x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ისტორიული პარადოქსი

image


გაინტერესებთ რა არის ისტორიული პარადოქსი?


ცნობილია ფაქტია, რომ ინგლისელი ერის ჩამოყალიბება მოხდა გერმანული ტომების: ანგლების, საქსების, იუტების და ფრიზების ადგილობრივ კელტურ ტომებთან (რომელთა დიდი ნაწილი გერმანულმა ტომებმა ამოჟლიტეს), ხოლო მოგვიანებით მცირე მასშტაბებით ნორმანდიელებთან შერწყმის შედეგად. თავად ინგლისელი ისტორიკოსებიც თანხმდებიან, რომ ყველაზე დიდი წვლილი ინგლისელი ერის ჩამოყალიბებაში სწორედ ზემოთხსენებულმა გერმანულმა ტომებმა ითამაშეს, კელტებთან და ნორმანდიელებთან შერწყმა კი საკმაოდ უმნიშვნელო იყო. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ინგლისური ენა გერმანულ ენათა შტოს წარმოადგენს.


ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისელებს გაღმერთებული ჰყავთ ნახევრად მითოლოგიური მეფე არტური, რომლის არსებობა_არ არსებობის საკითხზე ისტორიკოსები დღემდე ვერ შეთანხმდნენ და რომლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ისტორიკოსებს ჯერ არ აღმოუჩენიათ. ისტორიული პარადოქსი კი მდგომარეობს იმაში, რომ მეფე არტური იყო კელტური ტომის (ბრიტების) ბელადი და მან თავის სწორედ ანგლების, საქსების, იუტების და ფრიზების წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად გაითქვა. შესაბამისად გამოდის, რომ ინგლისელებს გაღმერთებული ჰყავთ ნახევრად მითოლოგიური მეფე, რომელიც სწორედ მათი წინაპრების წინააღმდეგ იბრძოდა.

1
337
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
337
  
2018, 25 დეკემბერი, 21:53
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1