x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინული ტელეარხის ჟურნალისტები ამსტერდამში ეწვივნენ მიხეილ სააკაშვილს. ყოფილმა პრეზიდენტმა მათ განუცხადა, რომ დედა ეხმარება ფინანსურად

image

უკრაინული ტელეარხის «1+1», საავტორო გადაცემის "უკრაინული სენსაციები"-ს ავტორებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ასევე ყოფილ გუბერნატორს“ მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიაში, ამსტერდამში მიაკითხეს ინტერვიუს ასაღებად. ჟურნალისტების თქმით ყოფილი პრეზიდენტი მათ ესაუბრა რუსულ ენაზე, ყველა ჟურნალისტისთვის გასაგები რომ ყოფილიყო მისი საუბარი.
ჟურნალისტები იმყოფებოდნენ პოლიტიკოსის ბინაში. "ცოცხალი ყვავილები, ორიოდე სურათი, ერთი ფლაკონი სუნამო და "Rolex"-ის ბრენდის საათი"-აი, რაც მოგვხვდა თვალში სააკაშვილის ბინაში - განაცხადეს ჟურნალისტებმა.
სააკაშვილი ჰოლანდიის დედაქალაქში ფუფუნებაში არ ცხოვრობს, მისი სიტყვებით, ახლა, როცა ფინანსური პრობლემები აქვს, მის ოჯახს ფინანსურად ეხმარება დედამისი. "საკმარის თანხას გამოიმუშავებს, რომელი თანხიდანაც ჩემს მეუღლეს და უმცროს შვილსაც ეხმარება და მეც მიგზავნის თანხის გარკვეულ რაოდენობას"-განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით კომუნალური ბინა ბუნებრივი გაზით და დენით უჯდება 350 ევრო, ბინის დასუფთავების ჩათვლით კი ეს თანხა ადის 400 ევრომდე.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მას ახსოვს უკრაინა, მას უყვარს უკრაინა და უკრაინელები და თვლის, რომ უკრაინა მომავალში ევროპის პოტენციურად უზარმაზარი სახელმწიფო გახდება.
"ჩარჩების მთავრობასთან" მებრძოლმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პასპორტი ყველგან თან დააქვს. მან აგრეთვე განაცხადა, თუ როგორ უნდოდათ პარიზის აეროპორტში მისთვის უკრაინული პასპორტის წართმევა, რადგან ჩათვალეს, რომ პასპორტი მოპარული ან ყალბი იყო, რაზეც მისი რეაქცია იყო: "ამ პასპორტს მხოლოდ მკვდარს თუ წამართმევთ, ცოცხალი კი არ დაგითმობთ".


3
230
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
230
  
2018, 20 დეკემბერი, 9:05
რამდენი ვიცინე))))))
2018, 19 დეკემბერი, 23:14
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 3