x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
''goodreads''-მა სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო წიგნები გამოავლინა - ''Goodreads CHOICE AWARDS 2018''

''goodreads''-მა სხვადასხვა ჟანრის რჩეული წიგნები გამოავლინა - ''Goodreads CHOICE AWARDS 2018''


image


''The Goodreads Choice Awards'' - არის Goodreads.com-ის ყოველწლიური ჯილდო-პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაარსდა. ჯილდო ემსახურება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრში საუკეთესო წიგნების გამოვლენას მომხმარებელთა ხმის მიცემის მიხედვით. გასულ წელს გამოვლინდა 20 კატეგორიის 10 საუკეთესო წიგნი.

მაშ ასე, ''The Goodreads Choice Awards 2018'' - ის გამარჯვებული წიგნები ნომინაციების მიხედვით

image

ნომინაცია: საუკეთესო მხატვრული ნაწარმოები


image

გამარჯვებული: ჯოჯო მოიესი - ''მე შენამდე''

რეცენზია: ეს არის მოისის მიერ შექმნილი რეალისტური, ჭკვიანური და მგრძნობიარე ისტორია, რომელსაც იუმორისტული რელიეფის ზომიერი დონეც არ აკლია. ნაწარმოების მოგვითხრობს ისტორიას ლუისასა და უილის შესახებ, რომელშიც ლუისას დაიქირავებენ, რათა მოუაროს პარალიზებულ და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული უილს.

ხმათა რაოდენობა: 55 300

ნომინაცია: საუკეთესო მისტიკა & თრილერი


image


გამარჯვებული: სტივენ კინგი - ''The Outsider''

რეცენზია: როგორც ირკვევა, წიგნში მოვლენები თერთმეტი წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის გარშემო ვითარდება. პოლიცია ბიჭის გვამს ქალაქის ცენტრალურ პარკში პოულობს. თვითმხილველების განცხადებით, მკვლელობა ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის ბავშვთა მწვრთნელმა, ინგლისურის მასწავლებელმა და ორი შვილის მამამ, ტერი მეიტლანდმა ჩაიდინა. ამას თითის ანაბეჭდებიც მოწმობს.

...თუმცა, სტივენ კინგის წიგნებში ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება. მკვლელობაში ეჭვმიტანილს აქვს სერიოზული ალიბი, რომელიც მის უდანაშაულობას მოწმობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არავინ ენდობა. დეტექტივი რალფ ანდერსონი, რომლის შვილსაც მეიტლანდი წვრთნიდა, მისი დაკავების ბრძანებას გასცემს და მწვრთნელს საჯაროდ აპატიმრებენ. მტკიცებულებებს ისიც ემატება, რომ გვამთან დაღვრილ სისხლში მეიტლანდის დნმ-იც აღმოჩნდება.

ხმათა რაოდენობა: 62 170


ნომინაცია: საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნაწარმოები




image

გამარჯვებული: ენჯი თომასი - ''ღვარძლი, რომელსაც თესავ''

რეცენზია: ენჯი თომასი თანამედროვე აფროამერიკელი მწერალი და ყოფილი თინეიჯერი რეპერია. აქტივისტური მოძრაობის „Black Lives Matter“ მოღვაწეობით შთაგონებული მისი სადებიუტო წიგნი, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ ისეთი ხმაურით შეიჭრა ლიტერატურულ სამყაროში, როგორსაც ახალგაზრდული სულისკვეთებისა და უთანასწორობასთან ბრძოლის ჟინის მატარებელი წიგნი იმსახურებს. "ღვარძლი, რომელსაც თესავ"; გეტოს სახარებაა - თუფაქის მუსიკა, თანამედროვე აფროამერიკელთა ცხოვრება, იარაღი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობა... ეს ყველაფერი გეტოს მცხოვრებთა, მათ შორის - მოზარდი სტარის ყოველდღიურობაა. თუმცა, მათი გულგრილობა გრძელდება იქამდე, ვიდრე პოლიციელები უდანაშაულო ხალილს არ შეიწირავენ. და აქედან იწყება ბრძოლა სამართლიანობისთვის, სამართლისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეპერების სიმღერებში აღწერილი კოშმარი ამ წიგნის გმირებისთვის ჩვეულებრივი ყოფაა, "ღვარძლი, რომელსაც თესავ"; სიძულვილისა და სისასტიკის წიგნი არაა. ეს მეგობრობის, უდიდესი თანადგომის, სიყვარულის, სიკეთისა და იმედის წიგნია.

ნაწარმოები მეორედ გახდა ჯილდოს მფლობელი

ხმათა რაოდენობა: 68, 489

ნომინაცია: საუკეთესო ჰორორი


image

გამარჯვებული: სტივენ კინგი - ''ELEVATION''

ხმათა რაოდენობა: 39 616


ნომინაცია: საუკეთესო კომიქსი


image


გამარჯვებული: სარა ანდერსენი - ''Herding Cats''

ხმათა რაოდენობა: 34, 322

ნომინაცია: საუკეთესო ნაწარმოები თინეიჯერებისთვის


image

გამარჯვებული: რიკ რიორდანი - „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელების'' სერიები

რეცენზია: რიკ რიორდანი დაიბადა 1964 წელს სან-ანტონიოში, მასწავლებელთა ოჯახში. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები". ფანტასტიკური ჟანრის ციკლი ექვს წიგნს მოიცავს: "პერსი ჯექსონი და მეხის ქურდი", "პერსი ჯექსონი და ზღვის ურჩხული", "პერსი ჯექსონი და ტიტანების წყევლა", "პერსი ჯექსონი და სიკვდილის ლაბირინთი", "პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები. საიდუმლო მასალები" და "პერსი ჯექსონი და უკანასკნელი წინასწარმეტყველება".

რიკ რიორდანი არის ასევე რამდენიმე სხვა ნაწარმოებთა ციკლის ავტორი. მისი წიგნების ტირაჟები მილიონებს სცდება. წიგნები თარგმნილია მსოფლიოს ბევრ ენაზე.

ხმათა რაოდენობა: 42, 529


ნომინაცია: საუკეთესო რომანი


image


გამარჯვებული: ელენ ჰონგი - „The Kiss Quotient''


ხმათა რაოდენობა: 43, 183



ნომინაცია: საუკეთესო ისტორიული რომანი


image



გამარჯვებული: კრისტიან ჰანა - ''The Great Alone''


ხმათა რაოდენობა: 61, 702

ნომინაცია: საუკეთესო ფანტასტიკა


image


გამარჯვებული: მადელაინ მილერი - ''კირკე''

ხმათა რაოდენობა: 78 733



გამარჯვებულთა სრული სია კატეგორიების მიხედვით


imageimageimageimageimageimage


ლიტერატურის მოყვარულებო! გააკეთეთ ძალიან საინტერესო ქვიზები და შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ლიტერატურაში


გამოიცანი წიგნის პერსონაჟები

image


ლიტერატურის ქვიზი


image

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0