რამდენად სწორია დახასიათება? ეთანხმებით ზემოთ თქმულს? გვიამბეთ კომენტარებში.


ასევე დაგაინტერესებთ:

1.ვინ ხართ ენერგეტიკის მიხედვით - მზე თუ მთვარე? (ტესტი)

2. ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ

3. ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ

4. ის, რაც პირველად სურათზე დაინახეთ, გიამბობთ თქვენ ამჟამინდელ მდგომარეობაზე

5. ტესტი: ხართ თუ არა ენერგოვამპირი?

6. ტესტი: რამდენად ლამაზი ხართ?

7. რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? ასეთია თქვენი პიროვნება

8. აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე

9. პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ

10. მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი - კარგად დააკვირდით, რა დაინახეთ სურათზე

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
3131
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
3131
  
2018, 25 დეკემბერი, 2:18
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1