x
image
ღიმილიანი
უნდა გადავუხადოთ თუ არა პატარებს დაბადების დღე გრანდიოზულად?
რამდენიმე დღის წინ ცნობილი ფსიქოლოგი კელ ფლენეგელი თავის ბლოგზე წერდა საკუთარ ვაჟთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუკეთა დაბადებისდღისთვის საჩუქარი და აჩუქა ის, რაც მას არ უთხოვია, მაგრამ სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვაჟი სულ რაღაც 6 წლისააა, ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ბავშვს ამ ასაკში ყველაზე მეტად სჭირდება იმის აღქმა, რომ შესაძლებელია, ცხოვრებისგან ყოველთვის ვერ მიიღოს ის, რაც მას თავად უნდა. აქვე იყო საუბარი იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა ყოველ დაბადების დღეზე ჩვენს შვილებს მოვუწყოთ გრანდიოზული დღესასწაულები.


image

წარმოგიდგენთ ამ ყოველივეს დადებითსა და უარყოფით მხარეს.

დადებითი მხარე:


გრანდიოზულად დაბადების დღის აღნიშვნისას - ბავშვი ეჩვევა საზოგადოებრივ შეკრებებს დიდი მასშტაბით, გრძნობს, რომ ის განსაკუთრებულია, იღებს უამრავს საჩუქარს, უხარია დაბადების დღეზე სხვადასხვა გასართობ თამაშში მეგობრებთან ერთად მონაწილეობა.


რაც შეეხება უარყოფით მხარეს:

არის ტენდენცია, რომ ბავშვმა ასეთი გრანდიოზული დაბადების დღეები ყოველთვის მოითხოვოს და მუდმივად ელოდოს, რომ მშობლები რაიმე განსაკუთრებულს მოუწყობენ. მშობლები ხარჯავენ უფრო მეტ ფულს ამ დღესასწაულის მოწყობაზე და ბავშვი ვერ აანალიზებს ამას. ალბათ, იფიქრებთ, რა ბავშვის სადარდებელიაო ეს, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგი მიუთითებს, მცირე ასაკიდანვე უნდა დავაჩვიოთ პატარა, იყოს გამგები, ითვალისწინებდეს მშობლების ფინანსურ სიტუაციას.

მთავარი პრობლემა, როდესაც მუდმივად გრანდიოზულ დღესასწაულს ვაწყობთ, არის ის, რომ ბავშვს უყალიბდება განცდა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მიიღოს ყოველ ჯერზე. და, თუ ერთ დღესაც ვერ მოუწყობთ ასეთ დაბადების დღეს, მისთვის გაუგებარი იქნება, რატომ.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად პატარას ასეთი დაბადების დღეები სულაც არ სჭირდება, ეს უფრო მშობლებს უნდათ, ნათესავებში თუ საზოგადოებაში თავის გამოჩენა, ფოტოსესიების მოწყობა და ა.შ.






რჩევა: რა თქმა უნდა, კარგია, თქვენს პატარას დღე გაულამაზოთ, მაგრამ დაფიქრდით, რა ფორმითა და როგორ, რადგან მუდმივად მისი სურვილების შესრულება მის ბედნიერებაზე ზრუნვას არ ნიშნავს.

პირიქით, თქვენ თუ ყოველთვის გაქვთ გრადნიოზულად აღნიშვნის შესაძლებლობა და ყველაფერს უსრულებთ მათ, ართმევთ უნარს, მომავალში დაბრკოლებები გადალახონ, რადგან ერთ დღესაც თუ თქვენ ვერ დაეხმარებით და ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მათ სურთ, ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ვერ გაუმკლავდებიან ცხოვრებისგან მიღებულ "არას" !



0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0