x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
დასახელდა 2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი სიმღერები

imageსერვისმა Shazam-მა გამოავლინა 2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი სიმღერები.



ყველაზე ხშირად მომხმარებლები აპლიკაციაში ეძებდნენ ბრიტანული ჯგუფის Clean Bandit-ის და დემი ლოვატოს ერთობლივ ტრეკს "Solo"-ს, 9 მილიონზე მეტჯერ.


მეორე პოზიციაზე გავიდა Nicky Jam და J. Balvin კომპოზიციით Х





ხოლო მესამე საპატიო ადგილი დაიკავა სიმღერამ "One Kiss" Calvin Harris-სის და Dua Lipa-ს შესრულებით.


პირველ ათეულში აგრეთვე მოხვდენენ ლიტველი მუსიკოსის Dynoro -ს და Gigi D’Agostino-ს კომპოზიცია "In My Mind", ედ შირანის "perfect", ტომ უოკერის "Leave A Light";Maroon 5 -ის და კანდი ბის -"Girls like you}, ენ მარის და პროდისერის, მარშმელოს-"Friends";დევიდ გეტას და Sia-ს "Flames", კარდი ბის, ჯეი ბალვინის და ბედ ბუნის " I Like It ".



აღსანიშნავია, რომ პოპულარული ტრეკების პირველ ათეულში მხოლოდ ორი სიმღერაა ცალკე შემსრულებლით, დანარჩენები ერთობლივი ნამუშევრებია(დუეტი და ტრიო), აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ათეულში 5 ბრიტანელი შემსრულებელია.


დეკემბრის დასაწყისში სერვისმა Spotify -აც დაასახელა 2018 წლის სამი ყველაზე მოსმენადი მუსიკოსი, სამივე რეპერია: დრეიკი, Post Malone და XXXTentacion-ი.



ასევე რამდენიმე დღის წინ, კომპანია Universal Music Group-მა გამოაქვეყნა მომხმარებელთა სქრიმინგ-სერვისის მონაცემები, რის მიხედვითაც ჯგუფი Queen-ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" ალბომიდან «A Night At The Opera»(1975) ХХ საუკუნის ყველაზე მოსმენადი სიმღერა გახდა, იგი მოსმინეს 1, 6 მილიარდჯერ.

2
122
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
122
  
2018, 19 დეკემბერი, 23:04
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 19 დეკემბერი, 19:35
კლეან ბანდიტ -სოლო მეც მაგრად მევასება
0 1 2