x
image
ღიმილიანი
სწორია - არასწორია! ქართული ენის მართლწერის საკითხები - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
image

მიუხედავად იმისა, რომ გვინდა სწორად ვწეროთ და ვიმეტყველოთ, მაინც ხშირად გვეპარება შეცდომები. სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც მრავლად გვხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დავიწყოთ საკუთარი სახელებით:

ყველაზე პრობლემურია უცხოური გეოგრაფიული საკუთარი სახელები, რომლებიც "ა"- ზე ბოლოვდება. მაგალითად, ბარსელონ-ა.


სწორია: ბარსელონ-ის, ბარსელონ-იდან.

არასწორია: ბარსელონ-ას, ბარსელონა-დან.

ნათესაობითი ბრუნვა (ბრუნვის ნიშანი -ის) არ უნდა აგვერიოს მიცემით ბრუნვაში ( ბრუნვის ნიშანი -ს). მაგ, ფრაზა: "ბარსელონას ვგულისხმობ" - აქ მიცემით ბრუნვაში დგას "ბარსელონა", და თუ ვამბობთ: "ბარსელონის აეროპორტი", აქ "ბარსელონა" დგას ნათესაობით ბრუნვაში.

ასევე ხშირად გვხდება საკუთარი სახელების არასწორად გამოყენების შემთხვევები:

არასწორია - სწორია:

მერაბისთან - მერაბთან
ჯემალისთან - ჯემალთან
ანზორისთან - ანზორთან
გურამისთან - გურამთან
ოთარისთან - ოთართან

გიორგთან - გიორგისთან
თამაზიზე - თამაზზე
ნესტანიზე - ნესტანზე
ნოდარიზე - ნოდარზე

რამაზიზე - რამაზზე

დიმიტრზე - დიმიტრიზე

ლევანიზე - ლევანზე
ბაკურისთან
- ბაკურთან

ეთერიზე - ეთერზე


რაოდენობითი რიცხვითი სახელების ჯერობის გამოხატვისას ემატება -ჯერ, მაგრამ გამონაკლისია - ერთხელ (და არა, ერთჯერ).

არასწორია: ერთჯერ.

სწორია: ერთხელ ( გამონაკლისია )


დაიმახსოვრეთ:

არასწორია - რამოდენიმე

სწორია - რამდენიმე

არასწორია - თითეული ან თვითეული

სწორია - თითოეული

არასწორია - ჩვენთაგანი, თქვენთაგანი

სწორია - ჩვენგანი, თქვენგანი


ხშირია შეცდომა "იგივე" (ერთი და იგივე) ნაცვალსახელის ბრუნებისას.

სახელობიითი ბრუნვის გარდა, დანარჩენ ბრუნვებში "იგივე"-ს ენაცვლება "იმავე", მაგ:

სახ. იგივე / ერთი და იგივე სახლი
მოთ. იმავე-მ / ერთმა და იმავე სახლ-მა
მიც. იმავე-ს / ერთ(სა) და იმავე სახლ-ს
ნათ. იმავე-ს / ერთი და იმავე სახლ-ის
მოქ. იმავე-თი / ერთი და იმავე სახლ-ით
ვით. იმავე-დ / ერთ(სა) და იმავე სახლ-ად




1
2291
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2291
  
2018, 20 დეკემბერი, 22:57
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1