x
image
პროფესორი
რატომ დახვრიტეს ქართველი ტანკისტები უნგრეთში 1956 წელს?

image

1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ, საბჭოთა კავშირმა უნგრეთის თავისუფლების სურვილის ტანკებით დათრგუნვა მოიწადინა, ბუდაპეშტში გამაოგნებელი ამბავი მოხდა: უნგრეთის დედაქალაქში, მთავარ ხიდზე, საბჭოთა სატანკო კოლონას უნგრელმა პატრიოტებმა მდუმარედ ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები დაახვედრეს, -- ფაშისტთა მძლევლები ფაშისტურად ხომ არ გაგვიმეტებენო...

ტანკების კოლონიდან არავის უფიქრია შეჩერება, წიოკით აქეთ-იქით მიმოფანტულ ბავშვებს შორის სიჩქარის შეუნელებლად ჩაიგრუხუნეს... მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და პატარებს თავშესაფარში გაქცევა აცალა. კოლონას "ვილისით" რომელიღაც დიდი გენერალი მისდევდა ამალით. ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და იმავე ხიდზე საჯაროდ მიახვრიტეს...
ოთხივე ქართველი იყო...


image

5
914
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
914
  
2018, 25 დეკემბერი, 21:53
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 21 დეკემბერი, 5:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 20 დეკემბერი, 21:20
სამწუხაროდ ავტორს წყარო არ უწერია.........
2018, 20 დეკემბერი, 18:02
მეც მახსოვს ეს ისტორია, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში, მას მერე ვეძებ წყაროს და ვერ ვიპოვე, არადა ძალიან მაინტერესებს.
2018, 20 დეკემბერი, 15:18
მოვიწონე, მაგრამ ტყუილია ეს ინფორმაცია. გადავამოწმე ეს ინფორმაცია, როგორც კი გავრცელდა მაშინ და მსგავსი რამ არათუ მე, ვერც სამხედრო ისტორიის მკვლევარმა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ბატონმა გურამ კუხალეიშვილმაც ვერსად მოიძია.
თან სამხედრო ტრიბუნალის გარეშე ვერცერთი გენერალი ვერავის დახვრეტდა, მით უფრო ტანკის ეკიპაჟს.
0 1 5