x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?
image

თანამედროვე ცხოვრებაში ხშირად ისეთ მოვლენასთან შეჯახება გვიწევს, როგორიც არის საცობი. გზაზე საცობში მოხვედრისას, ადამიანები დროის უსარგებლოდ დაკარგვის გამო ნერვიულობას იწყებენ. სინამდვილეში ასეთ დროს შეგიძლიათ პანიკაში არ ჩავარდეთ, არამედ, პირიქით, მოდუნდეთ. ასე რომ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევა, თუ საცობში მოხვედრისას დრო სასარგებლოდ როგორ გავატაროთ:

1.წესრიგი დაამყარეთ

სავარაუდოდ, ავტომობილში ბევრი უსარგებლო ნივთი გაქვთ. საცობში მოხვედრის დროს, ნაგავი დაახარისხეთ, სანივთე ყუთში წესრიგი დაამყარეთ, სალონიდან მტვერი გადაწმინდეთ, სარკე გაასუფთავეთ და უსარგებლო ნივთები მოიშორეთ.



2.გასაკეთებელი საქმეების სია შეადგინეთ

უახლოეს გეგმასა და შეხვედრაზე დაფიქრდით, საკუთარ კალენდარში შეიყვანეთ. ამასთან, საყიდლების სია შეადგინეთ, რეალიზაციის დღე აირჩიეთ და ასე მთელი კვირა დაგეგმეთ.


3.თვითგანათლებით დაკავდით

მუდმივად მუსიკის მოსმენა მოსაბეზრებელია. სწორედ ამიტომ მუსიკა შეგიძლიათ აუდიო წიგნით ან უცხო ენის შესასწავლად აუდიო მასალით ჩაანაცვლეთ. თუ საცობი საკმაოდ გრძელია, შეგიძლიათ სპეციალური ინტერაქტიული აპლიკაცია გამოიყენოთ, რომლის დახმარებით ენას სწრაფად და ძალდატანების გარეშე შეისწავლით. ამრიგად, მცირე ტემპებით სხვადასხვა ასპექტების ათვისებას შეძლებთ. სწორედ ამიტომ, საცობში მოხვედრისას თვითგანათლებით დაკავდით!

image

4.მოდუნდით

მოსადუნებელი ბუნების ხმა ან უბრალოდ დასამშვიდებელი მუსიკა ჩართეთ, ეცადეთ სიმშვიდესა და სუნთქვაზე კონცენტრირება მოახდინეთ და არაფერზე არ იფიქროთ. სხვათა შორის, ასეთი მედიტაციის ტექნიკა დაგეხმარებათ ნერვების დამშვიდებაში, თავის განტვირთვაში და გონებიდან არასაჭირო ინფორმაციის მოშორებაში.


5.ტელეფონზე ილაპარაკეთ

ხშირად სამუშაო დღეებში დრო არ გვყოფნის რომ ნათესავებს შეეხმიანოთ და მოიკითხოთ, თუ როგორი მიდის მათი საქმეები, ან მეგობართან წაიჭორავოთ. შედეგად, საცობი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ აუცილებელი ზარი განახორციელოთ და მნიშვნელოვანი რამეებზე ყოველგვარი სიჩქარის გარეშე ისაუბროთ.

image

6.წაიკითხეთ

ამ პუნქტზე წინასწარ იზრუნეთ. ელექტრონული მოწყობილობის დახმარებით წაკითხვა, რა თქმა უნდა, ცუდი ვარიანტი არაა. მაგრამ სამსახურის დღეებში თვალი ისედაც სწრაფად იღლება. სწორედ ამიტომ, ავტომობილში წიგნი იქონიეთ. ასე, საცობში დროს ტყუილად არ დახარჯავთ, წაკითხვას და დასვენებას შეძლებთ.


7.იმუშავეთ

მნიშვნელოვანი ფინანსური ანგარიშის დასრულება ვერ მოასწარით? სახლში სამსახურის საქმის შესრულების სურვილი არ გაქვთ? გამოსავალი არსებობს! აიღეთ ნოუთბუქი და მნიშვნელოვანი საქმეები ავტომობილში დაასრულეთ.

აი, ასეთი პატარა, მაგრამ ძალიან სასარგებლო რჩევების სია, თუ როგორ გავატაროთ დრო საცობში. გაითვალისწინეთ და შემდეგში საცობში მოხვედრისას გეცოდინებათ ტელეფონზე თამაშის გარდა რით დაკავდით.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ

2. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ

3. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

4. ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
516
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
516
  
2018, 19 დეკემბერი, 23:03
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1