x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რა ეწერა და სად გაქრა სტალინის შავი დღიური?
image


1953 წლის მარტში ხალხთა ლიდერი იოსებ სტალინი გარდაიცვალა. იმ დღეებში ერთ-ერთი მთავარი გამოცანა უკავშირდება ე.წ. შავ რვეულს, რომელიც, როგორც რამდენიმე მკვლევარმა მიიჩნია, საბჭოთა ლიდერის პოლიტიკური აღთქმა იყო. ბელადის გარდაცვალების მერე ეს საიდუმლო რვეული გაქრა.

სტალინი გარდაიცვალა 5 მარტს, 21:50 საათზე, თავის ტვინში სისხლჩაქცევის შედეგად. რამდენიმე საათით ადრე, ხალხთა ლიდერის თანამებრძოლებმა სახელმწიფო და პარტიის პოსტები გადაინაწილეს. პრივილეგირებული პოზიცია - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ადგილი დაიკავა გიორგი მალენკოვმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა - კომუნისტურ პარტიის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა, ლავრენტი ბერია კი კურირებდა შინაგან საქმეთა ორგანოებსა და სპეცსამსახურებს.

სტალინის გარემოცვის იმ დღეების სერიოზული თავის ტკივილი, ისტორიკოსების თქმით, იოსებ სტალინის ე.წ. შავი დღიური იყო. არავინ იცოდა ზუსტი შინაარსი, რა ეწერა რვეულში.. სავარაუდოდ, იგი შეიცავდა საიდუმლო ჩანაწერებს საბჭოთა ლიდერის თანამებრძოლების მიმართ.


წიგნის, "როგორ მოკლეს სტალინი", ავტორის, ნიკოლაი დობრიუხის აზრით, ლიდერი კიდევ ერთხელ ემზადებოდა მისი გარემოცვის დიდი წმენდისთვის. სინამდვილეში, დაგეგმილი იყო ახალი დიდი წმენდა. სტალინის წნეხის ქვეშ შეიძლება ძველი გვარდიის პარტიული მუშაკები, მათ შორის ბერია, ხრუშჩოვი და მალენკოვი მოხვედრილიყვნენ.

არ არის გამორიცხული, რომ ლიდერის გეგმების შესახებ იცოდა გარემოცვამ. ძველი გვარდიის ნაცვლად, სტალინი სავარაუდოდ, აპირებდა ახალი კადრების ჩამოყალიბებას ქვეყნის ხელმძღვანელობაში. თავის გეგმების შესახებ ის მხოლოდ შავ რვეულში წერდა.

ლიდერის განზრახვაზე მისი გარემოცვა ძალიან ნერვიულად რეაგირებდა. მათ ინტრიგები დაიწყეს. მინისტრთა საბჭოს უფროსის მოადგილე ნიკოლაი ვოზსენსკიკი იყო სასტიკი ძალაუფლების ბრძოლის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. შემდეგ ლენინგრადის რეგიონალური პარტიის კომიტეტის პირველი მდივანი ალექსეი კუზნეცოვი დახვრიტეს.

ყველა მათგანი გაამგზავრეს იმ ქვეყნად "ლენინგრადის საქმის" ფარგლებში. იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ სტალინი ემზადებოდა, მთავრობა ჩაებარებინა პარტიზანული მოძრაობის ყოფილი ლიდერისთვის, პანტელეიმონ პონომარენკოსთვის. მას კარგი განათლება და კარგი ორგანიზაციული უნარები ჰქონდა. შავ რვეულში ბელადს შეეძლო დაეტოვებინა ჩანაწერი ნიჭიერი მენეჯერის, პონომარენკოს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის შესახებ. ძველ გვარდიას კი ეს სიტუაცია არ აწყობდა.

სიტუაცია განსაკუთრებით არასასურველი იყო ბერიასთვის. ისტორიკოსები აცხადებენ, რომ სტალინის დამოკიდებულება მისი ქართველი თანამებრძოლის მიმართ ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. ბერია შიშობდა, რომ შავი რვეული მის მომავალს საშიშროებას უქმნიდა.

შემთხვევითი არ არის, რომ ლავრენტი პავლოვიჩი პირველი იყო, რომელიც შევიდა სტალინის საძინებელში, როდესაც ლიდერი უკვე აგონიაში იყო. ეს მოხდა 3-4 მარტის ღამეს. ისტორიკოსი ვალერი მელივანი ამტკიცებს, რომ ბერიამ ბელადის სიკვდილის შემდეგ ბევრი პერსონალური ფურცელი წაიღო, მათ შორის, შავი რვეულიც. ბერიას დაკავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კომპეტენტური ორგანოები ძალიან დაინტერესდნენ შავი რვეულის ბედით. ბერიას შვილი, სერგო იხსენებს, რომ მას დედასთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში კითხავდნენ. მაგრამ მათ არ იცოდნენ, თუ რა ბედი ეწია იდუმალ ხელნაწერებს.

მწერალი, სპეცსამსახურების ისტორიკოსი გენადი სოკოლოვი მიიჩნევს, რომ შავი რვეული მოხვდა კაგებეს პირველი ხელმძღვანელის, ივან სეროვის ხელში, რომელმაც ბერია დააპატიმრა. ჩანაწერები მან გონივრულად დატოვა თავისთან. მკვლევარი მიიჩნევს, რომ შავ რვეულში იყო ბევრი კომპრომატი ხრუშჩოვის შესახებ, რის გამოც, ნიკიტა ხრუშჩოვი იძულებული იყო, ანგარიში გაეწია სპეცსამსახურებისთვის.

1963 წელს GRU პოლკოვნიკის ოლეგ პენკოვსკის ღალატის გამო. სეროვი სპესამსახურიდან გაააგდეს და იგი იძულებული გახდა, შავი რვეული ხრუშჩოვისთვის გადაეცა.

ნიკიტა სერგეივიჩმა დააჩქარა სახიფათო აქტივის განადგურება, ამბობს ისტორიკოსი გენადი სოკოლოვი. მისი აზრით, თუ შავი რვეული არ განადგურდებოდა, დიდი ხნის მერე გამოქვეყნდებოდა.

ჟურნალისტი, მოსკოვის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ანდრეი ბინევი ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე წყაროს დღიური, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებულია.














2
673
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
673
  
2019, 6 იანვარი, 8:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 22 დეკემბერი, 22:44
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 2