x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ბურექი თევზის კონსერვით

ბურექი ( თურქ. börek) — ღვეზელია, სავარაუდოდ, ანატოლიური. ის ჩვეულებრივ, ფენოვანი ცომით მზადდება და პოპულარული მხოლოდ თურქეთში კი არა, ოსმალეთის იმპერის ყოფილ ტერიტორიაზეც არის.

ბურექის მომზადება ნებისმიერი გულსართით შეიძლება: ხორცით, ძეხვით, სოსისით... შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილი, ხაჭო, ყველი. ყველაფერი თქვენს სურვილზე და გემოვნებაზე არის დამოკიდებული. აქ კი, ყველაზე გემრიელი ბურექის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრისთვის გამოაცხვოთ და პიკნიკზეც წაიღოთ!


image


ინგრედიენტები:


ფენოვანი ცომი – 250 გრ.

სარდინი კონსერვირებული – 1 ქილა


მოხარშული კვერცხი – 1 ცალი

ზეთის ხილი (უკურკო) – 50 გრ.

მწვანე ხახვი – 3 ცალი

კვერცხის გული – გადასასმელად

სეზამის მარცვლები (სურვილის შემთხვევაში)


მომზადება:


I. გახსენით კონსერვი და გადაიტანეთ თევზის ნაჭრები თასში (წვენის გარეშე) > დაამატეთ დაჭრილი კვერცხი და ზეთის ხილი > მასა დააბლენდერეთ.

II. ხახვს მოაჭერით თავი > მხოლოდ მწვანე ნაწილი დაჭერით წვრილად > დაამატეთ დაბლენდერებულ მასას და კარგად შეურიეთ.

III. ცომი გაყავით 2 ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ 3 მმ-ის სისქეზე.

IV. გულსართი გაყავით ორ ნაწილად > ერთი ნაწილი მოათავსეთ გაბრტყელებული ცომის ფირფიტაზე და გადაახვიეთ > ბასრი დანით დაჭერით 5-6 ნაწილად > მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფურცელზე > იგივენაირად გადაახვიეთ და დაჭერით გულსართის და ცომის მეორე ნაწილიც.


image


V. კვერცხის გული ათქვიფეთ ცოტა წყალში, სურვილის შემთხვევაში (ბურექს კვერცხის სუნი რომ არ ჰქონდეს), დაამატეთ 0, 5 ჩ. კ. ვანილინი > გადაუსვით თუნუქის ფურცელზე მოთავსებულ ბურექის ნაჭრებს.

VI. გამოაცხვეთ 200-220 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.imageP. S. შეგიძლიათ ბურექს ნებისმიერი ფორმა მისცეთ, თუნდაც ისეთი, როგორიც I სურათზეა მოცემული.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageჰაეროვანი ღვეზელი, სხვადასხვა გულსართით
უგემრიელესი ყველიანი კვერები ფენოვანი ცომით, რომლებიც პირში დნება
ღვეზელი თხელი ცომით


0
189
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0