x
ამერიკელების მიერ სირიის დატოვება პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა

image

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანას იწყებენ. ეს გადაწყვეტილება თეთრ სახლშიც დაადასტურეს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ტვიტერზე გააკეთა: "სირიაში ჩვენ დავამარცხეთ ისლამური სახელმწიფო, რაც ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში იქ ყოფნის ჩემი ერთადერთი მიზანი იყო".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი მსგავს განცხადებას აკეთებს. მან 1-ლ აპრილს იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება გამოიწვია. მაშინ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ სირიიდან ასე სწრაფად გამოსვლა
დაუშვებელი იყო, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი კი აცხადებდა, რომ მიუხედავად "ისლამური სახელმწიფოს" დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგებისა, არსებობდა ამ რადიკალური დაჯგუფების მიწისქვეშეთში გადასვლის საშიშროება და ტერორისტული აქტების ორგანიზება, რის გამოც საჭირო იყო შეერთებული შტატების ჯარები იმდენი ხანი დარჩენილიყვნენ სირიაში, რამდენიც აუცილებელი იქნებოდა "ისლამური სახელმწიფოს" სრულიად გასანადგურებლად.
სირიაში კონფლიქტი უკვე მერვე წელია მიმდინარეობს. ყველაფერი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მშვიდობიანი გამოსვლებით დაიწყო, მაგრამ მალე ყველაფერი სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

ამ რვა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სწორედ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება იქნება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაბიჯი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო და არა მარტო იმიტომ, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხე ბოლომდე არ განეიტრალებულა.
რას ჰპირდებოდა ამერიკა სირიელ ხალხს?
შეერთებული შტატები მთელი ამ რვა წლის განმავლობაში სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შეცვლას მოითხოვდა. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის ყოფილი პრეზიდნეტის ბარაკ ობამას განცხადებაც, რომელიც მან 2011 წელს გააკეთა:

"სირიის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, მაგრამ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ამას ეწინააღმდეგება. მისი მოწოდებები დიალოგისა და რეფორმების შესახებ უსარგებლოა მაშინ, როცა ის აპატიმრებს, აწამებს და ხოცავს საკუთარ ხალხს. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ პრეზიდნეტი ასადი დემოკრატიულ ცვლილებებს უნდა ჩასდგომოდა სათავეში ან გზიდან მოგვშორებოდა. მან ეს არ გააკეთა. სირიელი ხალხის გულისთვის, დრო დადგა, რომ პრეზიდენტი ასადი გადადგეს". წაიკითხეთ ვრცლად


1
100
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
100
  
2018, 20 დეკემბერი, 22:55
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1