x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
4 წლიანი უიმედო კომიდან გამოღვიძებულმა ამერიკელმა გოგონამ თავისი მონაყოლით ახლობლები გააოცა
image

ამერიკის შეერთებულ შტატებში, გოგონამ, სახელად ვიქტორია არლენმა 4 წლიანი კომის მერე გამოიღვიძა და თავისი მონაყოლით ნათესავები გააოცა. ამის შესახებ წერს Newsner-ი.

ვიქტორია დაიბადა ჯანსაღი ბავშვი და აქტიურად მისდევდა სპორტს. თუმცა, 11 წლის ასაკში იგი დაავადდა გრიპით, ხოლო, შემდეგ პნევმონიით.

გოგონამ დაკარგა ცნობიერება რამდენჯერმე, რის შედეგადაც, ფაქტიურად, პარალიზებული გახდა წელს ქვემოთ. განუვითარდა თავის და ზურგის ტვინის სერიოზული ანთება, რის შედეგადაც მან დაკარგა გადაადგილების უნარი, გოგონა კომაში ჩავარდა.


ექიმები მის გამოჯანმრთელებაზე იმედს არ იძლეოდნენ. მას მილის საშუალებით კვებავდნენ.

თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, 2010 წელს სასწაული მოხდა - პაციენტმა გაიღვიძა. მან თქვა, რომ კომაში ყოფნისას, მას ყველაფერი ესმოდა, რასაც სხვები საუბრობდნენ, მაგრამ ვერ პასუხობდა, მას თითების მოძრაობაც კი არ შეეძლო.

"ჩემს მშობლებს ჩემი გამოჯანმრთელების სჯეროდათ, მათ ჩემი ოთახი საავადმყოფოს პალატას დაამსგავსეს, დღე და ღამე ზრუნავდნენ ჩემზე, ძმები კი მიყვებოდნენ ყველაფერზე, რაც ოთახის გარეთ ხდებოდა." - იხსენებს ვიქტორია.


image

მისი თქმით, მისი ოჯახის დახმარებით მან შეძლო ძალის მოკრება და დაავადების დამარცხება. მშობლებმა არ იცოდნენ, რომ გოგონას მათი ლაპარაკი ესმოდა.

კომიდან გამოსვლის მერე გოგონამ ინვალიდის ეტლში გადაინაცვლა. 2015 წელს მან შეძლო პირველი ნაბიჯების გადადგმა, ხოლო, 2016 წელს - რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ყავარჯნის გარეშე.

საბოლოო ჯამში, ვიქტორია გახდა პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორი და საცურაო და სპორტული არხის ESPN- ის წამყვანი.


imageimage

image



1
1300
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1300
  
2018, 20 დეკემბერი, 22:55
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1