x
image
პროფესორი
პერესი ოქტომბერში მოურინიოს რეალში დაბრუნებას სთავაზობდა,მაგრამ პორტუგალიელმა უარი თქვა
image

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა დამრიგებელმა რამდენიმე კვირის წინ მადრიდის რეალის წინადადებაზე უარი თქვა, თუმცა ამის მიუხედავად, პერესი მზადაა დააბრუნოს იგი პოსტზე.

რეალის შეფი ოქტომბერში დაუკავშირდა ჟოზეს, თუმცა მოურინიომ უარი უთხრა. მოგვიანებით რეალის ვიცე პრეზიდენტი სანჩესი ესაუბრა მოურინიოს აგენტ ჟორჟე მენდეშს."ელ პაისი" წერს, რომ კლუბი გაისად, 1 ივლისის შემდეგ გეგმავს სპეციალისტის გაფორმებას, რათა მანჩესტერისთვის 5 მილიონი ევრო კომპენსაციის გადახდა აირიდოს. ჟოზეს წელიწადში 20 მილიონს შესთავაზებენ, გამოუყოფენ დიდ თანხას შემადგენლობის გასაძლიერებლად და სრულ თავისუფლებას მისცემენ სატრანსფერო მიმართულებით.


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება რეალის მთავარ მწვრთნელს, სოლარის სთხოვეს. მოურინიოს დაბრუნების შესახებ საკუთარი აზრი გამოხატა მარსელომაც.


image

სოლარი:"ჭორები ყოველდღიურად ვრცელდება და ეს ცხოვრების ნაწილია.თავს ისე ვგრძნობ, როგორც აქ მოსვლის პირველ დღეს. სწორედ ამიტომ, განწყობილი ვარ, მთლიანად ჩავეფლო შრომაში."


image


მარსელო:"სამწუხაროა, რომ მოურინიო მოხსნეს. ის საუცხოო მწვრთნელია, რომელიც უკლუბოდ არ უნდა იყოს. არაა ჩემი საქმე იმის განხილვა, უნდა მოიწვიონ თუ არა ის რეალში. თუმცა ძალიან ვაფასებ ყველაფერ იმას, რაც ჟოზემ ამ კლუბში გააკეთა."

1
83
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
83
  
2018, 20 დეკემბერი, 22:58
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1