x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ტესტი: რამდენად ლამაზი ხართ?
image

გსურთ გაიგოთ, თუ რამდენად ლამაზი ხართ? მაშინ ეს მარტივი ტესტი გაიარეთ და 10 კითხვას პასუხი გაეცით. პასუხების A, B და C ვარიანტებიდან ერთ-ერთი აირჩიეთ და შემდეგ მიღებული ქულები დააჯამეთ.

საინტერესო ტესტი:

1.რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენზე?

image

A - მე ძალიან მაგარი ვარ; (3 ქულა)

B - დარწმუნებული არ ვარ, მგონი მათ მოვწონვარ; (1 ქულა)


C - მე ნამდვილად, ძალიან საყვარელი ვარ; (2 ქულა)


2.ჩვეულებრივ, როგორ ივარცხნით თმას?

image

A - თმის დასავარცხნად ბევრ საშუალებას ვიყენებ; (3 ქულა)

B - თავის აქსესუარების გაკეთება მიყვარს; (1 ქულა)

C - ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მაქვს, თმაზე თითქმის არაფერს ვიკეთებ; (2 ქულა)


3.რას ფიქრობთ, როცა საკუთარ თავს სარკეში უყურებთ?

image

A - საშინლად გამოვიყურები; (1 ქულა)

B - შესანიშნავად გამოვიყურები; (3 ქულა)

C - საკმაოდ ჩვეულებრივად გამოვიყურები; (2 ქულა)


4.როგორ ატარებთ თქვენ და თქვენი მეგობრები დროს?

image

A - დროს ბუნებაში ვატარებთ; (2 ქულა)

B - თამაშებს ვთამაშობთ ან უბრალოდ ვერთობით; (1 ქულა)

C - შოპინგი ან წვეულება; (3 ქულა)


5.ბოლოს როდის გითხრეს, რომ ლამაზი ხართ?

image

A - დღეს (ამას ყოველდღე მეუბნებიან); (3 ქულა)

B - შესაძლოა, ერთი კვირის წინ; (2 ქულა)

C - გახსენებაც კი მიჭირს; (1 ქულა)


6. საკუთარი თავი ლამაზად მიგაჩნიათ?

image

A - ვფიქრობ, ლამაზი ვარ; (2ქულა)

B - ასე არ ვთვლი; (1 ქულა)

C - დიახ, რა თქმა უნდა; (3 ქულა)


7.როგორ აღწერთ თქვენს ღიმილს?

image

A - დამორცხვებული, დახურული პირით;(2 ქულა)

B - ძალიან ხშირად ვიღიმი; (1 ქულა)

C - ჰოლივუდის ღიმილი მაქვს, ახლავე წითელ ხალიჩაზე წავალ; (3 ქულა)


8.როგორ აღწერთ თქვენს სხეულს?

image

A - უკეთესიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, საკუთარ თავზე საერთოდ არ ვზრუნავ; (1 ქულა)

B - ნავარჯიშები, საკუთარ სხეულზე კარგად ვზრუნავ; (3 ქულა)

C - საშუალო - არც ცუდი და არც იდეალური; (2 ქულა)


9.აქედან თქვენს საყვარელ გარდერობში რა შედის?

image

A - რაღაც რაც ახლა მოდაშია; (3 ქულა)

B - ჯინსი და კლასიკური მაისური; (2 ქულა)

C - ყველაფერი, მთავარია თავს კომფორტულად ვგრძნობდე; (1 ქულა)


10.რა შედის თქვენს ყოველდღიურ რიტუალში?

image

A - სააბაზანოს სასიამოვნო პროცედურებით თავის განებივრება მიყვარს; (3 ქულა)

B - უბრალოდ შხაპი და მზად ვარ; (2 ქულა)

C - შხაპს ყოველდღიურად არ ვიღებ; (1 ქულა)


ახლა მიღებული ქულები დააჯამეთ და შედეგი წაიკითხეთ:


10-დან 17 ქულამდე: თქვენ ლამაზი ხართ

თქვენ ჭკვიანი ხართ, რომელსაც ზედმეტი სილამაზე და სიკაშკაშე არ სჭირდება. ძლიერი ადამიანი ხართ, რომელსაც ვინმეს აღიარება არ სჭირდება. თუმცა, არ გავიწყდებათ, თუ რამდენად მშვენიერი ხართ. ჩვენი რჩევა იქნება: როცა სარკეში იყურებით, თქვენს ძლიერ მხარეზე გააკეთეთ კონცენტრირება და ნაკლის შესახებ დაივიწყეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მშვენიერი ხართ.


18-დან 25 ქულამდე: თქვენ შინაგანად და გარეგნულად ლამაზი ხართ

თქვენ ნამდვილად მშვენიერი ხართ, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად. საკუთარ თავზე ზრუნავთ, რადგან გსიამოვნებთ, როცა კარგად გამოიყურებით. ამასთან, გარეგნობაზე ჩაციკლული არ ხართ. ეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არაა.

სულით კეთილი და თავისუფალი ხართ. სწორედ ამიტომ მეგობრებს და ახლობლებს ძალიან უყვარხართ. ადამიანებს თქვენ გვერდით ყოფნა უხარიათ. საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ ლამაზი ხართ და ქებას ნამდვილად იმსახურებთ.


26-დან 30 ქულამდე: ლამაზი ხართ და ამის შესახებ იცით

თქვენ თავდაჯერებული ხართ და საკუთარი თავი გიყვართ. სწორედ ამიტომ, გეჩვენებათ რომ გარშემო ყველა ადამიანს უყვარხართ. უსიტყვოდ, ბევრს ნამდვილად მოსწონხართ.

მოდა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ დროს საკუთარ გარეგნობას უთმობთ. როცა სადმე გადიხართ, ყველას ყურადღებას იპყრობთ. ეს გასაოცარი არაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ უნაკლოდ გამოიყურებით.

თუმცა გახსოვდეთ, რომ შინაგანი სილამაზე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გარეგნული. არ დაგავიწყდეთ, ყველაფერში ბალანსი არის საჭირო.


ასევე დაგაინტერესებთ:

1.ვინ ხართ ენერგეტიკის მიხედვით - მზე თუ მთვარე? (ტესტი)

2. ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ

3. ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ

4. ის, რაც პირველად სურათზე დაინახეთ, გიამბობთ თქვენ ამჟამინდელ მდგომარეობაზე

5. ტესტი: ხართ თუ არა ენერგოვამპირი?

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1854
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1854
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0