x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"კაპადოკიაში ქართველები სახლობდნენ" - ილია ჭავჭავაძე
"კაბადოკიაში ქართველები სახლობდნენ" - ილია ჭავჭავაძე


ილია ჭავჭავაძე ძალიან დაინტერესებული გახლდათ ქართველური (იბერო-კოლხური) ტომების განსახლებით მცირე აზიის ტერიტორიაზე და მოკვლეული ჰქონდა უამრავი ინფორმაცია ამის შესახებ. აქ შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ინფორმაციას, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავის უმნიშვნელოვანეს წიგნში - "ქვათა ღაღადში" გვაწვდის:


"კაბადოკიაში ოდესღაც მართლა ქართველები მკვიდრებულან და ეს ქვეყანა კუთვნებიათ. ამას ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ დღეს იმ ადგილებს, მდინარეებს და მთებს ქართული სახელები შერჩენიათ. ამისი უტყუარი მაგალითები მოჰყავს განსვენებულ ჩუბინოვს, კიბერტის, ვივიენ სენ მარტენის, ტესიეს, ჰაჯი ხოლმას... მაგალითებრ:


ილია ჭავჭავაძე. ნახატის ავტორი: დავით კახიძე



1. თიანეთი.

2. ჩხორუმი - დაბა, მდებარე მახლობლად ამასიის ქალაქისა. სტრაბონის სამშობლოსი.

3. თავია - დაბა კიშერის მახლობელი ქალაქის ჩრდილოეთით.

4. მუჟური - ამ ქალაქის სამხრეთით.

5. თამარმე - კესარიის ქალაქის ახლოს.

6. ორგუბე - იქავ, კესარიის ახლო.

7. სარმურ - სახლი იქვე.

8. ჭიჭაკის მთა

9. ერჯირის მთა კილიკიაში.

10. თეჯირის მთა.

11. აცმურის მთა - მილითენის ქალაქის ახლოს.

12. ჭილობის მთა

13. ჩხატალი

14. ორთაყვის მთა - ნიღდის ქალაქის ახლო.

15. ფარხალი და დედა-მთა - საროსმდინარის ახლო.

16. ქუთაია

17. გომიში

18. ჭალა

19. ტაზის კარი (ტაშისკარი)

20. თავშანი

21. ენგური

22. კარი-ბაზარი

23. ქიზიყი - ქალაქია მარმარილოს ზღვის პირზე.

24. ონი - ქალაქია შავი ზღვის პირზე.

25. ნაჭილობევის მთა

26. ჟომურა (ჟამურა)

27. ქაჯთ-კარი

28. ნებიანი

29. ქურდბელი

30. თავშავის მთა

31. ატენი

32. გემრიელი-წყალი

33. თეძამი

34. ბალხარიის მთები დღესაც "გორჯი ბოღაზად" (ქართველთა მინდორი) იწოდებიან თურმე.


თვით ქსენოფონტე ჩუბინოვის სიტყვით, მოგვითხრობს, რომ ტრაპიზონი ბერძნების აშენებული ქალაქია კოლხიდელების ქვეყანაშიო.

კაპადოკიაში ქართველნი ყოფილან მკვიდრ-მოსახლენი. წმინდა მამანი იოანე ზედაზნელი და მისნი 12 მოწაფენი რომელნიც მოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის დანერგვისა და განმტკიცებისათვის, კაბადოკიელნი ქართველები იყვნენო."

ეს და სხვა მრავალი მტკიცებულება მოჰყავს ილია ჭავჭავაძეს ქართველური ტომების მცირე აზიაში განსახლებათა უტყუარ დასტურად.





ასევე დაგაინტერესებთ: ილია ჭავჭავაძის მოსაზრებები და გამონათქვამები



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


11
1400
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1400
  
2021, 7 იანვარი, 14:07
"Georgians lived in Cappadocia" - Ilia Chavchavadze

Ilia Chavchavadze was very interested in the settlement of Kartvelian (Ibero-Colchian) tribes in the territory of Asia Minor and had researched a lot of information about it. Here is one of the information that Ilia Chavchavadze provides in his one of the most important book - "The Cry of the Stones ":

"Once, in ancient times, there really were Georgians living in Cappadocia and this country belonged to them. This is proved by the fact, that today in those places, rivers and mountains have Georgian names.

1. Tianeti (თიანეთი).
2. Chkhorumi (ჩხორუმი) - a small town, located near the city of Amasya. Homeland of Strabo.
3. Tavia (თავია) - A small town north of the town near Kisher.
4. Muzhuri (მუჟური) - south of the town of Tavia.
5. Tamarme (თამარმე) - near the city of Caesarea.
6. Orgube (ორგუბე) - there, near Caesarea.
7. Sarmur (სახლი იქვე) - house nearby.
8. Mount TziTzak (ჭიჭაკის მთა)
9. Mount Ergir (ერჯირის მთა) in Cilicia.
10. Mount Tejiri (თეჯირის მთა).
11. Atsmuri Mountain (აცმურის მთა) - near the town of Militen.
12. Mount Chiloba (ჭილობის მთა)
13. Chkhatali (ჩხატალი)
14. Ortakvi Mountain (ორთაყვის მთა) - near the city of Nigda.
15. Parkhali and Deda-Mta (ფარხალი და დედა-მთა) - near the Saros River.
16. Kutaia (ქუთაია)
17. Gomishi (გომიში)
18. Chala (ჭალა)
19. Taziskari (Tashiskari) - ტაზის კარი (ტაშისკარი)
20. Tavshani (თავშანი)
21. Enguri (ენგური)
22. Kari-Bazari (კარი-ბაზარი)
23. Kiziki (ქიზიყი) - is a city at the mouth of the Marble Sea.
24. Oni (ონი) - is a city on the Black Sea coast.
25. Nachilobevi Mountain (ნაჭილობევის მთა)
26. Zhomura (Zhamura) - ჟომურა (ჟამურა)
27. Kajt-Kari (ქაჯთ-კარი)
28. Nebiani (ნებიანი)
29. Qurdbeli (ქურდბელი)
30. Mount Tavshavi (თავშავის მთა)
31. Ateni (ატენი)
32. Gemrieli Tskali (გემრიელი წყალი)
33. Tedzami (თეძამი)
34. The mountains of Balkhari are still called "Gorji Boghaz" (Georgian field).
2021, 7 იანვარი, 14:07
According to Xenophon, Trabzon is a city built by the Greeks in the country of the Colchis.

Georgians were the inhabitants of Cappadocia. "Holy Father John of Zedazeni and his 12 disciples who came to Georgia to introduce and strengthen Christianity were Cappadocian Georgians."

This and many other evidences are given by Ilia Chavchavadze as an unequivocal proof of the settlements of the Kartvelian tribes in Asia Minor.

Cappadocians were related to Georgians. This explains the desire of 13 Cappadocian clergymen (so-called 13 Assyrian fathers) to preach Christianity in Georgia and to establish it in the 6th century. The clergy who came to Cappadocia for this purpose were not Mesopotamians, but Cappadocians from Asia Minor, but they were still mistakenly called "Assyrian fathers" because ancient writers referred to Cappadocians as Syrians or Mesopotamians. If they did not know the Georgian language very well as the mother tongue of these 12 saints who came to Georgia under the leadership of John the Baptist, how would they dare to do so or how would they preach to the Georgian people?
It is noteworthy that St. George was a Cappadocian and because of this Georgians respected him uniquely. St. Nino was also a Cappadocian and it was she who converted Kartli to Christianity. He also knew Georgian very well.
2020, 5 დეკემბერი, 5:28
კაპადოკიელები ენათესავებოდნენ ქართველებს. სწორედ ამით აიხსნება 13 კაპადოკიელი სასულიერო პირის (ე.წ. 13 ასურელი მამის) სურვილი, რომ საქართველოში ქრისტიანობა ექადაგათ და მეტად გაემყარებინათ მე-6 საუკუნეში. ამ მიზნით კაპადოკიიდა საქართველოში ჩამოსული სასულიერო პირები არ იყვნენ მესოპოტამიელები, არამედ იყვნენ კაპადოკიელები, მცირე აზიიდან, მაგრამ მათ მაინც "ასურელი მამები" ეწოდათ შეცდომით, ვინაიდან ძველი მწერლები კაპადოკიელებს სირიელებად ან მესოპოტამიელებად მოიხსენიებდნენ. ქართული ენა რომ ძალიან კარგად არ სცოდნოდათ, როგორც მშობლიური ენა ამ 12 წმინდანს, რომლებიც საქართველოში იოანე ზედაზნელის მეთაურობით მოვიდნენ, როგორ გაბედავდნენ ამას ან როგორ უქადაგებდნენ ქართველ ხალხს?
აღსანიშნავია ისიც, რომ წმინდა გიორგი კაპადოკიელი იყო და ამის გამოც სცემდნენ პატივს ქართველები გამორჩეულად. წმინდა ნინოც კაპადოკიელი იყო და სწორედ მან გააქრისტიანა ქართლი. მანაც ძალიან კარგად იცოდა ქართული ენა.
2020, 14 ოქტომბერი, 9:33
"რადგანაც კაპადოკიის ხალხს ჰქონდა მონათესავეობა საქართველოს ხალხთან, ამითი განიმარტების სურვილი კაპადოკიის სულიერთა მამათა დამყარებად საქართველოში ქრისტიანობის სარწმუნოებისა. მოსულნი ამ აზრით იოანე ზედაზნელი თორმეტის მოწაფეებითურთ, არ იყვნენ მესოპოტამიელნი, არამედ კაპადოკიელნი, ამიტომ რომ ძველნი მწერალნი კაპადოკიელთა რაცხამდენ სირიელად ან მესოპოტამიელად. თუ ქართული ენა არ სცოდნოდათ ამ წმინდანებს, საქართველოში ვერ გაბედავდნენ მოსვლასა და ვერც მოიმოწაფებდენ ხალხსა.
ესეც უნდა ვსთქვათ, რომ წმინდა გიორგი იყო კაპადოკიელი და ამის გამო მთელს საქართველოში ძალიან პატივცემულია. ამ წმინდა გიორგის მონათესავე იყო წმინდა მოციქულთ-სწორი ნინო, აგრეთვე კაპადოკიელი და მცოდნე ქართულის ენისა. უამისოდ არ შეძლო ქადაგება ქრისტეს სარწმუნოებისა და მოქცევა ქართლისა."
ალესანდრე ჭყონია. "ისტორიული ნარკვევი". გვ. 52.
2020, 13 ივნისი, 4:10
სტრაბონი ერთდროულად გვაწვდის ძალიან საინტერესო ინფორმაციას თავისი წარმოშობის შესახებ და ასევე კაბადოკიელთა სამეტყველო ენის და წარმოშობის შესახებ:

"მე დავიბადე ქალაქ ამასიაში - კაბადოკია. დედაჩემი იყო კაბადოკიელი ლაზო-ჭანური წარმოშობის. კაბადოკიელები ლაპარაკობენ ამ ხალხის ენაზე. (" ივ. ლოლაშვილი. "ქართული წიგნისა და მწერლობის საწყისებთან." თბილისი 1978 წ. გვ. 52.)

საინტერესოა ისიც, რომ წმინდა ნინო და წმინდა გიორგი კაბადოკიელები იყვნენ.
2018, 26 დეკემბერი, 5:35
anims.ga უყურეთ ქართულად გახმოვანებულ ფილმებს HD ხარიახით
2018, 25 დეკემბერი, 23:26
იქნებ დამილინკოთ, როცა დადებთ ამ სიას. მადლობა წინასწარ
2018, 22 დეკემბერი, 22:45
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 22 დეკემბერი, 18:40
ამას კარგა ხნის წინ ვამბობდი და გიჟად მნათლავდნენ))) მაგრამ ახლა ნელ-ნელა ყველაფერს ეფინება ნათელი.
2018, 22 დეკემბერი, 18:16
ვერ მონათლავენ :) მალე დავდებ ყველა სოფლის სიას, რომელიც ტაო-კლარჯეთში და ლაზეთში ქართული იყო და არის, მაგრამ თურუქლად გადაუკეთეს სახელები ცოტა ხნის წინ. ეს ფაქტებია, ჩავიდნენ და ნახონ სკეპტიკოსებმა :)) შესაძლებელია სრულიად, რომ კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქებიც პროტოქართველების აშენებულია,
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10